loader image

„ტენტორიუმ პლიუსი“ სრულფასოვანი მულტივიტამინური კომპლექსია. შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მიკროელემენტს, ფერმენტს, ნუკლეინის მჟავებსა და ამინომჟავებს. დრაჟე აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, აფერხებს დაბერების პროცესებს, აქვს ანტისტრესული და დამამშვიდებელი მოქმედება

მეტის ნახვა

დრაჟეს ძირითადი აქტიური კომპონენტია ჭეო, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით (გლუკოზითა და ფრუქტოზით), ამინომჟავებით, A, E და B ჯგუფის ვიტამინებით, ფერმენტებითა და რძემჟავა დუღილის შედეგად მიღებული მაღალი ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებებით. ჭეო ახდენს პროტეინების სინთეზის სტიმულირებას, მძლავრი ბუნებრივი ანაბოლიკია.

მეტის ნახვა

მამალი ფუტკრების ჰომოგენატი ადვილად შეთვისებადი პროტეინებისა და ამინომჟავების უმდიდრესი წყაროა. ბუნებრივად შეიცავს ვიტამინებს, ფერმენტებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, ფიტოსტერინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. დრაჟეს გამოყენება უზრუნველყოფს ორგანიზმის ამტანობის, ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის ამაღლებას.

მეტის ნახვა

კედარის ნაყოფი შეიცავს A და B ჯგუფის ვიტამინებს, E ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას. აგრეთვე, ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, პროტეინებსა და მნიშვნელოვან მინერალურ ნივთიერებებს. დრაჟე უზრუნველყოფს ადამიანის მაღალი შრომისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებას, სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას, სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებას.

მეტის ნახვა

სამკურნალო მცენარეებითა და ფუტკრის პროდუქტებით გაჯერებული დრაჟე აღადგენს ზედა სასუნთქი გზების, ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციებს. დრაჟეში შემავალ კომპონენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და ამოსახველებელი მოქმედება-ზედა სასუნთქი გზები, ბრონქები და ფილტვები ბუნებრივად თავისუფლდებიან ნახველისგან.

მეტის ნახვა

სპეციალურად შერჩეული სამკურნალო მცენარეთა ნაკრები, თაფლი და პროპოლისი ყელის ტკივილის, ღრძილების პრობლემების დროს საყოველთაოდ აღიარებული საშუალებებია. მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ორგანიზმს დაეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსებს.

მეტის ნახვა

დრაჟეში ფიტოკომპონენტებისა და ფუტკრის პროდუქტების შეხამება უზრუნველყოფს ორგანიზმის დამცავი ფუნქციის გაძლიერებას, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას, მოქმედებს როგორც მძლავრი ანტიოქსიდანტი, ონკოპროტექტორი (ონკოლოგიური პროცესების პროფილაქტიკა), ჰეპატოპროტექტორი (ღვიძლის დაცვა) და იმუნომოდულატორი.

მეტის ნახვა

ამ პროდუქტის შემადგენლობა სრულიად უნიკალურია, დრაჟე დამზადებულია წყალმცენარე სპირულინასა და მეფუტკრეობის პროდუქტებისაგან. ფორმწარმომქმნელი ბირთვის სახით  გამოყენებულია ყვავილის მტვერი, რომელიც დაფარულია წყალმცენარე Spirulina platensis მიკროსფერული გარსით. დრაჟე განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, იოდით, კალციუმით და რკინით.

მეტის ნახვა

ამინომჟავების, მიკროელემენტების, ვიტამინების სასარგებლო და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების მდიდარი შემადგენლობა უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, მადის დაქვეითებას, ქმნის ბალასტის ეფექტს (ნაყროვანების შეგრძნება), აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. წონის კორექციისთვის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა.

მეტის ნახვა

დრაჟე შეიცავს ფერმენტების კომპლექსს, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ პათოგენური ბაქტერიების ცვილისებრი გარსის დაშლა. ასევე შეიცავს ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას. დრაჟეს ხანგრძლივი მიღება უზრუნველყოფს ადამიანის სასუნთქი სისტემის ორგანოების (ფილტვების) ქსოვილების ფუნქციების აღდგენას.

მეტის ნახვა

დრაჟე „სორბუსის“ მოქმედება განპირობებულია უნიკალური ვიტამინური ფორმულით, „სორბუსი“ ბუნებრივად დიდი რაოდენობით შეიცავს С, Р, Е, К, РР ვიტამინებს, კაროტინს. თაფლით გაჟღენთილი წითელი ცირცელის კენკრა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაწევას სისხლში, არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

მეტის ნახვა

ადამიანი გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაციის 90%-ს მხედველობის მეშვეობით იღებს. ფერის აღქმაში რამოდენიმე პიგმენტი მონაწილეობს. მოცვის დრაჟე „ჩერნიკა“ მხედველობისთვის აუცილებელი ნივთიერებების – ლუთეინის, თუთიის, ბეტა-კაროტინის, A, C და E ვიტამინების კომპლექსია. დრაჟე აუმჯობესებს მხედველობას, კვებავს და იცავს თვალის ბადურას.

მეტის ნახვა

წითელი მოცვის კენკრას და ფოთლების ექსტრაქტს ბევრი სამკურნალო თვისებები გააჩნიათ, ამას დამატებული ყვავილის მტვრის მდიდარი ვიტამინო-მინერალური კომპლექსი, შედეგად ვღებულობთ დრაჟეს რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, მსუბუქი შარდმდენი, ანტიტოქსიკური მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს.

მეტის ნახვა

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap