loader image

დღის მკვებავი კრემი

აქტიური კომპონენტები:  მწყრის კვერცხის გულისგან მიღებული ნივთიერება ოვოტელე (Ovotelle), თაფლი, ყვავილის მტვრის ექსტრაქტი, ხენდროს ექსტრაქტი, ვიტამინები B3, B5, C, E, B6, ნუშისა და ხორბლის ღივების ზეთი, შის ხის კარაქი.

კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა და შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მაკიაჟის ბაზა. კრემში შემავალი თაფლის, ყვავილის მტვრისა და ხენდროს ექსტრაქტები კვებავენ, ამშვიდებენ და არბილებენ სახის კანს.
მდიდარი ვიტამინური კომპლექსი (B3, B5, C, E, B6) კვებავს კანს, ხოლო შის ხის კარაქი, ნუშის და ხორბლის ღივების ზეთები სახის კანს ამდიდრებენ ვიტამინებით და მიკროელემენტებით. კრემის თხევადკრისტალური სტრუქტურა იმეორებს კანის ლიპიდურ ბარიერს და უზრუნველყოფს კანში ტენისა და აქტიური კომპონენტების შეღწევას.
ინოვაციური კომპონენტი Ovotelle, რომელიც მწყრის კვერცხის გულისგან ცივი ექსტრაქციითაა მიღებული უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, ღრმად აღწევს ეპიდერმისში, ებრძვის კანის დაბერების პირველსავე ნიშნებს, ამაღლებს მის ელასტიკურობას. Ovotelle-ს მაღალი დამატენიანებელი თვისებები კლინიკურად არის დადასტურებული.
კრემში შემავალი მზის სხივებისგან დამცავი ფილტრები კანზე წარმოქმნიან დამცავ აპკს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების მთელ სპექტრს ნაწილობრივ აირეკლავს და  გაფანტავს.

გამოყენების წესი: დილას ან დღისით თხელ ფენად წავისვათ გასუფთავებულ სახეზე და კისერზე (თვალის კონტურის გარდა).

ფასი: 45 მლ – 30 ლ

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap