ფრთხილად - ვირუსები!

ფრთხილად - ვირუსები!

სწავლის სეზონის დაწყებასთან ერთად ვირუსებმაც იმძლავრეს. ვირუსული ინფექციები - დაავადებების დიდი ჯგუფია, რომლის გამოწვევი ვირუსია. ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები გვხვდება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აავადებს. ასე, რომ გრიპით და სურდოთი დაავადებული ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს. რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ისტორიული ფაქტები

კაცობრიობისთვის ვირუსული ინფექციებზე, როგორც გადამდებ დაავადებებზე დიდი ხანია რაც ცნობილია. ტერმინი ვირუსი მედიცინაში მიკრობიოლოგმა მარტინ ბეიერნეკმა დაამკვიდრა, ის ლათინური სიტყვაა და შხამს ნიშნავს. მე-19 საუკუნეში, ბაქტერიების აღმოჩენის შემდეგ თვლიდნენ, რომ ვირუსები ძალზე პატარა ბაქტერიები იყვნენ, რომელთა დანახვა მიკროსკოპითაც კი შეუძლებელი იყო. ვირუსების დეტალური შესწავლა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპების გამოგონების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დღეს მეცნიერებისთვის ვირუსების 2000 სახეობაზე მეტია ცნობილი.

რა არის ვირუსი (ანუ შხამი)

ვირუსები უჯრედშიდა პარაზიტები არიან. ვირუსის ელიმინაციაზე (სრული განადგურებაზე) პასუხისმგებელი უჯრედული იმუნიტეტია. ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ძალზე მნიშვნელოვანია იმუნომოდულატორული თერაპია - ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება, რომ მოხდეს ვირუსის განადგურება დაზიანებულ უჯრედებთან ერთად. 
ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე გავრცელებულია მწვავე რესპირატორული ინფექციების ჯგუფი. მასში შედის გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვები. ეს ვირუსები ძირითადად აზიანებენ სასუნთქი გზებს, ვირუსების ტიპიური სიმპტომებია: უპირატესად მშრალი ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, ასევე შესაძლებელია თვალის სკლერების შეწითლება. როგორც წესი ვირუსულ ინფექციებს თან ახლავს ინტოქსიკაციური სინდრომის გამოვლინებები: მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი. სათანადო მკურნალობის არარსებობის და ქრონიკული პათოლოგიების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის და ტვინის შეშუპება, პნევმონია, სინუსიტი.

როგორ ვებრძოლოთ ვირუსს?

როგორც ცნობილია დაავადების პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ უმჯობესია, თუ ჩვენი, ჩვენი შვილებისა და მშობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ახლავე, ადრეულ შემოდგომაზე დავიწყებთ და ტემპერატურულ ცვლილებებს მომზადებული შევხვდებით. ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტები თაფლი, პოროპოლისი და ყვავილის მტვერი საუკეთესო ბუნებრივი იმუნომოდულატორები არიან.

კომპანია ტენტორიუმმა ყველაფრის გათვალისწინებით შეიმუშავა სრულიად უნიკალური ანტივირუსული პროგრამა.
როგორც ავღნიშნეთ, ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ იმუნიტეტს განსაკუთრებული გაძლიერება სჭირდება. არაერთმა კვლევამ და პრაქტიკაში ტენტორიუმის ერთ-ერთი პროდუქტის,„ო-დე-ვიტის“ გამოყენებამ დაადასტურა, რომ მცენარეულ და ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებულ პროდუქტს უნიკალური თვისებები აქვს. მას აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამსუბუქებს ხველას, ათხელებს ნახველს და რაც ასე მნიშვნელოვანია, საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად. „ო-დე-ვიტი“ ფართოდ გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, მათ შორის მწვავე რესპირატორული ინფექციის, გრიპის, ანგინას, ფარინგიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტის და ბრონქიტის სამკურნალოდ.„ო-დე-ვიტის“ მიღება მიზანშეწონილია ორსულთათვის, მოხუცებისა და ბავშვებისთვისაც.
ვირუსებისგან თავის დასაცავად და სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა კომპანია ტენტორიუმისკიდევ ერთი პროდუქტი, დრაჟე „ექსტრა-ლორი“.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცხვირხახა და პირის ღრუ ჰაერწვეთოვანი ინფექციების „კარიბჭეა“, ასე რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ ორგანოების დაცვა. ფუტკრის პროდუქტებით და სამკურნალო მცენარეებით გაჯერებული დრაჟე უზრუნველყოფს პირის ღრუსა და ცვირხახაში სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს პირის ღრუსა და ცხვირხახაში, აფერხებს და ხელს უშლის ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებების განვითარებას.
ანტივირუსულ პროგრამაში ჩართულია პროპოლისის პროდუქტები, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პროპოლისი უძლიერესი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ხოლო მისი ეს თვისება ძალზე მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად და სამკურნალოდ.

თაფლის კომპზიცია „ტოპოლიოკი“ გამოირჩევა პროპოლისის მაღალი კონცენტრაციით. თაფლთან ერთად პროპოლისს გააჩნია ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული მოქმედება. მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. იგი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად.

ასევე რეკომენდებულია პროპოლისის წყალხსნარის „ეი-პი-ვი“-ს , მიღება. „ეი-პი-ვი“ ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ბაქტერიოციდული, ბაქტერიოსტატიკური, ანტივირუსული, ანტიჰისტამინური, ანტიოქსიდანტური და ანტიმიკოზური მოქმედება. პროპოლისის წყალხსნარი გიმკურნალებთ და დაგიცავთ ისეთ დაავადებებისგან, როგორიცაა გრიპი და სხვა ვირუსული რესპირატორული ინფექციები, ნებისმიერი ეთიოლოგიის (ალერგიული, ვირუსული, ბაქტერიული) სურდო, სინუსიტები, ასევე ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგო-ტრაქეიტი და ბრონქიტი, საბავშვო ვირუსული ინფექციები (ჩუტყვავილა, წითურა, წითელა და ა.შ). არ შეიცავს სპირტს, ამიტომ შესაძლებელია მისი ჩაწვეთება ცხვირში. 
ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა ძირითადად მიმართული უნდა იყოს საერთო იმუნიტეტის გაძლიერებისკენ. ძალზე მნიშვნელოვანია შრომის და დასვენების რეჟიმი, სწორი კვება და რა თქმა უნდა ბუნებრივი იმუნომოდულატორების, ფუტკრის პროდუქტების მიღება. მიიღეთ ტენტორიუმის ანტივირუსული პროგრამა და იყავით დაცული წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში და პირობებში. გაიძლიერეთ იმუნიტეტი და დაიცავით მთელი ოჯახი ვირუსებისგან და მათ მიერ გამოწვეული დაავადებების გართულებისგან.

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები