პირის ღრუს მოვლა ფუტკრის პროდუქტებით

პირის ღრუს მოვლა ფუტკრის პროდუქტებით

ლამაზი და ჯანმრთელი კბილები, ჯანსაღი სუნთქვა – ჩვენი თვითდაჯერებულობის და შესანიშნავი განწყობილების საფუძველია. კარიესი, ღრძილებიდან სისხლდენა, სტომატიტი, პაროდონტოზი, კბილის მწვავე ტკივილი - შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემების თავიდან აცილება, პრევენცია? ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი პირის ღრუს მოვლის საშუალებები. კომპანია „ტენტორიუმი“ გთავაზობთ უნიკალურ პირის ღრუს მოვლის სერიას, რომელთაც  საპროფილაქტიკო თვისებებთან ერთად  და აღენიშნებათ ძალზე ეფექტური სამკურნალო შედეგიც.

„ტენტორიუმის“ პირის ღრუს მოვლის საშუალებებია:

  1. ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული კბილის პასტა „აპიდენტი“  - შეიცავს პროპოლისისა და ყვავილის მტვრის საფუძველზე დამზადებულ ნატურალურ საპროფილაქტიკო კომპლექსს. ყვავილის მტვრისა და პროპოლისის შემცველი სპეციალური რეცეპტურა და უნიკალური გამწმენდი ბაზა უზრუნველყოფს კბილებისა და პირის ღრუს სრულ და, ამავე დროს, ფრთხილ გაწმენდას. აგრეთვე, ხელს უწყობს მინანქრის თვითაღდგენას. „აპიდენტის“  შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის ნატურალური პროპოლისი, ე.წ. ბუნებრივი „ანტიბიოტიკი“, რომელიც სპობს დაავადებების გამომწვევ მიკრობებს და უზრუნველყოფს ჯანსაღ და სუფთა სუნთქვას. ყვავილის მტვრის მიკროგრანულები კი ბუნებრივად ათეთრებს კბილებს.
  2. ღრძილების გელი „აპიდენტ-აქტივი“ - ტენტორიუმის“ ექსკლუზიური პროდუქტია, რადგან ერთადერთი ღრძილების გელია ბაზარზე, რომელიც შეიცავს ფუტკრის შხამს. გელი უზრუნველყოფს პირის ღრუს და ღრძილების კომპლექსურ მოვლას. მასში შემავალი ფუტკრის შხამი ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს ღრძილებში მიკროცირკულაციას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პირის ღრუში აჩერებს ბაქტერიების ზრდას, ამცირებს ანთებას, ტკივილს და ღრძილებიდან სისხლდენას, ხელს უწყობს შეხორცებით პროცესებს. გელი წარმატებით გამოიყენება ღრძილების ანთებითი დაავადებების, ასევე პარადონტოზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
  3. პირის ღრუს სავლები პროპოლისისა და კრაზანას ექსტრაქტით იცავს კარიესისგან, აფერხებს ბაქტერიული ნადების და კბილის ქვის წარმოქმნას, ამაგრებს ღრძილებსა და ამცირებს სისხლდენას.
    სავლები არ შეიცავს სპირტს, ნატურალური უნიკალური ფორმულის წყალობით სავლები შეუცვლელია კბილების და პირის ღრუს დაავადებათა სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. პროპოლისისა და კრაზანას ექსტრაქტებს ახასიათებთ მძლავრი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ღრძილებზე ახდენენ მატონიზირებელ ეფექტს, უზრუნველყოფენ პირის ღრუში რბილი ქსოვილების რეგენერაციას.
  4. დრაჟე „ექსტრა-ლორი“- დრაჟეში შემავალი მცენარეული ნაკრები უზრუნველყოფს  პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვას, აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება, სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქ გზებში, ხელს უშლის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების განვითარებას. ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს, პირის ღრუში აფერხებს ანთებითი დაავადებების განვითარებას, ამაგრებს ღრძილების ლორწოვან გარსს, აქრობს არასასიამოვნო სუნს პირიდან. 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები