loader image

აპიბალზამი – 1

შემადგენლობა: პროპოლისი, მცენარეული ცხიმი;

არსებობს უამრავი ისტორიული მტკიცებულებები, რომ პროპოლისი დიდი წარმატებით გამოიყენებოდა კანის ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ისტორიულ წყაროებში ყველაზე ხშირად მოხსენებულია პროპოლისის საფუძველზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები.
პროპოლისის იმუნოლოგიური, ანტიოქსიდანტური, ანთებსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული ეფექტები მცენარეულ ზეთთან კომპლექსში იძენს დამატებით სასარგებლო თვისებებს. ასეთი კომბინაციას გააჩნია ჭრილობის შემახორცებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, შეუძლია გაანეიტრალოს არასასიამოვნო სუნი და ქავილი, ქსოვილებში გააქტიუროს აღდგენითი პროცესები. პროპოლისი მცენარეულ ცხიმში არის კანის მოვლის შესანიშნავი საშუალება, ძალზედ ეფექტური კანის ნებისმიერი დაზიანების დროს.

თვისებები:

  • აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • ახასიათებს ანტიმიკოზური, ანტივირუსული აქტიურობა (განსაკუთრებით ეფექტურია ტუჩისა და სხეულის სხვა ნაწილების ჰერპესული გამონაყარის სამკურნალოდ).
  • ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
  • აჩქარებს აღდგენით პროცესებს, აქვს ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული რეგენერაციულ-რეპარაციული მოქმედება.
  • დადებითად მოქმედებს ცხვირხახისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსებზე.
  • აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.
  • აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
  • ამაღლებს იმუნიტეტს.

ჩვენებები :   

  • ლარინგიტის, ფარინგიტის, ტონზილიტის, ტრაქეიტის, ხანგრძლივი ხველების, ცხვირხახისსა და ყელის ლორწოვანის სიმშრალესთან დაკავშირებული სხვა დაავადებების დროს.
  • დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლებისა და ტროფიკული წყლულის მკურნალობა.
  • ბავშვებში რძიანას, სტომატიტის დროს პირის ღრუს დასამუშავებლად.
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული ინფექცია.
  • გაცივების დროს პერორალურად მიღება და ყელის დამუშავება.
  • ჰაიმორიტი, სურდო, ნებისმიერი ეთიოლოგიის რინიტი.
  • ეპიდემიის დროს ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა.
  • ყაბზობის დროს – პერორალურად (შინაგანად) – დიდებში:1 სუფრის კოვზი ერთ მიღებაზე, ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი დილა-საღამოს.
  • ბუასილის, პროსტატიტის მკურნალობისას სწორ ნაწლავში შეყვანა ერთჯერადი უნემსო შპრიცით (ვიტუს-ფაქტორთან ერთად).
  • კოლპიტების დროს ტამპონების სახით ვაგინალურად (კურსი 14 დღე).
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობისას ვაგინალურად ტამპონების სახით (მხოლოდ კოლპოსკოპიის შემდეგ)
  • კანის დაავადებების, გამონაყარის დროს – ბალზამის ადგილობრივად გამოყენება საფენების სახით.
  • ალერგიული მდგომარეობების დროს (ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სურდო და ა.შ. – ცხვირში ჩავიწვეთოთ 2-3 წვეთი 3-ჯერ დღეში)

გამოყენების წესი: 

ანთებითი პროცესების დროს: დიდებში – 1 ჩაის კოვზი დილას და საღამოს, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ბავშვებში:1/2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
რინიტების დროს: 2-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, ბავშვებში: 1-1 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.

კანის პრობლემების დროს: თხელი ფენა წავისვათ პრობლემურ ადგილზე 1–2–ჯერ დღეში, ზემოდან დავაფაროთ დოლბანდის საფენი.

ფასი: 100 მლ – 20
ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap