კუჭ-ნაწლავის პროგრამა

შეკვეთა
კუჭ-ნაწლავის პროგრამა

გულძმარვა, ღებინების შეგრძნება, შებერილობა და სხვა დისპეპსიური სიმპტომები საკმაოდ გავრცელებულია, რაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ანუ კუჭ-ნაწლავის დაავადებების ნიშნებია. წამყვანი ექიმებისა და მეცნიერების აზრით, კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი საკვებია. საჭმელი არა მხოლოდ შიმშილის გრძნობისა და გურმანული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი, არამედ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ეფექტური საშუალებაა. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობა, რადგან ზუსტად ის განაპირობებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვა.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიკვებებით სასარგებლო პროდუქტებით, უპირატესობას ვანიჭებთ ენერგეტიკულად ღარიბ, რაფინირებულ საკვებს და უპირველეს ყოვლისა, ვაზიანებთ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ეს კი იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს, ამიტომ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის პრობლემების პრევენცია.

ფუტკრის-პროდუქტები-და-კუჭ-ნაწლავი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტები საუკეთესო საკვებია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამავდროულად, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდაც და მისი პრევენციისთვის. კომპანია „ტენტორიუმმა“ შექმნა უნიკალური ფორმულები, სადაც ერთმანეთს არის შეხამებული ფუტკრის პროდუქტებისა და სამკურნალო მცენარეების სამკურნალო თვისებები. 

კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:

ჟკტ-ულტრა

  • პროგრამა „ჟკტ-ულტრა“ - დრაჟეების ნაკრებია, რომელიც დაგვეხმარება საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და დაავადებების გამწვავების პრევენციაში. „ჟკტ-ულტრა“ წარმოადგენს ყვავილის მტვერის, პროპოლისისა და სამკურნალო მცენარეების კომბინაციას. პროდუქტი ხელს უწყობს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჯანსაღებასა და მოწესრიგებას. აქვს ანთების და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. აქრობს კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს, აგრეთვე გულძმარვას, შებერილობას და სხვა დისპეპსიურ მოვლენებს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. იგი რეკომენდებულია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის.

ეი-პი-ვი

  • „ეი-პი-ვი“ - პროპოლისის წყალხსნარი. კვლევებით დადასტურებულია, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის აღსადგენად, წყლულოვანი პროცესების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა პროპოლისი. მას გააჩნია ანთების და წყლულის საწინააღმდეგო, ლორწოვანის აღმდგენი მოქმედება. „ეი-პი-ვი“ შეუცვლელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და ანთებითი პროცესების დროს. პროპოლისში შემავალი აქტიური ნივთიერებები ასტიმულირებენ ეპითელიზაციას, აჩქარებენ წყლულების შეხორცებას. „ეი-პი-ვი“ კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი ზედაპირის ნერვულ დაბოლოებებს იცავს გაღიზიანებისგან, ხელს უწყობს სისხლდენების, ექსუდაციის, ტკივილის შემცირებას.
  • აპიხიტი

  • „აპი-ხიტი“- დაბალმოლეკულური ქიტოზანისა და სოჭის ექსტრაქტის შემცვლელი ბალზამია, საჭმლის მომნელებელი ორგანოების სამკურნალო შეუცვლელ პროდუქტია, რადგან არის ეფექტური ენტეროსორბენტი, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ დაცლას. მოქმედებს არჩევითად – ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს, ტოქსინებს. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.
  • კუჭ-ნაწლავის პროგრამა
    შეკვეთა
    We use cookies
    Cookie preferences
    Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
    Analytical cookies Disable all
    Functional cookies
    Other cookies
    ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
    Change preferences Accept all
    Cookies