სახსრების პროგრამა

შეკვეთა
სახსრები

საყრდენ – მამოძრავებელ აპარატთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები პრაქტიკულად ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება. ჯანმო-ს (ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია) ბოლო მონაცემებით, ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ.
ძვალ-სახსროვანი სისტემა - ეს ჩვენი ორგანიზმის საყრდენია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს აქტიურობას და მოძრაობას. ამიტომ ამ სისტემის დარღვევები და ნორმიდან გადახრა მყისიერად აისახება სხვა ორგანოთა სისტემის მუშაობაზე და ფუნქციონირებაზე. მოძრაობის გაძნელება, შეზღუდვა აუარესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას და შეიძლება გამოიწვიოს ნაწილობრივი ან სრული შრომისუნარიანობის დაკარგვა.
ხერხემლის, ძვლისა და სახსრების დაავადებებით ავადობენ ახალგაზრდებიც და მოხუცებიც, ორივე სქესის წარმომადგენლები, თუმცა, უფრო ხშირად მამაკაცებშია გავრცელებული. ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ოსტეოპოროზი, კოქსართროზი – ეს არის ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების არასრული ჩამონათვალი.  

რა იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებს

რა იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებს?
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების - რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, კოქსართროზის, დისკოზის და ართრიტების რისკ-ფაქტორებია:

  • უმოძრაობა, ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი.
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე.
  • ჭარბი ფიზიკური დატვირთვები.
  • თამბაქოს მოწევა.
  • მოუხერხებელი ფეხსაცმელი (მაღალქუსლიანი ან საერთოდ უქუსლო ფეხსაცმელი).
გამომწვევი მიზეზებია:
  • მემკვიდრეობითი ფაქტორი.
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები.
  • ხერხემლის ტრავმა ან ჭარბი დატვირთვა ხერხემალზე.
  • ასაკობრივი ცვლილებები.
  • არასწორი კვება (ცილების დეფიციტი, ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოხმარება).
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა ფუტკრის პროდუქტებით ძალზე ეფექტურია. აპითერაპიის ფონზე საკმაოდ ხშირია სრული გამოჯანმრთელების, ან თუნდაც, დაავადებების ხანგრძლივი რემისიის შემთხვევები. 

სახსრები

გთავაზობთ ოსტეოქონდროზის, ართროზების, ართრიტების საპროფილაქტიკო და სამკურნალო პროგრამას „ტენტორიუმის“ პროდუქტებით:

თაფლი მუმიოთი
  • თაფლი მუმიოთი - შეიცავს მუმიოს, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და აღმდგენი მოქმედება, განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილთვის ძალზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტით. შეუცვლელი პროდუქტია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს.
  • ბალზამი „ხინაზი
  • ბალზამი „ხინაზი“- პროპოლისსა და სპეციალურად შერჩეულ ფიტოკომპლექსს აქვს გამოხატული შარდმდენი, მარილგამომდევნი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. უზრუნველყოფს სახსრებში მოძრაობის აღდგენას. შეუცვლელი პროდუქტია ოსტეოქონდროზისა და სხვა ართროპათიების დროს.
  • კრემი ტენტორიუმი
  • კრემი „ტენტორიუმი“ - კრემში შემავალ აპიტოქსინს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, ამის გარდა, ფუტკრის შხამი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. შევიზილოთ პრობლემურ ადგილას, სახსრების პროექციაზე.
  • სახსრების პროგრამა
    შეკვეთა
    We use cookies
    Cookie preferences
    Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
    Analytical cookies Disable all
    Functional cookies
    Other cookies
    ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
    Accept all Decline all Change preferences
    Cookies