loader image
დისბაქტერიოზი – ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა Previous item COVID-19 - ორგანიზმის აღდგენა Next item მახსოვრობის და ენერგიის...

დისბაქტერიოზი – ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა

რა არის დისბაქტერიოზი?

ადამიანის ნაწლავები დასახლებულია დიდი რაოდენობის მიკრობებით, მათ შორისაა „კარგები“, „ცუდები“ და „ნეიტრალურები“. „კარგი“ ანუ სასარგებლო მიკრობები- ბიფიდობაქტერიები, შეიძლება ითქვას ნამდვილი მეგობრებია. ისინი ხელს უწყობენ საკვების მონელებას, გვიცავენ ალერგიისგან, იცავენ იმუნიტეტს და, წარმოიდგინეთ, ამცირებენ ონკოლოგიური პროცესების განვითარების რისკს. ამავე დროს, თრგუნავენ „მტრებს“ – სტაფილოკოკებს, პროტეას, სტრეპტოკოკებს, კანდიდას სახეობის სოკოს. ამრიგად, საკვების სრულფასოვანი გადამუშავება და ორგანიზმის დაცვა შეუძლებელია ნაწლავური მიკრობების გარეშე.
ზოგჯერ ხდება, რომ გარე ფაქტორის მავნე ზემოქმედების შედეგად ბალანსი ირღვევა – „სასარგებლო“ ბაქტერიების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, ხოლო მავნე ბაქტერიები იწყებენ ნაწლავის დაპატრონებას – ამ დროს ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა ანუ დისბაქტერიოზი ეწოდება.

გამომწვევი მიზეზები
დისბაქტერიოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ, რომელიმე სხვა დაავადებების გამოვლინებაა. ეს მდგომარეობა შეიძლება ისეთი პათოლოგიების თანმდევი იყოს, როგორიცაა გასტრიტი, პანკრეატიტი და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების დაავადებები. შესაძლებელია, ეს იყოს გადატანილი ნაწლავური ინფექციის შედეგი ან შესაძლებელია, განვითარდეს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დისბაქტერიოზის განვითარების პროვოცირება შესაძლებელია გამოიწვიოს კვების რაციონის შეცვლამაც, მას ხშირად „მოგზაურთა დიარეას“ უწოდებენ.
დისბაქტერიოზზე ეჭვის მიტანა შეგვიძლია, როცა აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა, დიარეა, ღებინება, ალერგიული რეაქცია, თითქოს, უვნებელ პროდუქტებზე.

რა ხდება?

ნაწლავის დისბაქტერიოზის დროს სწრაფად მრავლდებიან პათოგენური ბაქტერიები და სოკოები, ხოლო სასარგებლო მიკროორგანიზმების რიცხვი მკვეთრად მცირდება, რაც, ბუნებრივია, საკვების მონელების დარღვევას იწვევს. თუ არ ვუმკურნალებთ ამ პროცესს, ნაწლავებში შესაძლებელია განვითარდეს ანთებითი დაავადებები (ენტერიტი, კოლიტი), ამით დაავადება უფრო მწვავდება. ხანგრძლივად მიმდინარე დისბაქტერიოზი იწვევს ვიტამინების, ლიპიდების, სხვა საჭირო ნივთიერებების შეწოვის დარღვევებს, რაც ანემიების, დისტროფიის მიზეზი ხდება. ბავშვებში დისბაქტერიოზი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შეიძლება ზრდაში ჩამორჩენის მიზეზიც კი გახდეს.

მკურნალობა

დისბაქტერიოზის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა. საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები. ამავე დროს ძალზე ეფექტური და უსაფრთხოა ფუტკრის პროდუქტების ჩართვა მკურნალობაში.

„ტენტორიუმი“ გთავაზობთ დისბაქტერიოზის მკურნალობას ფუტკრის პროდუქტების პროგრამული მიღების საშუალებით.
ბალზამი „ეი-პი-ვი“ –  პროპოლისის წყალხსნარი, რომელიც შეუცვლელია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.  კვლევებით დადასტურებულია, რომ პროპოლისის აქვს უნარი გააუვნებელყოს პათოგენური ანუ „მავნე“ მიკრობები, შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას მოხდეს ნაწლავის ბუნებრივი კოლონიზაცია (დასახლება) კეთილი ანუ სასარგებლო მიკროფლორით.
დრაჟე „ექსტრა-ბეფუნგინის“ მიღება რეკომენდებულია დისბაქტერიოზის დროს, რადგან დრაჟეში შემავალი კომპონენტები აღადგენენ და არეგულირებენ ნაწლავში მიკროფლორის სწორ ბალანსს, დადებითად მოქმედებენ მთლიანად საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ამაღლებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მოცემული პრობლემისთვის.
მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ჭეოს შემცვლელი პროდუქტის გამოყენება, რადგან ჭეო მიიღება რძე-მჟავა დუღილის შედეგად და საუცხოო პრებიოტიკია. ანუ ხელს უწყობს ნაწლავების კეთილგანწყობილი ბაქტერიებით კოლონიზაციას. ასეთი პროდუქტებია დრაჟე „ხლებინა“, ხოლო თუ პროცესი დიარეით მიმდინარეობს – დრაჟე „ჩერნიკა“და, ბოლოს, აპი-ხიტი”, რომელიც საუკეთესო ენტეროსორბენტია, გარდა ამისა, ასტიმულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. 

როგორ დავიცვათ თავი

პრობლემის სირთულიდან გამომდინარე მკურნალობა საჭიროებს ხანგრძლივ კურსს. მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ ხდება ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა. მიკროფლორის სრულყოფილი აღდგენისთვის და თანმდევი სიმპტომების სრული დარეგულირებისთვის საშუალოდ 3-6 თვეა საჭირო.

სამწუხაროდ პრობლემის ერთჯერადად მოგვარება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს დაავადება სამუდამოდ განიკურნა. ნაწლავური მიკროფლორა ძალზე მგრძნობიარეა გარემო მავნე ფაქტორებზე და ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ შევამციროთ დაავადების თავიდან განვითარების რისკი აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები: მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ანტიბიოტიკების მიღებისგან, დროულად ვუმკურნალოთ გაციებას და სეზონურ ვირუსულ ინფექციებს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებებს.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "დისბაქტერიოზი – ნაწლავური მიკროფლორის დარ..." A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap