კრემი შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტ Ovotelle-ს, რომელიც ღრმად აღწევს ეპიდერმისში და უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას. პროპოლისისა და თაფლის ექსტრაქტები ხსნიან გაღიზიანებას, ააქტიურებენ კანის დამცავ მექანიზმებს. ჰიალურონის მჟავა შიგნიდან აკავებს ტენს და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ზრდის კანის სიმკვრივეს და აფერხებს მის დაბერებას
მკვებავი კრემი, Ovotelle-ს აქტიური კომპონენტით, სახის კანს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით, ატენიანებს და უზრუნველყოფს უჯრედების განახლებას. კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა და შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მაკიაჟის ბაზა. კრემის შემადგენლობაში შემავალი ფუტკრის პროდუქტები, თაფლისა და ყვავილის მტვერის ექსტრაქტები, კვებავენ, ამშვიდებენ და არბილებენ სახის კანს.
კრემი განსაზღვრულია ღამის პერიოდში სახის მოვლისთვის, როცა კანი ყველაზე მეტად არის მზად განახლებისთვის. ღამის მკვებავი კრემი ინტენსიურად კვებავს, ასტიმულირებს კანის უჯრედების განახლებას, აფერხებს კანის დაბერებასა და ნაოჭების წარმოქმნას. კრემი შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტ Ovotelle-ს, რომელიც ღრმად აღწევს ეპიდერმისში და უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას.
ჰაეროვანი ქაფი მაკიაჟის მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა. უზრუნველყოფს სახის კანის დატენიანებას და გაწმენდას ყოველგვარი ცხიმოვანი კვალის გარეშე. ქაფში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები სახის კანის ზედაპირიდან რბილად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ააქტიურებს კანის განახლებისა და აღდგენის პროცესებს. სახის გამწმენდი ქაფი კარგად აშორებს დეკორატიული კოსმეტიკას.
ტონიკი პროპოლისით ატენიანებს, ატონიზირებს და ვიტამინებით ამდიდრებს სახის კანს, ამზადებს მას კრემის წასასმელად. ტონიკში შემავალი ნატურალური კომპონენტები აწყნარებენ გაღიზიანებულ კანს, ამაღლებენ კანის დამცავ თვისებებს. ტონიკის გამოყენება რეკომენდებულია კანის დაბერების პროფილაქტიკისთვის, კანის ტონუსის ასამაღლებლად და დასატენიანებლად.
მიცელარული წყალი დელიკატურად წმენდს და ატენიანებს ტუჩებს, თვალის გარშემო არესა და სახის კანს, გვჩუქნის სისუფთავის, სირბილისა და კომფორტის შეგრძნებას. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის დროს, მათ შორის შეგვიძლია გამოვიყენოთ მგრძნობიარე და ნაზი თვალის გარშემო კანისთვისაც. მიცელარული წყალი – ეს არის გაწმენდა, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანვას.
კრემი სპეციალურად ქუთუთოების განსაკუთრებით მგრძნობიარე და ნაზი კანისთვისაა შექმნილი. შეიცავს ნატურალური კომპონენტების კომბინაციას, რომლებიც წარმატებით ებრძვიან თვალის გარშემო ნაოჭებს, სრულყოფილად კვებავენ კანს ყველა საჭირო ნივთიერებით, აუმჯობესებენ თვალის კონტურს. კრემს აქვს მკვებავი, დამცავი, მატონიზირებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.
შრატში წარმატებით არის შეხამებული და ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს ეფექტური და ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კომპონენტები – ფუტკრის რძის პეპტიდი და ფუტკრის შხამი. შრატი უჯრედის დონეზე აქტიურად აღადგენს და აახალგაზრდავებს კანს, ხელს უშლის მის დაბერებას, მაქსიმალურად ამცირებს წვრილ და საშუალო ნაოჭებს, კანს ხდის უფრო გლუვს.