loader image

თაფლი

თაფლი უნიკალური პროდუქტია, ის მდიდარია ამინომჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალებით, ნახშირწყლებით, ეთერზეთებითა და ლიპიდებით. ადამიანები, უხსოვარი დროიდან, მას ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევდნენ.
თაფლი ნახშირწყლების (გლუკოზა, ფრუქტოზა) უმნიშვნელოვანესი წყაროა, ამიტომაც, ადამიანის ორგანიზმს ავსებს ენერგიით, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ამაღლებს იმუნიტეტს. სისხლის პლაზმაში არეგულირებს გლუკოზის რაოდენობას, ამიტომ ნატურალური თაფლის მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც. თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და სპორტსმენებისთვის.
საერთო გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, თაფლი არ იწვევს ალერგიას. გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ იდიოსინკრაზია (თაფლის კომპონენტების გენეტიკურად დეტერმინირებული ინდივიდუალური აუტანლობა). ყველაზე ხშირად, ალერგიული რეაქცია გამოწვეულია არა თაფლის კომპონენტებით, არამედ მისი მინარევებით. არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული თაფლი.
ადამიანის ორგანიზმი თაფლს 100%-ით ითვისებს. თაფლის დღიური მოხმარების ნორმა მოზრდილებისთვის 50-80 გრამია, ბავშვებისთვის – 15-20 გრამი.
იცით თუ არა, რომ 1 კილოგრამი თაფლის მისაღებად ფუტკრები 4500-ჯერ უნდა გამოფრინდნენ სკიდან და ესტუმრონ ნექტრისთვის 6-10 მილიონ ყვავილს. ძლიერი ოჯახი დღეში აგროვებს 5-10 კგ თაფლს (10-20კგ ნექტარი). მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფუტკარი საშუალოდ ჭამს 1/12 ლიტრ თაფლს, ანუ 400გ! 

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap