fbpx
loader image
გარემოს დაბინძურება და რადიაციის საფრთხე Previous item ცელულიტი - ჭარბი წონა Next item მასტოპათია - კვანძი...

გარემოს დაბინძურება და რადიაციის საფრთხე

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც  კაცობრიობის წინაშე დგას გლობალური დაბინძურება ანუ ცუდი ეკოლოგიაა. ბოლო დროს გამოქვეყნებული ყველა კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ეკოლოგიური საფრთხეებიდან განსაკუთრებით საშიშია რადიაციული დაბინძურება. ნებისმიერი რადიაცია იწვევს მუტაციებსა და ონკოდაავადებებს, თუნდაც ეს იყოს ე.წ. „ფონური გამოსხივება“. „ფონური რადიაცია“ უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა ამის მიუხედავად მთელ მსოფლიოში იზრდება კიბოთი დაავადება.  საიდან ჩნდება ეს გამოსხივება? აღმოჩნდა რომ ჩვენი პლანეტა სავსეა გამოსხივების წყაროებით: სახლები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მცირედ, მაგრამ მაინც ასხივებენ მათში გამოყენებული საშენი მასალიდან. მზის გამოსხივება – ესეც რადიაციაა, აგრეთვე, არსებობს კოსმოსური გამოსხივებაც. ატმოსფერო, რომელიც გარს აკრავს დედამიწას გარკვეულწილად გვიცავს ამ გამოსხივებისგან, მაგრამ არა ბოლომდე, დედამიწის ნაპრალებიდან აღწევს რადიაციული რადონი, ის არის წყლის შემადგენლობაშიც და ბუნებრივ აირშიც. აგრეთვე გამოსხივების მატარებელია სამედიცინო ხელსაწყოები (რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფი) და კიდევ საყოფაცხოვრებო აპარატურა (სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტი, ტელევიზორები, მაცივრები, უთოებიც კი). ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად მატულობს ონკოლოგიური დაავადებები?! რადიაციულ გამოსხივებას შეუძლია დაგროვდეს ორგანიზმში, ამიტომ რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო მეტი შანსდი აქვს დაავადდეს ონკოლოგიით, თუმცა ბავშვებშიც საკმაოდ ხშირია ონკოლოგია.

გლობალური დაბინძურება და რადიაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს.
დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი, შესაბამისად ამ ნიადაგზე მოყვანილი პროდუქტები.
დაბინძურებული გარემო მავნე ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამ დროს სუსტდება და ნადგურდება იმუნური სისტემა და ორგანიზმი ადვილად შესაღწევი ხდება სხვადასხვა დაავადებებისთვის, მაგალითად, ინფექციური, ონკოლოგიური, ალერგიული და აუტოიმუნური და სხვა.
ადამიანის ორგანიზმზე მოქმედმა მაიონიზებელი რადიაციის მაღალმა დოზებმა ყველაზე ხშირად შესაძლოა გამოიწვიოს ძვლის ტვინისა და კუჭ-ნაწლავის დაზიანება, ე.წ. მწვავე სხივური დაავადება, რომელიც სისხლის უჯრედების წარმოქმნის დათრგუნვითა და კუჭ-ნაწლავის ორგანოების ლორწოვანის დაზიანებით მიმდინარეობს. ზედმეტად მაღალი დოზით დასხივების შემთხვევაში აგრეთვე მოსალოდნელია გულისა და სისხლძარღვების (კარდიოვასკულური სისტემის), თავის ტვინისა და კანის დაზიანებები. მაიონიზებელ რადიაციას შეუძლია აგრეთვე, სიმსივნური დაავადებების რისკის გაზრდა და გენეტიკური დარღვევების პროვოცირება დასხივებული პირების შთამომავლობაში, რამეთუ დამაზიანებელ გავლენას ახდენს კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდებზე.

განსაკუთრებით საშიშია ცუდი ეკოლოგიისა და რადიაციის გავლენა ბავშვებზე და ორსულებზე. იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ცუდ ეკოლოგიასა და რადიაციას, თავი დავიცვათ ამ მიზეზით გამოწვეული საშიში დაავადებებისგან აუცილებელია ავიმაღლოთ იმუნიტეტი, სწორად ვიკვებოთ, მივიღოთ ქიტოზანიანი პროდუქტები და დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ევოლუციის პროცესში ფუტკრებმა გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად განსაკუთრებული მექანიზმები გამოიმუშავეს. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს წარმოადგენს გარეგანი საფარი – კუტიკულა. კუტიკულას შემადგენლობაში შედის სხვადასხვა კომპონენტები, ერთ-ერთი მათგანია – ქიტინი.
ქიტინისგან ფერმენტების მეშვეობით მიიღება ქიტოზანი, რომელიც აგებულებით ცელულოზას მსგავს წრფივ მოლეკულას წარმოადგენს.
ქიტინი 1811 წელს ანრი ბრაკონოს მიერ იქნა აღმოჩენილი. ხოლო მეცნიერება ქიტინოლოგია, რომელიც ქიტინის თვისებებს შეისწავლის, წარმოიქმნა 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე.
ქიტინისა და ქიტოზანის უნიკალური თვისებების  შესახებ დიდი ხანია რაც ცნობილია. ჯერ კიდევ 60-იან წლებში, მთელ რიგ კვლევით ინსტიტუტებში ტარდებოდა საიდუმლო კვლევები ანტისხივური პრეპარატების შესაქმნელად. ამ პრეპარატების დანიშნულება იყო ტექნოგენური კატასტროფების დროს ადამიანის ორგანიზმის მაქსიმალური დაცვა რადიაციის ზემოქმედებისგან.
ქიტოზანი წარმოადგენს საკვებ  ბოჭკოს, შინაგანად მიღებისას ორგანიზმი მას არ შეითვისებს, სამაგიეროდ ქიტოზანი ბოჭავს ტოქსინებს, ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას. უპრეცედენტო რადიოპროტექტორულ თვისებებთან ერთად ქიტოზანს აქვს თვისება შებოჭოს ზედმეტი ცხიმები და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
ტენტორიუმის უნიკალური პროდუქტი „აპიხიტი“ სწორედაც, რომ დაბალმოლეკულურ წყალში ხსნად ქიტოზანს შეიცავს. „აპიხიტი“ დაბალმოლეკულურ ქიტოზანთან ერთად სოჭის უჯრედულ წვენსაც შეიცავს. პროდუქტი ეფექტური ენტეროსორბენტია, ინტენსიურად გამოდევნის ორგანიზმიდან რადიონუკლიდებსა და მძიმე მეტალების მარილებს. ამის გარდა, გააჩნია შესანიშნავი საერთოგამაჯანსაღებელი მოქმედება და სასარგებლოა ნაწლავური მიკროფლორისთვის. „აპიხიტი“ შესანიშნავად უმკლავდება არამარტო რადიაციას, პროდუქტი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებები, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს, საუკეთესოა შაქრიანი დიაბეტის, ინსულტებისა და ინფარქტების პრევენციისთვის.
 ცნობილია, რომ არა მარტო აპიზანს, არამედ სხვა ფუტკრის პროდუქტებსაც (ყვავილის მტვერი, პროპოლისი) შეუძლიათ შეამსუბუქონ რადიაციის მავნე ზემოქმედება, შეამცირონ ორგანოების დაზიანების სიმძაფრე. გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და რადიაციისგან დასაცავად რეკომენდებულია დრაჟე „აპი-სპირა“. პროდუქტი შეიცავს ყვავილის მტვერსა და წყალმცენარე სპირულინას. დრაჟე აუვნებელყოფს ტოქსინებს, მძიმე მეტალებს, აძლიერებს ორგანიზმის დაცვას რადიაციული ფონისგან და თავისუფალი რადიკალებისგან, ამიტომ განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებისთვის რომლებიც მუშაობენ კომპიუტერზე ან  გამოსხივების სხვა წყაროებთან. დრაჟე „აპი-სპირა“ აგრეთვე, აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, შეუცვლელია სტრესების, დეპრესიების დროს, ასევე, ეკოლოგიურად დაბინძურებული ადგილების მაცხოვრებლებს.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც რეკომენდებულიაგარემოს მავნე ზემოქმედების დაზიანებისგა თავდასაცავად ეს არის დრაჟე „ექსტრაბეფუნგინი“ შეიცავს ორი უძლიერეს იმუნომოდულატორს: პროპოლისისსა და სოკო ჩაგას. ამ პროდუქტების ერთობლიობა ქმნის უძლიერეს ანტისიმსივნურ, იმუნომოდულატორულ პროდუქტს, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან. არის საუკეთესო პრევენცია იმ დაავადებების უმეტესობისგან, რასაც ცუდი ეკოლოგია და მათ შორის რადიაცია იწვევს.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "გარემოს დაბინძურება და რადიაციის საფრთხე" A few seconds ago

Add Comment

Leave a Reply

Copy link
Powered by Social Snap