loader image
გაუფრთხილდით მხედველობას Previous item ფრთხილად - საშიში ვირუსები! Next item ვიტამინების ნაკლებობა

გაუფრთხილდით მხედველობას

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ხელოვნური განათების შუქზე კითხვა, გენეტიკური მემკვიდრეობა – ეს ყველაფერი, და არა მარტო, ძალიან უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.

სტატისტიკაც საკმაოდ საგანგაშოა – ყოველ მესამე ადამიანს მხედველობის პრობლემა აწუხებს. მათგან უმეტესობას ეს პრობლემები ბავშვობის ასაკში აღენიშნება.

ოფთალმოლოგიაში აპიფიტოპროდუქციას უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, დღესაც აპიფიტოპროდუქტები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ აქტუალურია. მხედველობის აღდგენასა და თვალის გაჯანსაღებაში დასახმარებლად შეუცვლელია კომპანია ტენტორიუმის მიერ წარმოებული მოცვის დრაჟე „ჩერნიკა“.

დრაჟე „ჩერნიკა“ სრულად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების ყოველდღიურ მოთხოვნილებას, აძლიერებს იმუნიტეტს. ცნობილია, რომ ფერის აღქმის პროცესში რამდენიმე პიგმენტი მონაწილეობს. მოცვის დრაჟე „ჩერნიკა“ ეს არის მხედველობისთვის აუცილებელი პიგმენტების, მოცვის ანტოციანებისა და ჭეოს ბეტა-კაროტინის კომპლექსი. მოცვის  სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია, შესაბამისად მასზე დამზადებულ პრეპარატებს აფთიაქში ხშირად შეხვდებით. მეტიც, შესაძლოა ერთ დახლზე, რამდენიმე დასახელების მოცვის სამკურნალო საშუალებაც კი ჰქონდეთ. თუმცა, სასურველი სამკურნალო ეფექტით ყველა როდი გამოირჩევა. მეცნიერები ძალიან მალე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოცვის უნიკალურობას კიდევ უფრო სრულყოფდა ფუტკრის პროდუქტები და რაც მთავარია  არავითარი გვერდითი მოვლენები.

ტენტორიუმის მოცვის დრაჟე „ჩერნიკა“ ნატურალური პროდუქტია, და ზოგადად ორგანიზმის გამაჯანსაღებელი უნარი გააჩნია. წარმოიდგინეთ, ერთი ქილა დრაჟე „ჩერნიკას“ წარმოებისთვის, რომელიც 300 გრამს იწონის, საჭიროა მინიმუმ 10 კგ ახალი მოცვის მარცვალი. დრაჟე „ჩერნიკაში“ სრულად არის შენარჩუნებული ტყის კენკრის ყველა სასარგებლო თვისება, რომელსაც ნატურალური თაფლისა და ჭეოს (ფუტკრის პურის) უნიკალური შემადგენლობა კიდევ უფრო ამდიდრებს. მოცვის მარცვლებს აქვთ უნარი გააძლიერონ მხედველობა, აამაღლონ მზერის სიმახვილე, გაათავისუფლონ თვალი დაღლილობისგან კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის ან ტელევიზორის ყურების შემდეგ, გააუმჯობესონ სიბნელესთან ადაპტირება.

დრაჟეს მიღება მიზანშეწონილია დაბალი იმუნიტეტის შემთხვევაშიც, როცა მხედველობის დაქვეითების ალბათობა დიდია. თაფლი და ჭეო ერთგვარი გზამკვლევია მოცვისთვის ადამიანის ორგანიზმში და სწორედ დანიშნულების ადგილისკენ მიმართავენ მის სამკურნალო თვისებებს. ასე რომ, დრაჟე „ჩერნიკა“ საუკეთესოა ყველასთვის, ვინც საკუთარ მხედველობას უფრთხილდება. რაც მთავარია, ტენტორიუმის „ჩერნიკა“ არ იწვევს ყაბზობას რადგან ის ჭეოსთან ერთად არის კომბინირებული.

მხედველობაზე საკმაოდ ხშირად გავლენას ახდენს თვალის ალერგიული დაზიანება, ალერგიული კონიუნქტივიტი. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს, როგორც სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები, ასევე მტვერი, ან შინაური ცხოველების ბეწვი. ამ პრობლემის მოგვარებაში „ეი-პი-ვი“ დაგეხმარებათ. პროპოლისის წყალხსნარი „ეი-პი-ვი“ ასუფთავებს თვალს, აგვარებს ანთებით პროცესებს და უზრუნველყოფს თვალის კუნთებისა და სისხლძარღვების კვებას, იცავს თვალს გადაღლისგან, აუმჯობესებს მხედველობას. შეიცავს მაღალხარისხოვან პროპოლისს, რომელიც გახსნილია ვერცხლით ბიდისტილირებულ, შუნგირებულ წყალში. გლაუკომა და კატარაქტა თვალის საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, რთულია ავადმყოფობას ექიმის, უფრო ზუსტად კი ქირურგიული ჩარევის გარეშე გაართვა თავი, მაგრამ შეგვიძლია ამ დაავადებებისგან თავი პრევენციით დავიცვათ, რაშიც მოცვის დრაჟე „ჩერნიკა“ და „ეი-პი-ვი“-ს წვეთები დაგვეხმარება.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "გაუფრთხილდით მხედველობას" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap