ახალი სასწავლო წელი

ახალი სასწავლო წელი

ახალი სასწავლო წელი ეს-ესაა დაიწყება. ზოგი სკოლაში პირველად წავა, ზოგიც უკვე მერამდენედ შეაღებს სკოლის კარს. ყველამ კარგად იცის, რომ სკოლაში სწავლის პერიოდი განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ ხდება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება, მისი ხასიათის, უნარების განვითარება, ნიჭიერებისა და ცოდნის გამოვლენა. ამიტომაც არის, რომ სკოლაში წასასვლელად ბავშვებიც და მშობლებიც განსაკუთრებულად ემზადებიან. თუმცა, უმეტესობისთვის სასკოლო სამზადისი, სასკოლო ნივთების, სახელმძღვანელოების და შესაფერისი სამოსის შეძენით შემოიფარგლება. ამასობაში კი გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვის ორგანიზმის მომზადება მისთვის უჩვეულო ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვისთვის.
ცნობილი ფაქტია, რომ ინფორმაციის 80%-ს ადამიანი მხედველობით აღიქვამს. მეცადინეობის პროცესში თვალი ყველაზე მეტად იღლება, ამიტომ უმჯობესია თუ ამაზე წინასწარ ვიზრუნებთ და თვალს გადაღლის შესაძლებლობას არ მივცემთ. „ტენტორიუმი“ ამისთვის საუკეთესო საშუალებას, მოცვის დრაჟე „ჩერნიკას“ გთავაზობთ. მის შემადგენლობაში შედის ჭეო და მოცვი. მოცვი უძველესი დროიდან გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად. „ჩერნიკას“ აქვს უნარი, ხელოვნური განათების პირობებში ხანგრძლივი მუშაობის დროს, შეამციროს თვალის დაღლილობა. ასე, რომ რომელ კლასშიც არ უნდა იყოს თქვენი შვილი,  დრაჟე „ჩერნიკა“ მის მხედველობას ყველაზე მძიმე დატვირთვისგან დაიცავს და რაც მთავარია, შეუნარჩუნებს მხედველობას ნებისმიერი განათების პირობებში.
გონებრივი დატვირთვისას ბავშვი ბევრ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ მას ენერგიის ახალი და რაც მთავარია, ეფექტური წყარო სჭირდება. ამისთვის „ტენტორიუმის“ პროდუქტებიდან საუკეთესოა დრაჟე  „აპი-სპირა“. დრაჟე უნიკალური ენერგეტიკული ნარევია, რომლის შემადგენლობაში სპირულინა და ყვავილის მტვერი შედის. ეს ორი პროდუქტი თავიანთი თვისებებით იდეალურად შეესაბამება და ავსებს ერთმანეთს. სპირულინა მდიდარია ცილებით, ორგანიზმს უზრუნველყოფს კალციუმით, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ორგანიზმისთვის. „აპი-სპირა“ შეიცავს ამინომჟავებს და ისეთ დეფიციტურ მიკროელემენტებს, როგორიცაა იოდი, რკინა, სელენი და აგრეთვე სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის მაღალი გონებრივი შრომისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყვავილის მტვერი აუმჯობესებს მეხსიერებას, შეუცვლელი პროდუქტია გონებრივი დატვირთვების დროს, განსაკუთრებით, როცა დიდი საინფორმაციო მასალაა ასათვისებელი. „ტენტორიუმი“ მეხსიერების, სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსს“. ამ დრაჟეს ფრიადოსნების პროდუქტსაც კი უწოდებენ. „ტენტორიუმ პლიუსი“ შეიცავს ყვავილის მტვერს და პროპოლისს. დრაჟე აუმჯობესებს ათვისების პროცესს, ხსნის სტრესს და აადვილებს სწავლას, ზრდის გონებრივი მუშაობის ეფექტურობას, აუმჯობესებს ორგანიზმის დამცავ სისტემას, იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებებისგან.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები