fbpx
loader image

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საცხები, მალამოები დღესაც დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. „ტენტორიუმის“ კრემების შემადგენლობაში მხოლოდ სასარგებლო თვისებებით ცნობილი ნატურალური კომპონენტები შედიან, რომლებიც კვებავენ, ატენიანებენ და წმენდენ კანს. 
„ტენტორიუმის“ ყველა კრემის შემადგენლობაში შედის ისეთი საბაზისო კომპონენტები, როგორიცაა პროპოლისის ექსტრაქტი და ფუტკრის ცვილი. 
ფუტკრის ცვილი მავნე ნივთიერებების მძლავრი ადსორბენტია, მას შეუძლია კანს დიდი ხნით შეუნარჩუნოს სინოტივე და დაიცვას იგი მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
პროპოლისს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
„ტენტორიუმის“ კრემების შემადგენლობაში შედის ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), რომელიც მდიდარია ცხიმში ხსნადი A, E, D, F ვიტამინებით და ცხიმოვანი მჟავებით. ყვავილის მტვერი შესანიშნავად კვებავს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს. 
ფუტკრის შხამის მინიმალური კონცენტრაცია უზრუნველყოფს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ღრმა შეღწევადობას კანში, აგრეთვე ორგანიზმზე იმუომოდულატორულ მოქმედებას. 
ნატურალური ზეთები ღრმად აღწევენ კანში, უზრუნველყოფენ მის კვებას და დატენიანებას, აღადგენენ კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეს, აღმოფხვრიან ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს. 

Copy link
Powered by Social Snap