ვიტამინების ნაკლებობა

ვიტამინების ნაკლებობა

ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების მიღება. ისინი წარმოადგენენ ორგანულ ნაერთებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა თვისებები და გამოირჩევიან მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. ვიტამინების  სახეობა ან ჯგუფი ასრულებს გარკვეულ ფუნქციას და პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თითოეული მოქმედებს მისთვის განკუთვნილ „უბანზე“. თუნდაც ერთერთის დეფიციტის დროს  იწყება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვიტამინების დეფიციტს ჰიპოვიტამინოზი, ხოლო რომელიმე ვიტამინის არარსებობას კი ავიტამინოზი ეწოდება. ექიმთა განმარტებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცალკეული ვიტამინის ნაკლებობა ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს. მაგალითად,  A ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის და მზერის სიმახვილესთვის,  B ჯგუფის ვიტამინები საჭიროა ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, D ვიტამინი უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას და აღდგენას. მიკროელემენტებიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ჰიპოვიტამინოზი შესაძლებელია განვითარდეს საკვებთან ერთად ვიტამინების შემცირებული რაოდენობით მიღების დროს. მაგალითად, გასახდომი დიეტის, ერთფეროვანი საკვების  მიღების  შემთხვევაში ვითარდება C, B ჯგუფის, PP და A ვიტამინების დეფიციტი. ვიტამინების დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა დაავადებების დროს, მაგალითად, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს და მედიკამენტების გამოყენების დროს. ხშირია ჰიპოვიტამინოზის განვითარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, როდესაც დარღვეულია მათი შეწოვა. ამ შემთხვევაში ჰიპოვიტამინოზის მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის დაავადებები, განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობით გამოწვეულები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები.

როგორ გავამდიდროთ ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებით

ძირითადად ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებს საკვებთან ერთად ღებულობს. მცენარეული საკვები უფრო მდიდარია ვიტამინებით - თხილეული, ბოსტნეული, მწვანილი, სალათის ფოთლები, ხილი, თუმცა ცხოველურ საკვებშიც არის გარკვეული ვიტამინების რაოდენობა, მაგ: რძეში, თევზეულში, ყველში, ხაჭოში, კარაქში. იდეალურ შემთხვევაში ადამიანი მისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს უნდა იღებდეს დაბალანსებული საკვებით, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტები, კერძოდ, ყვავილის მტვერი, ბუნებრივად მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, რომელიც ზუსტად ისეთი დოზებითაა წარმოდგენილი, როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის. სინთეზური ვიტამინებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეწოვის დაბალი პროცენტი აქვთ, ყვავილის მტვერში შემავალი ვიტამინები სრულად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. კვლევებით დადასტურებულია, რომ ის ბავშვები, ვინც რეგულარულად იღებენ ფუტკრის ფეხგუნდას უკეთესად სწავლობენ, ვითარდებიან, უფრო სწრაფად იმახსოვრებენ სასწავლო მასალას და იშვიათად ავადობენ. 

ფუტკრის პროდუქტები ნატურალური ვიტამინების სრულყოფილი წყარო

ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის შესავსებად საუკეთესოა ტენტორიუმის აპიპროდუქტები, რომელთა შემადგენლობა ბუნებრივად მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინური კომპლექსით და მინერალური ნივთიერებით.
დრაჟე „აპი-სპირა“, რომელიც ყვავილის მტვერის და წყალმცენარე სპირულინას უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს. დრაჟე ბუნებრივად შეიცავს А, В ჯგუფის, С, D და Е ვიტამინებს, ასევე მდიდარია ისეთი  მნიშვნელოვან მიკროელემენტებით, როგორიცაა იოდი, კალციუმი,  მაგნიუმი, რკინა, თუთია, სელენი და სხვ. 
ვიტამინებით და მიკროელემენტებით ბუნებრივად მდიდარია ყვავილის მტვრის შემცველი თაფლის კომპოზიცია „პოლიანკა“,  იგი ოპტიმალური რაოდენობით  შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების უმდიდრეს ნაკრებს - ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ფერმენტებს, ბიოფლავონოიდებს. „პოლიანკა“ამავდროულად, დაარეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმის დაიცავს ინფექციებისგან. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, აძლიერებს მახსოვრობას, საუკეთესოა კონცენტრაციის დაქვეითების, გონებაგაფანტულობის დროს.                                                                                                     

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები