loader image
ვიტამინების ნაკლებობა Previous item გაუფრთხილდით მხედველობას

ვიტამინების ნაკლებობა

ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მიღება. ისინი წარმოადგენენ ორგანულ ნაერთებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა თვისებები და გამოირჩევიან მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. ვიტამინების  სახეობა ან ჯგუფი ასრულებს გარკვეულ ფუნქციას და პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თითოეული მოქმედებს მისთვის განკუთვნილ „უბანზე“. თუნდაც ერთერთის დეფიციტის დროს  იწყება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვიტამინების დეფიციტს ჰიპოვიტამინოზი, ხოლო რომელიმე ვიტამინის არარსებობას კი ავიტამინოზი ეწოდება. ექიმთა განმარტებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცალკეული ვიტამინის ნაკლებობა ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს. მაგალითად,  A ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის და მზერის სიმახვილესთვის,  B ჯგუფის ვიტამინები საჭიროა ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, D ვიტამინი უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას და აღდგენას. მიკროელემენტებიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ჰიპოვიტამინოზი შესაძლებელია განვითარდეს საკვებთან ერთად ვიტამინების შემცირებული რაოდენობით მიღების დროს. მაგალითად, გასახდომი დიეტის, ერთფეროვანი საკვების  მიღების  შემთხვევაში ვითარდება C, B ჯგუფის, PP და A ვიტამინების დეფიციტი. ვიტამინების დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა დაავადებების დროს, მაგალითად, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს და მედიკამენტების გამოყენების დროს. ხშირია ჰიპოვიტამინოზის განვითარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, როდესაც დარღვეულია მათი შეწოვა. ამ შემთხვევაში ჰიპოვიტამინოზის მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის დაავადებები, განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობით გამოწვეულები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები.

როგორ გავამდიდროთ ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებით

ძირითადად ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებს საკვებთან ერთად ღებულობს. მცენარეული საკვები უფრო მდიდარია ვიტამინებით – თხილეული, ბოსტნეული, მწვანილი, სალათის ფოთლები, ხილი, თუმცა ცხოველურ საკვებშიც არის გარკვეული ვიტამინების რაოდენობა, მაგ: რძეში, თევზეულში, ყველში, ხაჭოში, კარაქში. იდეალურ შემთხვევაში ადამიანი მისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს უნდა იღებდეს დაბალანსებული საკვებით, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტები, კერძოდ, ყვავილის მტვერი, ბუნებრივად მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, რომელიც ზუსტად ისეთი დოზებითაა წარმოდგენილი, როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის. სინთეზური ვიტამინებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეწოვის დაბალი პროცენტი აქვთ, ყვავილის მტვერში შემავალი ვიტამინები სრულად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. კვლევებით დადასტურებულია, რომ ის ბავშვები, ვინც რეგულარულად იღებენ ფუტკრის ფეხგუნდას უკეთესად სწავლობენ, ვითარდებიან, უფრო სწრაფად იმახსოვრებენ სასწავლო მასალას და იშვიათად ავადობენ. 

ფუტკრის პროდუქტები ნატურალური ვიტამინების სრულყოფილი წყარო

ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის შესავსებად საუკეთესოა ტენტორიუმის აპიპროდუქტები, რომელთა შემადგენლობა ბუნებრივად მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინური კომპლექსით და მინერალური ნივთიერებით.
დრაჟე „აპი-სპირა“ რომელიც ყვავილის მტვერისა და წყალმცენარე სპირულინას უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს. დრაჟე ბუნებრივად შეიცავს А, В ჯგუფის, С, D და Е ვიტამინებს, ასევე მდიდარია ისეთი  მნიშვნელოვან მიკროელემენტებით, როგორიცაა იოდი, კალციუმი,  მაგნიუმი, რკინა, თუთია, სელენი და სხვ. 
ვიტამინებით და მიკროელემენტებით ბუნებრივად მდიდარია ყვავილის მტვრის შემცველი თაფლის კომპოზიცია „პოლიანკა“. იგი ოპტიმალური რაოდენობით  შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების უმდიდრეს ნაკრებს – ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ფერმენტებს, ბიოფლავონოიდებს. „პოლიანკა“, ამავდროულად, დაარეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმს დაიცავს ინფექციებისგან. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, აძლიერებს მახსოვრობას, საუკეთესოა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების, გონებაგაფანტულობის დროს.                                                                          

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ვიტამინების ნაკლებობა" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap