fbpx
loader image
გაუფრთხილდი  გულს Previous item როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას? Next item COVID-19 - ორგანიზმის აღდგენა

გაუფრთხილდი გულს

10 ფაქტი გულზე და სისხლძარღვებზე

10 ფაქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომელთა ცოდნა დაგვეხმარება დავიცვათ ის და ვიცხოვროთ დიდხანს.
მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, გულსისხლძარღვთა დაავადებები გავრცელებისა და სიკვდილიანობის მიხედვით პირველ ადგილზეა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შორის 60 %-ს კი არტერიული ჰიპერტონია და გულის იშემიური დაავადებები შეადგენს, 6% კი ინსულტებზე მოდის

  1. 150 წელი – ამდენი ხანი შეუძლია ჩვენ გულს სიცოცხლე.

2019 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა მთელი რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ გარკვიეს, რომ ადამიანის გულს შეუძლია იმუშაოს 150 წელი!
როგორ შევუნარჩუნოთ ჩვენს გულს ჯანმრთელობა? კარდიოლოგების აზრით, ფუტკრის პროდუქტებს შეუძლიათ მთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღება და მუშაობის გაუმჯობესება.

თაფლი, ჭეო, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), პროპოლისი, ცვილის ჩრჩილი, ფუტკრისებრთა ქიტოზანი, ფუტკრის შხამი, ფუტკრის რძე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადების – გულის იშემიის პრევენციას

2. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადების რეიტინგში 1-ლი ადგილი გულის იშემიას უკავია

თუ დაფიქრებულხართ რატომ გტკივათ გული? ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი – ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის უკმარისობაა. მაგნიუმი და კალიუმი ასტაბილურებს გულის რიტმს, ხელს უშლის სისხლძარღვებისა და გულის კუნთის სპაზმებს. ფუტკრის ჭეო და ყვავილის მტვერი ამ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის კომპლექსური გაჯანსაღებისთვის „ტენტორიუმმა“ ყვავილის მტვერისა და ჭეოს შემცველობით შექმნა პროდუქტების მთელი სერია. კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტს ეფექტურად აღმოფხვრის დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსი“ და თაფლის კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი“. ამ პროდუქტების მიღების შედეგად მიკროელემენტების დეფიციტი სწრაფად და ეფექტურად აღმოიფხვრება.

3. ინფარქტებისა და ინსულტების შედეგად სიკვდილიანობის 80 %-ით შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით.

საერთაშორისო ორგანიზაცია „გულის მსოფლიო ფედერაციის“ სპეციალისტები ამტკიცებენ: ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის მეშვეობით შესაძლებელია ინფარქტითა და ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 80%-ით შემცირება. ამიტომ, აუცილებელია დიდი დრო დავუთმოთ ფიზიკურ აქტიურობას. თუნდაც, ყოველდღიური 30 წუთიანი ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა საგრძნობლად შეამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, უჯრედები მდიდრდებიან ჟანგბადით, გულის კუნთი ძლიერდება.

სპეციალურად ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის გასაძლიერებლად ტენტორიუმმა შეიმუშავა შემდეგი პროდუქტები: დრაჟე „ბიაქტივი“, დრაჟე „ხლებინა“ და ბალზამი ასილი“.
იყავით ფიზიკურად აქტიურები, ამაში თქვენ „ტენტორიუმის“ პროდუქტები დაგეხმარებიან!

4. 25 გ თაფლის ყოველდღიური მიღება გულის უკმარისობის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

საინტერესოა, რომ გულისთვის და სისხლძარღვებისთვის ძალიან სასარგებლოა ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები. ისინი კვებავენ გულის კუნთს და ამაღლებენ ენერგეტიკულ პოტენციალს. 25 გ თაფლის ყოველდღიური მიღება – გულის უკმარისობის შესანიშნავი პრევენციაა. თაფლი ხელს უწყობს პულსისა და არტერიული წნევის ნორმალიზებას. ტენტორიუმი თქვენ გთავაზობთ თაფლისა და თაფლის კომპოზიციების ფართო არჩევანს: ყვავილოვანი და ცაცხვის თაფლი, თაფლის კომპოზიციები „აპიტონუსი“, „პოლიანკა“ უზრუნველყოფენ გულის უკმარისობის პრევენციას.

გაანებივრეთ თქვენი თავი სასარგებლო ტკბილეულით!

5. ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი 30% ამცირებს იშემიის განვითარების რისკს.

სტატისტიკის მიხედვით, ინფარქტის განვითარების რისკი ორშაბათს უფრო მაღალია, ხოლო გულის შეტევების პიკი წინასაახალწლო პერიოდზე მოდის. ამის მიზეზი მაღალი ემოციური დაძაბულობაა. სტრესი ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფას, რომელიც სისხლძარღვების ჰიპერტენზიასა და სპაზმს იწვევს. გაიჯანსაღეთ თქვენი გული ვიტამინებით, რომლითაც მდიდარია ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი. ის შეიცავს თავისუფალი ამინომჟავების უმეტესობას, უმაღლეს ცხიმოვან მჟავებს და ათზე მეტ მიკროელემენტს, რომლებიც აუცილებელია გულის კვებისთვის. ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი მესამედით ამცირებს გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს.
ტენტორიუმი გთავაზობთ ცვილის ჩრჩილის შემცველ დრაჟეს „ფორმულა რას“, რომელიც სრულიად უნიკალურია თავისი შემადგენლობით.

უფრო ხშირად იმხიარულეთ – ეს სასარგებლოა!

6. ქიტოზანის მიღებისას 25%-ით მცირდება მავნე ქოლესტერინის დონე სისხლში.

ჯანმრთელობის გასამტკიცებლად აუცილებელია ქოლესტერინის დონე სისხლში ნორმის ფარგლებში იყოს. ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იღებდნენ ქიტოზანს, ქოლესტერინის დონე შეუმცირდა მეოთხედით, ანუ 25%-ით. ქიტოზანი ბოჭავს საკვებთან ერთად მიღებულ ცხიმებს, აფერხებს მათ შეწოვას და გამოდევნის ორგანიზმიდან, ამით ამცირებს ე.წ. „ცუდ“ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს.

მიიღეთ „ტენტორიუმის“ პროდუქტი „აპიხიტი“ და მალევე იგრძნობთ დადებით შედეგს.

7. გული ყოველდღიურად 10 000 ლიტრ სისხლს გადატუმბავს

ძნელი წარმოსადგენია, რომ გული ყოველდღიურად 10 000 ლიტრ სისხლს გადაისვრის გულიდან სისხლძარღვებში. ეს ძალზე სერიოზული დატვირთვაა! აუცილებელია ამ დატვირთვის შემსუბუქება, ამაში კი ფუტკრის რძე დაგვეხმარება, ტყუილად კი არ ეძახიან მას „სიცოცხლის ელექსირსა“ და „სამეფო ჟელეს“. ამინომჟავებით, ვიტამინებითა და ფერმენტებით გაჯერებული ფუტკრის რძე აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ის უზრუნველყოფს არტერიული წნევისა და სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებას, ამაგრებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, აფერხებს მათზე ქოლესტერინის დალექვასა და ტრომბების წარმოქმნას.
ტენტორიუმის ფუტკრის რძის შემცველი პროდუქტები „აპიტოკი“, „აპიტონუსი“ საუკეთესოა ჩვენი გულისთვის.  

8. ფლავონოიდები 50% ამცირებენ იშემიისგან და ინსულტისგან სიკვდილის რისკს.

იზრუნეთ სისხლძარღვების სისუფთავეზე! ფინეთსა და ნორვეგიაში ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ შუახნისა და უფროსი ასაკის ადამიანებში ფლავონოიდების მიღება 50%-ით ამცირებს იშემიისგან და ინსულტისგან სიკვდილიანობას. მათ შორისაა ანტოციანი – ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას და აფერხებს ინსულტების განვითარებას. ფლავონოიდებს დიდი რაოდენობით შეიცავს „ტენტორიუმის“ პროპოლისის შემცველი პროდუქტები, განსაკუთრებით „პროდუქტ N3“.

9. პროპოლისი 75%-ით ამცირებს ტრომბების განვითარების რისკს

პროპოლისის კიდევ ერთი საოცარი თვისება – ათხელებს სისხლს და აფერხებს ტრომბების წარმოქმნას. სისხლძარღვების კედლები უფრო ელასტიკური ხდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, შესაბამისად მცირდება ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების რისკი. ესეც დადასტურებული იქნა მეცნიერების მიერ. კვლევისთვის მათ გამოიყენეს პროპოლისის წყალხსნარი, რომელმაც კვლევებში აჩვენა, რომ ტრომბოციტების აგრეგაცია 75%-ით შემცირდა. აგრეგაცია – ეს არის ტრომბოციტების შეწებების პროცესი, რომლის შედეგად ხდება ტრომბის წარმოქმნა. ტრომბოციტების რაოდენობაზე პროპოლისი არავითარ გავლენას არ ახდენს, ანუ არ ცვლის სისხლის ფორმულას, თუმცა ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას.
სისხლის ნორმალური მიმოქცევისთვის გთავაზობთ ბალზამებს „ეი-პი-ვი“სა და „პროდუქტ N3“-ს.  

დაიცავით გული და სისხლძარღვები ტრომბოზებისგან!

10. ანტიოქსიდანტები 20% ახანგრძლივებენ სიცოცხლეს!

ამერიკელმა მკვლევარებმა ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერებებზე ცდების ჩატარების დროს ძალზე საინტერესო შედეგები მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტები 20%-ით ანელებენ დაბერების პროცესებს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ფუტკრის პროდუქტები მძლავრი ანტიოქსიდანტებია. ისინი იცავენ თავის ტვინის უჯრედებს სტრესისგან და ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს (ორგანიზმის დაბერების ძირითად მიზეზს). „ტენტორიუმის“ აპიფიტოპროდუქტები აახალგაზრდავებენ ორგანიზმს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "გაუფრთხილდი გულს" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copy link
Powered by Social Snap