ოფთალმოლოგიაში აპიფიტოპროდუქციას უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, დღესაც აპიფიტოპროდუქტები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ აქტუალურია. გთავაზობთ უნიკალურ კომპლექსებს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად:
- მოცვის დრაჟე – შეიცავს აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებს. მხედველობისთვის აუცილებელი პიგმენტების: მოცვის ანტოციანებისა და ჭეოს ბეტა-კაროტინის უნიკალური კომპლექსია. დრაჟეში მაღალი კონცენტრაციით შემავალი გლიკოზიდური ნაერთი მირტილინი ააქტიურებს თვალის იმ პიგმენტებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სინათლის აღქმაზე ღამის პერიოდში. შესაბამისად აუმჯობესებს ღამის ხედვას. აგრეთვე დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავონოიდებს (ანტოციანებს) – აქტიურ ნაერთებს, რომლებიც ამაგრებენ თვალის ბადურას კაპილარებს, აძლიერებენ მხედველობითი რეცეპტორების მგრძნობიარობას და აღადგენენ მხედველობის სიმახვილეს. შესაბამისად, დრაჟე აუმჯობესებს მხედველობას, აღადგენს მზერის სიმახვილეს, აფართოებს მხედველობის არეალს. ამაგრებს თვალის ბადურას (სისხლძარღვოვანი გარსი) კაპილარებს. შეუცვლელია მათთვის, ვისაც ხანგრძლივად უწევთ კომპიუტერთან მუშაობა.
- „ეი-პი-ვი“ – საწვეთურიანი, კომპაქტური საშუალება, რომელიც საუკეთესოა თვალის და კონიუქტივის დაავადებების დროს. ასუფთავებს თვალს, აქრობს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს მხედველობას, კვებავს თვალის კუნთებს და სისხლძარღვებს. არეგულირებს თვალის წნევას.