როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს

სტატისტიკის თანახმად, ქალების 85% ცელულიტი აწუხებს. ცელულიტი შეიძლება ჰქონდეთ როგორც ჭარბწონიან, ასაკიან ქალბატონებს, ასევე ახალგაზრდა და გამხდარ გოგონებს. ცელულიტის ჩამოყალიბების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არასწორი კვება (სწრაფი კვება, არასაკმარისი მცენარეული საკვები, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, ისეთი მავნე ჩვევები,როგორიცაა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, სიგარეტი, მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაც კი.

როგორც წესი, ცელულიტი პირველ რიგში თეძოებზე ვლინდება, შემდეგ მუცელზე, წელის მიდამოში - მოკლედ ყველგან, სადაც შესაძლოა ცხიმოვანი ფენა გაჩნდეს. არ არსებობს ცელულიტის სამკურნალო ერთი სასწაულმოქმედი საშუალება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომბინირებული მიდგომა: სწორი კვება, მეტი ფიზიკური აქტიურობა, მასაჟი და კანის მოვლა. კომპანია „ტენტორიუმი“ გთავაზობთ ფუტკრის ნატურალური პროდუქტების საფუძველზე დამზადებულ სხეულის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად და სწრაფად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

ცელულიტის დროს საუკეთესო  შედეგს  ფუტკრის შხამის შემცველი „პელოიდი“ იძლევა.  განსაკუთრებით ეფექტურია „პელოიდის“ მასაჟი. „პელოიდი მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და ორგანული ნაერთებით, მას დამატებულია აქვს ფუტკრის შხამი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უჯრედების რეგენერაციას, პრობლემურ ზონებში აძლიერებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამიტომ სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება ცელულიტს. ფუტკრის შხამი ყველაფერთან ერთად ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, შესაბამისად კანს უბრუნებს ელასტიკურობას და სიმკვრივეს.
„პელოიდთან“ ერთად  ცელულიტის სამკურნალო მასაჟისთვის რეკომენდებულია კრემი „ტენტორიუმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფუტკრის შხამი. ასევე, საუკეთესო შედეგს იძლევა მასაჟი კრემ „აპი-ბიუსტის“ გამოყენებით, რადგან მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით ამაღლებს კანის ტონუსსა და ელასტიკურობას.

თუ თქვენ არ გაქვთ დრო მასაჟისთვის, ამ საშუალებების გამოყენებას სახლის პირობებშიც ადვილად შესძლებთ:
„პელოიდის“ გამოყენება უმჯობესია საღამოს საათებში.
წინასწარ 38 – 42°C-მდე ორთქლის აბაზანაზე შემთბარი „პელოიდი“ წავისვათ პრობლემურ ადგილას, 10 – 20 წუთით შეიფუთეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
წინასწარ ერთმანეთში არეული კრემი „ტენტორიუმი“ და „აპი-ბიუსტი“ წრიული მოძრაობით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. პროცედურის შემდეგ 30 წუთი წამოწექით, არ ადგეთ. პროცედურა ტარდება 12-15 დღის განმავლობაში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია კურსი გავახანგრძლივოთ.

„ტენტორიუმის“ ანტიცელულიტური საშუალებები  სწრაფად დაუბრუნებს თქვენ სხეულს უნაკლო ფორმებს, შესაბამისად გაგიუმჯობესესებთ გუნება-განწყობილებას, აგიმაღლებთ თვითშეფასების უნარს და დაგეხმარებათ მოიკრიბოთ ძალა ახალი მიღწევებისა და გამარჯვებებისთვის.  

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები