ვენის ვარიკოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ვენის ვარიკოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ვენები - სისხლძარღვებია, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისკენ.  ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ვარიკოზი - (varix - ლათინურიდან კვანძი) - ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაგანიერებას, კვანძების წარმოქმნას, ვენების კედლების გათხელებას. ვენების გაგანიერება და ელასტიკურობის დაკარგვა იწვევს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, შეშუპებებს, შესაძლებელია კრუნჩხვებიც.

არსებობს ვენების ვარიკოზული დაავადების სხვადასხვა ფორმები (ვარიკოცელე, კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება, ბუასილი და სხვა), მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. იგი გვხვდება  ქალების დაახლოებით 25% - ში და მამაკაცების 15% - ში.

ამ დაავადების დროს, ვენებზე ჩნდება ვარიკოზული კვანძები - გაფართოება, რომელიც სავსეა სისხლით. კვანძები ძირითადად განლაგებულია ფეხებზე, ყველაზე ხშირად ვენების ვარიკოზული დაავადებები ვლინდება წვივებზე, თუმცა ზოგჯერ აზიანებს მთელს ქვედა კიდურებს.

ვიზუალურად ეს დაავადება ხასიათდება ტერფებზე, წვივებზე და თეძოებზე გაფართოებული და დაკლაკნილი ვენებით. ვენების ვარიკოზი ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი - ეს არის ვენოზური სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურებში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. 

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზები:                                                            

  • თანდაყოლილი ან შეძენილი ვენის სარქველების უკმარისობა (ვენური უკმარისობა);
  • თანდაყოლილი ან შეძენილი ვენოზური კედლის სისუსტე;
  • პროფესიული მიზეზით შეძენილი დაავადება, რომელიც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომით ან ჯდომით;
  • ჰიპოდინამია (კუნთების სისუსტე);
  • ინტოქსიკაცია, ტრამვები, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
  • მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
  • სიმსუქნე;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ჰორმონალური დისბალანსი (ჰორმონალური ჩასახვისაწინააღდეგო აბების გამოყენება და სხვა);
  • ბრტყელტყერფიანობა;

ვარიკოზის დასამარცხებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მისი დიაგნოზისა და მკურნალობის დროულად დაწყება.

ვარიკოზის შორს წასული ფორმის მკურნალობა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხოლო დროულად დაწყებული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ ისეთ ზედმეტ პრობლემებს როგორიცაა დრო, ნერვები და ფინანსები.

გარდა ამისა, ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის დროულად დაწყებით, გაცილებით მეტია მაღალი კოსმეტიკური ეფექტის შანსი.

ტენტორიუმი გთავაზობთ ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად გაუმკლავდებიან ამ პრობლემას. ვენების ვარიკოზის დროს რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:

  1. „ვენატორიუმი“ - კაკაო-ველას, ფიჭვის ქერქისა და პროპოლისის ექსტრაქტების კომბინაცია უზრუნველყოფს ვენოზური სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. ამცირებს სისხლის სიბლანტეს, რითიც აფერხებს აფერხებს ტრომბების წარმოქმნას. ვენატორიუმის კაფსულებს აქვთ გამოხატული ვენომატონიზირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. აჯანსაღებს ვენებს. „ვენატორიუმი“ მდიდარია პოლიფენოლური ნაერთებითა და ორგანული მჟავებით, არის აბსოლუტურად ნატურალური და პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
  2. ფეხის გელი „ვენატორიუმი“ - გელში შემავალინიოსომალური კომპონენტი ტროქსერუტინი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ქვემო კიდურების ვენებში მიკროცირკულაციის უკმარისობის აღმოსაფხვრელად. ტროქსორუტინი ბიოფლავონოიდია, რომელსაც  P-ვიტამინურ აქტიურობასთან ერთად ახასიათებს ვენომატონიზირებელი, ანგიოპროტექტორული, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებები. კლინიკური კვლევებმა დაადასტურეს გელის გამოყენება ეფექტურია ვენების დაავადებების როგორც საწყის, ასევე გვიან სტადიებზეც. გელს გააჩნია მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ქვემო კიდურებში ამცირებს შეშუპებას, სიმძიმის შეგრძნებას, წვრილი სისხლძარღვების, კაპილარების, მსხვრევადობას.
  3. ბალზამი „აპი-ხიტი“ - დაბალმოლეკულური ქიტოზანია, რომელიც რომელიც ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს, აწესრიგებს სისხლის ლიპიდურ სპექტრს. აფერხებს თრომბის წარმოქმნას. „აპი-ხიტი“ აგრეთვე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის სისხლძრღვოვან სპაზმს.

ამ პროდუქტებით თქვენ არა მარტო მოახერხებთ ვარიკოზების პროფილაქტიკას, არამედ მკურნალობასაც.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები