თაფლი „ტენტორიუმის“ საფუტკრეებიდან

თაფლი „ტენტორიუმის“ საფუტკრეებიდან

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ერების კულტურაში თაფლმა ბევრად უფრო დიდი აზრობრივი მნიშვნელობა შეიძინა და გასცდა მის პირველად დანიშნულებას. თაფლი აღარ არის მხოლოდ საკვები პროდუქტი, არამედ სხვადასხვა ერების ლიტერატურაში, რელიგიასა თუ ფოლკლორში, სიტკბოსა და ბედნიერების მნიშვნელობით გამოიყენება. 
სამწუხაროდ, ბაზარზე საკმაოდ ხშირად იყიდება ფალსიფიცირებული თაფლი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი მხოლოდ მაღალი ხარისხის თაფლის სასარგებლოდ გავაკეთოთ, რადგან მხოლოდ მას მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის.

კომპანია „ტენტორიუმი“ თაფლს მოიპოვებს დაცულ ტერიტორიაზე, ნაკრძალში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ტექნოლოგიის სრული დაცვით. მაღალკვალიფიციური ლაბორატორია ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში და ბუნებრივ პირობებში მოპოვებულ პროდუქტს წარმოების ყველა ეტაპზე ამოწმებს. შესაბამისად, „ტენტორიუმში“ გაკეთებული შენაძენი  გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენს კვების რაციონში, აბსოლუტურად ნატურალური, სუფთა, ჯანსაღი, სასარგებლო და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით წარმოებული პროდუქტი მოხვდება.

„ტენტორიუმის“  თაფლის კოლექცია მრავალფეროვანია როგორც გემოვნური,  ისე  სასარგებლო თვისებების მიხედვით. როგორც ცნობილია თაფლი არამარტო საუკეთესო საკვები პროდუქტია, არამედ მდიდარია სამკურნალო თვისებებით. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები, განისაზღვრება არა მხოლოდ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების დიდი ოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ააქტიურებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

„ტენტორიუმი“ სხვადასხვა დასახელების თაფლს გთავაზობთ:
ბორტის თაფლი - ნაკრძალში, ბორტებში მოპოვებული თაფლია. ბორტი - ხის ფუღუროში მოთავსებული სკაა, სადაც თაფლი ადამიანის ჩარევის გარეშე იქმნება. ეს არის თაფლი - კომპოზიტი, რომლის შემადგენლობაშიც მიკროდოზებით შედის ყვავილის მტვერიც, ჭეოც, პროპოლისიც, ცვილიც, ფუტკრის შხამიცა და ფუტკრის რძე.  შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლოა, რადგან მდიდარია ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილებით, ლიპიდებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ფერმენტებით. ბორტის თაფლი ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსის წყალობით ენერგიის წყაროა და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც იმუნიტეტის გაძლიერება და ტონუსის ამაღლება სურს. მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება.
კიდევ ერთი საინტერესო თაფლი „ტენტორიუმის” სკებიდან, არის  ე.წ. სამეფო, ანგელოზას თაფლი - თაფლის ეს სახეობა ბუნებაში ძალზე იშვიათად გვხვდება. მას სამეფო თაფლს უწოდებენ, რადგან განუმეორებელი გემოსა და უნიკალური გამაჯანსაღებელი თვისებების გამო ის სამეფო ოჯახების რაციონში შედიოდა. ანგელოზას თაფლი ნელა კრისტალიზდება, იგი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.  ანგელოზას თაფლს აქვს გამოხატული საკურნალო თვისებები, გამოირჩევა ფერმენტ დიასტაზის მაღალი შემცველობით. გამოირჩევა საერთო გამაჯანსაღებელი, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი თვისებებით.
იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და ინფექციებთან გასამკლავებლად საუკეთესოა ყვავილოვანი თაფლი, რომელიც „ტენტორიუმის“ კლასიკური თაფლია, ის გამოირჩევა განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი. ფიტონციდების (ბუნებრივი ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებები) მაღალი შემცველობის წყალობით მას ახასიათებს ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული  და გაციების საწინააღმდეგო აქტიურობა. 

ნებისმიერი სახეობის თაფლი „ტენტორიუმის“ კოლექციიდან წარმოადგენს თაფლის ხარისხის ეტალონსა და გარანტიას ეკოლოგიურობასა და წარმოშობის ბუნებრიობაზე.  
                             

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები