ფრთხილად - საშიში ვირუსები!

ფრთხილად - საშიში ვირუსები!

ვირუსული ინფექციები - დაავადებების დიდი ჯგუფია, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და რომლის გამოწვევი პათოგენური ვირუსია.

ისტორიული ფაქტები

კაცობრიობისთვის ვირუსული ინფექციებზე, როგორც გადამდებ დაავადებებზე დიდი ხანია რაც ცნობილია. ტერმინი ვირუსი მედიცინაში მიკრობიოლოგმა მარტინ ბეიერნეკმა დაამკვიდრა, ის ლათინური სიტყვაა და შხამს ნიშნავს. მე-19 საუკუნეში, ბაქტერიების აღმოჩენის შემდეგ თვლიდნენ, რომ ვირუსები ძალზე პატარა ბაქტერიები იყვნენ, რომელთა დანახვა მიკროსკოპითაც კი შეუძლებელი იყო. ვირუსების დეტალური შესწავლა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპების გამოგონების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დღეს მეცნიერებისთვის ვირუსების 2000 სახეობაზე მეტია ცნობილი.

რა არის ვირუსი (ანუ შხამი)

ვირუსები უჯრედშიდა პარაზიტები არიან. ვირუსის ელიმინაციაზე (სრული განადგურებაზე) პასუხისმგებელი უჯრედული იმუნიტეტია. ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ძალზე მნიშვნელოვანია იმუნომოდულატორული თერაპია - ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება, რომ მოხდეს ვირუსის განადგურება დაზიანებულ უჯრედებთან ერთად. 
ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე გავრცელებულია მწვავე რესპირატორული ინფექციების ჯგუფი. მასში შედის გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვები. ეს ვირუსები ძირითადად აზიანებენ სასუნთქი გზებს, ვირუსების ტიპიური სიმპტომებია: უპირატესად მშრალი ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, ასევე შესაძლებელია თვალის სკლერების შეწითლება. როგორც წესი ვირუსულ ინფექციებს თან ახლავს ინტოქსიკაციური სინდრომის გამოვლინებები: მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი. სათანადო მკურნალობის არარსებობის, დაბალი იმუნიტეტისა და ქრონიკული პათოლოგიების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ისეთი საშიში გართულებები, როგორიცაა პნევმონია (ფილტვების ანთება), სინუსიტი, ფილტვის და ტვინის შეშუპება.
მედიკოსები ამტკიცებენ, გრიპებიდან განსაკუთრებით საშიშია ე.წ. „ღორის გრიპი“. რადგან ის ძალზე ხშირად იწვევს საკმაოდ არასასიამოვნო გართულებას პნევმონიას (ფილტვების ანთებას). მოცემული გრიპის შტამი  ძალზე ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის სუნთქვის სისტემაზე. ზიანდება ბრონქები და სასუნთქი გზები, შედეგად დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად სუნთქვა. ღორის გრიპის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, ხველება, ყელისა და თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ პირღებინება. თუმცა, შესაძლებელია სხვა სიმპტომატიკაც, რომელიც ჩვეულებრივი ვირუსების დროს ვლინდება. გრიპის მძიმე ფორმების განვითარების რისკ-ჯგუფში არიან :

-  5 წლამდე ბავშვები

-  65 წლის ასაკის ზემოთ

-  ორსულები

-  ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (სუნთქვითი პათოლოგიები, ონკოლოგიური ავადმყოფები, სისხლის, ღვიძლის, გამომყოფი სისტემის დაავადებები).

როგორ ვებრძოლოთ ვირუსს?

ყველა ექიმი აღიარებს, რომ  გრიპთან და სხვა რესპირატორულ ვირუსებთან ბრძოლა, როცა ჩათრეულია სასუნთქი სისტემა საკმაოდ რთულია.  ამიტომ საჭიროა გვახსოვდეს, რომ გრიპის პროფილაქტიკა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა. გრიპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა პნევმონია (ფილტვების ანთება).
როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, გრიპის ვირუსის სეზონური პიკი ჯერ წინა გვაქვს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებაში მდგომარეობს. სწორედ ჩვენი იმუნური სისტემის მდგომარეობა განაპირობებს გახდებით ავად თუ არა ამა თუ იმ ვირუსული ინფექციით. ორგანიზმის ვირუსებისადმი წინააღმდეგობის გასაძლიერებლად აუცილებელია სხეულის გაკაჟება, ასევე ფიზიოლოგიურად სრულყოფილი ცილებით და ვიტამინებით (А, С, В ჯგუფის) მდიდარი საკვების მიღება. ვირუსული ინფექციების საუკეთესო საპრევენციო საშუალებაა ფუტკრის ნატურალური პროდუქტები, განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს თაფლს, პროპოლისს და ყვავილის მტვერს.
კომპანია ტენტორიუმმა ყველაფრის გათვალისწინებით შეიმუშავა სრულიად უნიკალური ანტივირუსული პროგრამა, რომელიც შემდეგი პროდუქტებისგან შედგება:

1.    დრაჟე „ექსტრა-ლორი“საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცხვირხახა და პირის ღრუ ჰაერწვეთოვანი ინფექციების „კარიბჭეა“, ასე რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ ორგანოების დაცვა. ფუტკრის პროდუქტებითა და სამკურნალო მცენარეებით გაჯერებული დრაჟე უზრუნველყოფს პირის ღრუსა და ცვირხახაში სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს პირის ღრუსა და ცხვირხახაში, აფერხებს და ხელს უშლის ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებების განვითარებას. აქვს ანტისეპტიური მოქმედება, სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს ზედა სასუნთქ გზებში, ხელს უშლის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების განვითარებას.

2.    დრაჟე „ო-დე-ვიტი“- პროპოლისის, ყვავილის მტვერის და სამკურნალო მცენარეებისაგან შექმნილი დრაჟეა, რომელიც უშუალოდ ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების და ფილტვების პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. „ო-დე-ვიტი“ ამსუბუქებს ხველას, ათხიერებს ნახველს და საუკეთესო საშუალებაა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, გრიპის, ანგინების, ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

3.    ბალზამი „ეი-პი-ვი- პროპოლისის წყალხსნარია, რომელსაც ანტივირუსული, ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს, აფერხებს ინფექციური დაავადებების განვითარებას და აძლიერებს იმუნიტეტს. ბალზამში შემავალი კომპონენტები ამაღლებენ ორგანიზმის მდგრადობას ვირუსებისადმი და ბაქტერიებისადმი და ახასიათებთ ანტიმიკრობული თვისებები. ბალზამი არ შეიცავს სპირტს, ამიტომ ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებსა და სპორტსმენებში იმუნიტეტის ასამაღლებელი და ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავი საუკეთესო საშუალებაა.

4.    კრემი „რინო-ფაქტორი“- მძლავრი ბუნებრივი ანტისეპტიკია. კრემის მოქმედება განპირობებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის რეფლექსურ სტიმულირებით, რის შედეგადაც მკვეთრად იკლებს ლორწოს ზედმეტი სეკრეცია, ქრება ლორწოვანის შეშუპება. ახასიათებს გამოხატული ბაქტერიოციდული და ანტივირუსული მოქმედება, შეუცვლელია მწვავე ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში გამოცდილი „ტენტორიუმის“ აპიფიტოპროდუქტები საუკეთესო იმუნომოდულატორებია, რომლებიც ააქტიურებენ და იცავენ იმუნურ სისტემას და ამით ორგანიზმს ეხმარებიან ეფექტურად გაუმკლავდეს ან თავიდან აიცილოს ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ასევე აგვარიდოს ისეთი საშიში გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება, მენინგიტი და სხვ.
მიიღეთ ტენტორიუმის ანტივირუსული პროგრამა და იყავით დაცული წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში და პირობებში. გაიძლიერეთ იმუნიტეტი და დაიცავით მთელი ოჯახი ვირუსებისგან და მათ მიერ გამოწვეული დაავადებების გართულებისგან.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები