loader image

დღის დამატენიანებელი კრემი

შემადგენლობა: ოვოტელე (Ovotelle), პროპოლისისა და თაფლის ექსტრაქტები, ჰიალურონის მჟავა, შის ხის კარაქი და მაკადამიის ზეთი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, პანთენოლი, წყალში ხსნადი ქიტოზანი.

პროპოლისის და თაფლის ექსტრაქტები უზრუნველყოფენ კანის იდეალურ დატენიანებას, ხსნიან გაღიზიანებას, ააქტიურებენ კანის დამცავ მექანიზმებს. ჰიალურონის მჟავა  შიგნიდან აკავებს ტენს და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, შედეგად ამაღლებს კანის სიმკვრივეს. ქიტოზანი კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, სახეს იცავს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან, აფერხებს კანის გამოშრობას. მაკადამიის ზეთი და შის ხის კარაქი აღადგენენ და ამშვიდებენ სახის კანს. მწვანე ჩაის ექსტრაქტი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. პანთენოლი არბილებს, აღადგენს და აახალგაზრდავებს კანს. 
კრემი  შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტ Ovotelle-ს, რომელიც ღრმად აღწევს ეპიდერმისში და უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას. Ovotelle-ს მაღალი დამატენიანებელი თვისებები დადასტურებულია კლინიკური გამოკვლევებით.
ყოველდღიური გამოყენების ნატურალური კომპონენტებით მდიდარი კოსმეტიკური პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს და სხვა აგრესიულ კონსერვანტებს. „თხევადი კრისტალების“ სტრუქტურა თავისი აგებულებით იმეორებს კანის ლიპიდურ ბარიერს და დამატებით უზრუნველყოფს კანის დატენიანების პროლონგირებას (გახანგრძლივებას).
კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა და შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მაკიაჟის ბაზა. 

გამოყენების წესი: დილას ან დღისით თხელ ფენად წავისვათ გასუფთავებულ სახეზე და კისერზე (თვალის კონტურის გარდა).

ფასი: 45 მლ – 30 ლ

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap