fbpx
loader image

ყვავილოვანი თაფლი წარმოადგენს სხვადასხვა მცენარეებისგან მიღებულ თაფლს. გამოირჩევა არაჩვეულებრივი სურნელით და გემოთი. ყვავილოვან თაფლს გააჩნია მდიდარი, ნაჯერი და მრავალფეროვანი გემო და სურნელი. ყვავილოვანი თაფლი აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

მეტის ნახვა

წვრილფოთლოვანი ცაცხვი იძლევა ღია ფერის თაფლს, სასიამოვნო გემოთი და სურნელით. კრისტალიზებული ცაცხვის თაფლი თეთრი ან ღია კრემისფერია, გამოირჩევა ნაზი გემოთი.ცაცხვის თაფლს ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული აქტიურობა და გაციების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.

მეტის ნახვა

სამეფოს თაფლი  ძალზე იშვიათად გვხვდება, ანგელოზას თაფლი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ანგელოზას თაფლს ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი, მატონიზირებელი, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მახსოვრობას და შრომიუნარიანობას.

მეტის ნახვა

წიწიბურას ყვავილისგან მიღებულ თაფლში ბევრია ცილა, ნახშირწყლები, ლიპიდები, რკინა, კალციუმი, ბორი, თუთია, იოდი, ფოსფორი, თუთია, კობალტი, აგრეთვე B1, В2, РР ვიტამინები. წიწიბურას თაფლს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ოდნავ მომწარო გემო და სასიამოვნო სურნელი. ამ თვისებების წყალობით ის არც ერთ სხვა თაფლში არ აგერევათ.

მეტის ნახვა

წაბლის თაფლი მუქი ფერისაა, აქვს მხოლოდ მიდთვის დამახასიათებელი უნიკალური მომწარო-მოტკბო გემო. ის ნელა კრისტალიზდება (შაქრდება). ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი წაბლის თაფლი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ცნობილია თავისი ანტიმიკრობული, ბაქტერიოციდული და ანტისეპტიკური თვისებებით.

მეტის ნახვა

მზესუმზირას თაფლი გამოირჩევა მსუბუქი სასიამოვნო სურნელით, ნაზი გემოთი და ყვითელი, ოქროსფერი ან ღია ქარვისფერი შეფერილობით. მზესუმზირას თაფლი ძალზე სწრაფად კრისტალიზდება. კრისტალიზებული თაფლი კარაქს მოგვაგონებს. მზესუმზირას თაფლი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახასიათებს სპაზმოლიტიკური მოქმედება.

მეტის ნახვა

„ტენტორიუმის“ კოლექციაში შემავალი ბორტის თაფლი შექმნილია ადამიანის ჩარევის გარეშე, ხის ფუღუროებში  – ბორტებში – მობინადრე ფუტკრების მიერ.
მოპოვების თავისებურების გამო ბორტის თაფლს გააჩნია უნიკალური თვისებები. ის მოიპოვება ბორტებში, რომლებიც მდებარეობენ უღრანი ტყის მასივებში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, როცა თაფლი უკვე მომწიფებულია, მეფუტკრეები პირდაპირ ფიჭებიანად იღებენ მას ბორტიდან.

მეტის ნახვა

ყვავილოვანი თაფლი წარმოადგენს სხვადასხვა მცენარეებისგან მიღებულ თაფლს. როგორც წესი, ფუტკრის ოჯახი ნექტარს რამოდენიმე მცენარისგან ერთდროულად აგროვებს. ყვავილოვან თაფლს აქვს მდიდარი, გაჯერებული და მრავალფეროვანი გემო და სურნელი. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები.

მეტის ნახვა
Copy link
Powered by Social Snap