fbpx
loader image

თაფლის კომპოზიციები – მეფუტკრეობის პროდუქტების მისაღები უძველესი ფორმაა. ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ღებულობდნენ თაფლზე და სამკურნალო მცენარეებზე ან სხვა ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებულ წამლებს. თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების შეხამება – ბუნებრივი კომბინაციაა, რომელიც ფუტკრის ოჯახშიც ხშირად გამოიყენება. ფუტკრები თავიანთ შვილებს თაფლისა და ყვავილის მტვრის ან ჭეოს ნაზავით კვებავენ.
თაფლი თავისი ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული ყვავილის მტვრის, ჭეოსა და ფუტკრის სადედე რძის სასარგებლო თვისებები. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში ფუტკრის რძე სასარგებლო თვისებებს  მხოლოდ რამოდენიმე საათი ინარჩუნებს, ხოლო თაფლთან კომბინაციაში ერთი წლის განმავლობაში.
„ტენტორიუმის“ თაფლის კომპოზიციების საფუძველი ნატურალური თაფლია, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა და სხვ.), ცილებს, ლიპიდებს, ამინომჟავებს, მნიშვნელოვან ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს და ვიტამინებს. თაფლის კომპოზიციები ეს არის იდეალური და სრულად  შეთვისებადი საკვები პროდუქტი, რომელშიც შენარჩუნებულია ნატურალური პროდუქტების ყველა სასარგებლო თვისება. „ტენტორიუმის“ თაფლის კომპოზიციების შესაქმნელად გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგია, ყოველგვარი სითბური დამუშავების გარეშე. 

Copy link
Powered by Social Snap