fbpx
loader image
თმის მოვლა ფუტკრის პროდუქტებით Previous item ჰიპოთირეოზი და ენდემური ჩიყვი Next item ცელულიტი - ჭარბი წონა

თმის მოვლა ფუტკრის პროდუქტებით

ლამაზი და მოვლილი თმა ყველა დროში ითვლებოდა ქალის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად. თუ ხარისხიანი კოსმეტიკის და მოდური ტანსაცმლის შეძენა დღეს ადვილად შესაძლებელია, ჯანსაღი თმა – გულმოდგინე მოვლის და დიდი ყურადღების შედეგია. თმის მოვლა და სიჯანსაღე გამოსახავს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თმის მოვლაში, თმის ცვენა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა.

როდის არის საგანგაშო თმის ცვენა? 

თმის ცვენა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია – ნებისმიერ თმის ღერს გააჩნია საკუთარი სიცოცხლის ციკლი და როცა დრო მოდის ის ცვივა, მის მაგივრად კი სხვა ამოდის. ადამიანს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერი თმა ცვივა, ეს ფიზიოლოგიური ნორმაა. განგაშის ატეხვა მაშინაა საჭირო, როცა გაცვენილი თმა საერთო რაოდენობის 10-50%-ს შეადგენს. სტატისტიკით მსოფლიოში ყოველ მესამე ქალბატონს, ამა თუ იმ სახით, აწუხებს თმის ცვენა.

თმის ცვენის ძირითადი მიზეზები:
სრული ან ნაწილობრივი თმის ცვენა შესაძლებელია გამოწვეული იყოს შინაგანი და გარეგანი მიზეზებით:

ძირითად შინაგან ფაქტორებს განეკუთვნება:

– ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, ნერვული სტრესები:

ჩვენი ნერვული სისტემა პასუხისმგებელია თმის ზრდაზე და არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას. ნერვული სტრესები უარყოფითად აისახება თმის ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია, რომ თმის ცვენის პრობლემა ნერვული სტრესის შემდეგ 2-3 თვეში გამოვლინდება.

– ენდოკრინული დაავადებები, კერძოდ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები:

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა – ჰიპერთირეოზი (ჰორმონების გაზრდილი სეკრეცია) თმის ცვენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ჰიპოთირეოზის (ჰორმონების დაქვეითებული სეკრეცია) დროს თმა ცვივა შუბლიდან და კეფიდან.

– მიკროელემენტების და ვიტამინების დისბალანსი:

შესაძლებელია თმის ცვენა ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობით იყოს გამოწვეული. კვლევებით დასტურდება, ყველაზე ხშირად თმის ცვენას B ჯგუფის და A ვიტამინების დეფიციტი, ასევე რკინის უკმარისობა იწვევს.

გარეგან ფაქტორებს განეკუთვნება:

– თმის შეღებვა, ფენით გაშრობა, ქიმიური დახვევა, დრედები, აფრიკული ნაწნავები, აგრესიული და ცუდად შერჩეული შამპუნები  –  ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება როგორც თავის კანზე, ასევე თმის ხარისხზე.

თმის ცვენა ბავშვებში

ბავშვებში თმის ცვენა გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებით: თავის კანის ინფექციური და აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც ძირითადად თმის ბუდობრივ ცვენას იწვევენ. ძლიერი სტრესი, მაგალითად, თუ ბავშვი ძალზე განიცდის ბაღში ან სკოლაში სიარულს.

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?

ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ თმის დაკარგვის პროცესი შეუქცევადია.  თუმცა, ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ თმის ბოლქვი არ კვდება და შესაძლებელია მისი გააქტიურება, რის შედეგადაც ხდება თმის ზრდის ბუნებრივად სტიმულირება.
თმის ცვენის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია თუ დავიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს, ავიმაღლებთ იმუნიტეტს, თავს დავიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგვიძლია შემოგთავაზოთ  ერთ-ერთი  ეფექტური და უვნებელი საშუალებები – აპიფიტოპროდუქტები და თმის მოვლის საშუალებები.

1. როგორც უკვე ავღნიშნეთ თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობაა. ამიტომ , როცა გვაქვს თმის დიფუზური ცვენა, ჩვენ ვთავაზობთ დრაჟე „აპი-სპირას“,  რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ აბსოლუტურად ყველა მიკროელემენტს. მიკროელემენტების დეფიციტის აღმოფხვრის გარდა, „აპი-სპირა“ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას, ჰორმონული დარღვევების პრევენციას, იმუნიტეტის მოწესრიგებას, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გაუმჯობესებას.

2. თმის ცვენის დროს შეუცვლელია ფუტკრის რძე. კერძოდ, ფუტკრის რძის შემცველი თაფლის კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი“, რომელიც აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის  მუშაობას, ახდენს ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას, აქვს ანტისტრესული მოქმედება. ხელს უწყობს ანგიოსპაზმის ლიკვიდაციას, აუმჯობესებს თმის ფოლიკულის მიკროცირკულაციას. აჩერებს თმის ცვენას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული.

3. პროპოლისის წყალხსნარი  „ეი-პი-ვი“ – აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს, არის ადაპტოგენური საშუალება და იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან, რომლებიც უფრო აღრმავებენ და ართულებენ თმის ცვენის  მიმდინარეობას და პროგნოზს. ასტიმულირებს თმის ზრდას, ეფექტურია როგორც ბუდობრივი ასევე დიფუზური თმის ცვენის დროსაც.

ეს რაც შეეხება შინაგანი მიზეზების მოწესრიგებას, თუმცა თმის ცვენის დროს აუცილებელია ადგილობრივადაც ვიმოქმედოთ. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი შამპუნის და ბალზამის გამოყენება:

1. ტენტორიუმის თმის ბალზამი შეიცავს ფუტკრის შხამს, რომელიც თმის ზრდის ერთ–ერთი ძლიერი ბუნებრივი სტიმულატორია. შხამის დანიშვნა გამართლებულია მისი გამოხატული რეგენერაციის უნარის გამო: შეუძლია სისხლის მიმოქცევის აღდგენა, ადგილობრივად ახდენს ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას, აუმჯობესებს თმის ფოლიკულებისა და ბოლქვების კვებას. მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს ნატურალური ფუტკრის შხამის შემცველი თმის მოვლის საშუალებები.

2. თმის ძირების გამამაგრებელი შამპუნის შემადგენლობაში შედის თაფლი, პროპოლისი, ხორბლის პროტეინები და ვიტამინები. ნატურალური პროდუქტების უნიკალური შეხამების შედეგად მიღებული შამპუნი ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, თმის ცვენის შეჩერებასთან ერთად უზრუნველყოფს თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას. აღდგენს თმის ძირებში სისხლის მიწოდებას, რის შედეგად უმჯობესდება თმის ბოლქვებში ჟანგბადის მიწოდება, კვება და რეგენერაცია.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "თმის მოვლა ფუტკრის პროდუქტებით" A few seconds ago

Add Comment

Leave a Reply

Copy link
Powered by Social Snap