პნევმონია-რესპირატორული ინფექციების გართულება

პნევმონია-რესპირატორული ინფექციების გართულება

პნევმონია ფილტვების ინფექციური დაავადებაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოტენციურად საშიში დაავადებაა, თუმცა, საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა საკმაოდ ეფექტურად აგვარებს ამ პრობლემას. პნევმონიების უმეტესობა გამოწვეულია ბაქტერიებისგან ან ვირუსებისგან.
პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება,  შესაძლებელია განვითარდეს, როგორც ხანგრძლივად მიმდინარე ვირუსული ინფექციების და გრიპის გართულება. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებში და მოზრდილებში. ამ დროს ბაქტერიული ინფექცია თან ერთვის ვირუსულს და პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. 

ბაქტერიული პნევმონიის სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს როგორც მწვავედ, ასევე თანდათანობით. ეს სიმპტომებია: ცხელება, მწვავე ტკივილი მკერდის არეში, ძლიერი ოფლდენა, ხველება ნახველით, გახშირებული პულსი, ტუჩების და ფრჩხილების ციანოზი (სილურჯე).
ვირუსული პნევმონიისთვის დამახასიათებელია: მაღალი სიცხე, მშრალი ხველება, თავის და კუნთების ტკივილი, სისუსტე, გადაღლა და ძლიერი ქოშინი. 
მიკოპლაზმური პნევმონიის სიმპტომები ბაქტერიული და ვირუსული პნევმონიების მსგავსია, მაგრამ უფრო სუსტადაა გამოხატული.
რომ შევაჯამოთ, პნევმონიის ტიპიური გამოვლინებად ითვლება ძლიერი ხველა ამონახველით, გახშირებული სუნთქვა და მაღალი ტემპერატურა. თუმცა პნევმონიაზე ეჭვი შეგვიძლია მივიტანოთ იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • სხეულის ტემპერატურა 38°С და მეტი ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.
  • სველი ხველება.
  • გახშირებული სუნთქვა (ბავშვებში: 40 და მეტი წუთში).
    ბავშვებში დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს ციანოზური (გალურჯებული) ტუჩები და ფრჩხილები გაფითრებულ კანთნ ერთად, ასევე საჭმელზე უარის თქმა და გამოხატული სისუსტე.

ყველაზე ეფექტურია პნევმონიის პროფილაქტიკა. პნევმონია, როგორც უკვე ავღნიშნეთ ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში, საკმაოდ  ხშირად ვირუსული ინფექციები რთულდება ფილტვების ანთებით. ამიტომ ყველაზე ეფექტური დაცვა პნევმონიისგან, იმუნიტეტის გაძლიერებაა. თუმცა უკვე განვითარებული პნევმონიის დროსაც ძალზე სასარგებლოა აპიფიტოპროდუქტების მიღება. ფილტვების ანთების დროს ფუტკრის პროდუქტების მიღება რეკომენდებულია პარალელურად მედიკამენტებთან ერთად, რადგან დაჩქარდეს გამოჯანმრთელების პროცესი, არ გართულდეს დაავადება.
ფუტკრის პროდუქტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ფილტვების პათოლოგიის პროფილაქტიკაში და მკურნალობაში, რომელთაც არა მარტო საკვები ნივთიერებების და ვიტამინების დაბალანსებული კომპლექსი გააჩნიათ, არამედ შეიცავენ ისეთ კომპონენტებს, რომლებთაც აქვთ ანტიბაქტერიული, იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამავე დროს ამცირებენ ინტოქსიკაციას, ასტიმულირებენ ცვლის პროცესებს, ახდენენ გამოხატულ ადაპტოგენურ ეფექტს და საუკეთესოდ შეთავსებადი არიან თანამედროვე სამკურნალო საშუალებებთან.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ვირუსული ინფექციების და პნევმონიების პრევენციისთვის და მკურნალობისთვის (მედიკამენტებთან კომპლექსში) რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:

  • ბალზამი პროდუქტ N3 - მაღალი პროცენტული კონცენტრაციით შეიცავს ყველაზე ძლიერ ბუნებრივ ანტიბაქტერიულ საშუალებას პროპოლისს, აქვს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული და ანტიტოქსიკური მოქმედება. აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას და ამცირებს მათ გვერდით მოვლენებს. შესაძლებელია მიღება დიდი დოზებით, რადგან არ იწვევს დისბაქტერიოზს. ყველაფერთან ერთად, აჩქარებს ქსოვილების ეპითელიზაციას, რეგენერაციას და გაწოვით პროცესებს.  
  • „ფორმულა რა“ - შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ფერმენტებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფერმენტი ცერაზა, რომელიც შეუცვლელია ფილტვების პათოლოგიების, განსაკუთრებით პნევმონიების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. აჩქარებს ფილტვის ქსოვილის, კერძოდ ალვეოლების  აღდგენას, აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას და სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით.
  • „ო-დე-ვიტი“ - აადვილებს სუნთქვას, მოქმედებს ზედა სასუნთქ გზებზე, ბრონქებზე და ალვეოლებზე. აქვს დამარბილებელი, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ბრონქებში და ფილტვებში აღდგენით პროცესებს.
  • ფუტკრის რძის შემცველი თაფლის კომპოზიცია „აპიტოკი“, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალზე ეფექტურია სასუნთქი გზების პათოლოგიის, მწვავე და ქრონიკული ფილტვების ანთების დროს. „აპიტოკის“ გამოყენების შედეგად უმჯობესებდა ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მაღლდება ორგანიზმის რეზისტენტულობა ინფექციებისდამი, აღმოფხვრის ინფექციის შედეგად განვითარებულ ნეიტროპენიას, ასტიმულირებს ერითროპოეზს, აღინიშნება სასუნთქი სისტემის სავენტილაციო ფუნქციის დადებითი დინამიკა.

აპიფიტოპროდუქტების მიღება უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის დაცვას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან, იმუნიტეტის გაძლიერებას და აღდგენითი პროცესების დაჩქარებას.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები