loader image
მახსოვრობის და ენერგიის კოქტეილი Previous item დისბაქტერიოზი - ნაწლავური... Next item პნევმონია - რესპირატორული...

მახსოვრობის და ენერგიის კოქტეილი

ცხოვრების მაღალი რიტმი, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი, ყოვედღიური სტრესი – იწვევს გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითებას. ქრონიკული დაღლილობა, მახსოვრობის, სასიცოცხლო ტონუსისა და უმიზეზოდ გუნება-განწყობის დაქვეითება, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების ნორმა გახდა.
(ან, „დამახასიათებელია ჩვენი თანამედროებისთვის“)

ამ პრობლემების აღმოფხვრა საკმაოდ რთულია, ხშირ შემთხვევაში კი არაეფექტური. საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ საკვებს, რომელიც ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად ნატურალური უნდა იყოს. ერთერთი საუკეთესო გამოსავალი ეს არის ფუტკრის პროდუქტები.

„ტენტორიუმი“ ამ პრობლემის საკმაოდ ეფექტურად გადაწყვეტას გთავაზობთ  ენერგიისა და მახსოვრობის კოქტეილით, რომელიც შემდეგი თაფლის კომპოზიციებით მზადდება:

  1.  „აპიფიტოტონუსი“ – პროდუქტში შემავალი ფუტკრის რძე და ყვავილის მტვერის (ფუტკრის ფეხგუნდა) კომბინაცია მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ცენტრალური ნერვულ სისტემაზე, კვებავენ ტვინის უჯრედებს, აუმჯობესებენ მახსოვრობას. აქვს დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება.
  2. „თაფლი ლეციტინით“- ლეციტინი ნერვული ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. მისი მიღება რეკომენდებულია ყურადღების, კონცენტრაციის და მახსოვრობის დაქვეითების, აგრეთვე, ახალი ინფორმაციის ძნელად ათვისების დროს.
  3. „პოლიანკა“ ყვავილის მტვერისა და თაფლის კომპოზიციაა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყვავილის მტვერი აუმჯობესებს მეხსიერებას, შეუცვლელი პროდუქტია გონებრივი დატვირთვების დროს, განსაკუთრებით, როცა დიდი საინფორმაციო მასალაა ასათვისებელი. განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, თანაც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რადიონუკლიდებს და თავისუფალ რადიკალებს. გარდა ამისა, მას აქვს უნარი სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრას ამინომჟავების, ფერმენტებისა და მიკროელემენტების უკმარისობა, ნორმაში მოიყვანოს ერითროციტების, ლეიკოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინის მაჩვენებელი. გარდა ამისა აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად მახსოვრობას და რაც მთავარია, კვებავს იმუნურ სისტემას და იმუნური უჯრედების წარმომქმნელ ორგანოებს.  

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ეფექტური საშუალებაა  ქრონიკული დაღლილობისა და მახსოვრობის დაქვეითების სამკურნალოდ. ამ პრობლემების მოგვარებასთან ერთად ისინი უზრუნველყოფენ იმუნიტეტის ამაღლებას, ცივ სეზონზე დაგვიცავენ ვირუსული ინფექციებისგან, გაგვიუმჯობესებენ განწყობას, მოგვიხსნიან გონებრივ და ფიზიკურ დაღლილობას.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "მახსოვრობის და ენერგიის კოქტეილი" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap