fbpx
loader image
მასტოპათია – კვანძი, რომელიც გაშინებს Next item ცისტიტი

მასტოპათია – კვანძი, რომელიც გაშინებს

მასტოპათია სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებაა ქალებში. მასტოპათია ორ ჯგუფად – დიფუზურ და კვანძოვან მასტოპათიებად იყოფა. ამ უკანასკნელის დროს, ძუძუს ქსოვილში მკვეთრად შემოფარგლული, გამკვრივებული კვანძები ჩნდება. ის საკმაოდ საშიშ დაავადებად მიიჩნევა, რადგან აქვს უნარი გადაიზარდოს ონკოლოგიურ პათოლოგიაში. ყველა შემთხვევაში, მასტოპათია ძუძუს კიბოს რისკს 3-6 ჯერ ზრდის. თავისთავად მასტოპათია არ წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს, მაგრამ ცხოვრების ხარისხზე მკვეთრად აისახება.

მასტოპათია სარძევე ჯირკვლის ტრადიციული დაავადებაა და უკვე 100 წელზე მეტია ცნობილია. ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია ყველაზე ხშირად გვხვდება 25-45 წლის ქალბატონებში, რაც სტატისტიკის თანახმად ქალბატონების 60-80%-ია.

მასტოპათიის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა გამკვრივებები ან კვანძები მკერდში, რომლებიც ხელით მკაფიოდ ისინჯება, ამიტომ ხშირად თავად ქალბატონები აღმოაჩენენ ხოლმე. შესაძლოა ამას თან ახლდეს მკერდში ტკივილის შეგრძნება, ან გამონადენი მკერდიდან, შესაძლოა სისხლნარევიც. შორსწასული დაავადების დროს, ტკივილის შეგრძნება მუდმივი ხასიათისაა, მკერდზე მცირედი შეხების დროსაც კი.
მართალია, არ არსებობს მედიკამენტები, რომელთა ეფექტურობაც მასტოპათიის დროს გარანტირებულია, თუმცა არსებობს ნატურალური საშუალებები, რომელთა სწორი და დროული გამოყენება, თავიდან აგვარიდებს ამ პრობლემას. ქირურგიული ჩარევა აუცილებელია მხოლოდ კვანძოვანი მასტოპათიის შორსწასული პროცესის დროს, ამიტომ, ეფექტური მკურნალობისთვის ყოველთვის უკეთესია ცვლილებები ორგანიზმში გამოვლენილი იქნას ადრეულ სტადიაზე მანამ, სანამ დაავადება იჩენს თავს. დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, წელიწადში ერთხელ აუცილებელია კონსულტაცია ექიმ-მამოლოგთან, გინეკოლოგთან ან ქირურგთან.

აღნიშული დაავადების კომპლექსური მკურნალობისას, ქალბატონებს ხშირად ურჩევენ მიიღონ მეფუტკრეობის პროდუქცია. კომპანია „ტენტორიუმს“ კი თავისი პროდუქციის ასორტიმენტში, მასტოპათიის სამკურნალო ეფექტური საშუალებები აქვს.

მასტოპათიის დროს რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:

  1. დრაჟე „ექსტრა – ბეფუნგინი“ – ეს არის არყის ხის სოკო ჩაგას ექსტრაქტის, კრაზანას, თაფლისა და პროპოლისის ნაზავი. დრაჟეში შემავალი კომპონენტები  შეიცავენ ისეთ სასარგებლო ელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, მოლიბდენი, სპილენძი და სხვა. აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და გამწოვი  მოქმედება. დრაჟე აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემებს და არის ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
  2. ბალზამი „პროდუქტი N3“ –  შეიცავს პროპოლისის კონცენტრირებულ ექსტრაქტსა და ნატიურ პროპოლისს. ბალზამში შემავალ ნივთიერებებს ახასიათებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ონკოპროტექტორული, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
  3. „აპი-ხიტი“ – შეიცავს დაბალმოლეკულურ ქიტოზან – აპიზანს, რომელსაც გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, აფერხებს ლიმფური გზით მეტასტაზირებას. აქვს გამწმენდი მოქმედება, გამოდევნის ტოქსინებს, მძიმე მეტალებს, ტოქსიკურ ნარჩენებს და თავისუფალ რადიკალებს.
  4. კრემი „აპი-ბიუსტი“-  მკურნალობის პროცესში ასევე სასურველია კრემ „აპი-ბიუსტით“ სარძევე ჯირკვლების დამუშავება. ეს კრემი მასტოპათიისა და მკერდის სხვა სიმსივნური დაავადებების ძალზე ეფექტური საპრევენციო საშუალებაა, რადგან მიკროდოზებით შეიცავს ფუტკრის შხამს, რომელიც ბოლო კვლევების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტიონკოლოგიური საშუალებაა. კრემი ხელს უწყობს გაწოვით პროცესებს, აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "მასტოპათია – კვანძი, რომელიც გაშინებს" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copy link
Powered by Social Snap