სპირულინას საოცარი თვისებები

სპირულინას საოცარი თვისებები

რა არის სპირულინა?

„ჯანსაღი კვების“ მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად სპირულინას ბიომასის დაახლოებით 3000 ტონა იყიდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით თავისი თვისებებით და შედეგებით სპირულინა აღემატება  საერთო გაჯანსაღებისთვის არსებულ ყველა ცნობილ საკვებსა და სამედიცინო პრეპარატს.  მისი მიღებისას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აღინიშნება, კარგად გადაიტანება, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

სპირულინა (Spirulina platensis) ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეა. გამოკვლევების თანახმად ერთ გრამ სპირულინაში  მიკროელემენტებისა და ვიტამინების  რაოდენობა ისეთივეა, როგორც ერთ კილოგრამ ბოსტნეულში. ხოლო ამინომჟავების შემადგენლობით სრულიად უნიკალური პროდუქტია. ზოგიერთი  მათგანი ძალიან იშვიათია ბუნებაში. სპირულინას თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ სამხრეთ ამერიკის აბორიგენებმა იცოდნენ ამ წყალმცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ და საკვებად იყენებდნენ მას. ზოგადად, იმ სანაპიროსთან დასახლებული ტომები, სადაც სპირულინა იყო გავრცელებული, ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჯანმრთელობით.

სპირულინა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ პროდუქტადაა აღიარებული.  მაინც რა არის სპირულინა? ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათი ცოცხალი ორგანიზმებიდან, რომელთაც გაუძლეს მრავალ ბუნებრივ კატაკლიზმებს და ასობით მილიონი წელი დედამიწაზე სახეცვლილების გარეშე ცხოვრობენ. ბიოქიმიური შემადგენლობის მიხედვით ეს არის თვითონ ბუნების მიერ დაბალანსებული ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავები, რომლებიც  მიკროპროტეინულ მემბრანაშია მოთავსებული. დედამიწაზე არსებული 30 000-ზე მეტი სახეობის წყალმცენარედან, ლურჯმწვანე წყალმცენარე -სპირულინა- ყველაზე უძველესია.

ცილების შემცველობა სპირულინაში 70%-ს აღწევს, ანუ 10გ წყალმცენარეში ის იმდენია, რამდენიც 1 კგ  ხორცში. ხოლო ბეტა-კაროტინი, როგორც 10 კგ მშრალ  სტაფილოში. კვებითი ღირებულებით ნატურალური სპირულინა  10-ჯერ აღემატება ისეთ ძვირფას საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა ორაგულისა და ზუთხის ხიზილალა, მწყერის კვერცხი, ხბოს ხორცი.

იცოდით თუ არა?

1გ ნატურალურ სპირულინას შემადგენლობაში შედის უფრო  მეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, თან ორგანიზმისთვის ადვილად შეთვისებადია, ვიდრე 40 გ ხორცში. ამასთანავე ცნობილია, რომ ხორცი სასარგებლო ნივთიერებებთან  ერთად ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე  სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რაც ორგანიზმის დაბინძურებას იწვევს. სპირულინა კი ორგანიზმს შლაკებისგან და ტოქსიური ნივთიერებებისგან წმენდს. სპირულინა მდიდარია ისეთი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, როგორიცაა: A(რეტინოლი), B1(თიამინი), B2(რიბოფლავინი), B6(პირიდოქსინი), B12(ციანოკობალამინი), B5(პანტოთენის მჟავა),  B9(ფოლიუმის მჟავა),  E(ტოკოფეროლი), H(ბიოტინი), Fe(რკინა), Mn(მანგანუმი), Cu(სპილენძი), Zn(თუთია), Mo(მოლიბდენი), Se(სელენი)

სპირულინას სამართლიანად მიიჩნევენ რკინის შემცვლელ ყველაზე საუკეთესო ბუნებრივ პროდუქტად. 10 გ სპირულინა  15 მგ ადვილად შეთვისებად რკინას შეიცავს. ამის გარდა წყალმცენარე ხასიათდება კალციუმის, მაგნიუმის და თუთიის მაღალი შემადგენლობით.  წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების მდიდარ წყაროს, განსაკუთრებით  B12 რომელიც მასში უფრო მეტია, ვიდრე საქონლის ღვიძლში.

სპირულინას შემადგენლობაში აღმოჩენილია ლურჯი პიგმენტი ფიკოციანინი, ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გააჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა. დედამიწის ზურგზე სხვა არც ერთ პროდუქტში ეს პიგმენტი ნაპოვნი არ არის.

სპირულინა შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს და ამინომჟავებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • გლუტამინის მჟავა - ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს, ინტელექტს. მნიშვნელოვანი საკვებია ტვინის უჯრედებისთვის. ის აგრეთვე ამცირებს  ალკოჰოლის მოთხოვნილებას.
  • თიროზინი - ეგრეთ წოდებული „ახალგაზრდობის ელექსირი“ - ანელებს ორგანიზმის დაბერებას, აფერხებს თმების გაჭაღარებას.
  • ცისტინი - უზრუნველყოფს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას.
  • არგინინი - ამაღლებს სექსუალურ აქტიურობას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას ტოქსინებისა და შლაკებისგან
  • ინოზიტოლი - ინარჩუნებს ღვიძლს ჯანმრთელ მდგომარეობაში  და იცავს მას სხვადასხვა დაავადებებისგან. ხელს უწყობს კანცეროგენული ნივთიერებებისა და ჭარბი ქალური ჰორმონების გამოდევნას. არეგულირებს ქოლესტერინს.

მთლიანად სპირულინას შემადგენლობაში შედის 2000-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება: ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ამინომჟავები. მსოფლიოს წამყვან სამედიცინო, საკვლევ-სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ სპირულინას აქვს უნიკალური თვისებები და შესაძლებელობები:

  • გრიპის ნებისმიერი სეროტიპის დათრგუნვა.
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპენსაცია.
  • სისხლში არეგულირებს ქოლესტერინსა და ცხიმების შემცველობას, ათეროსკლეროზისა და გული იშემიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა
  • ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას.
  • აახალგაზრდავებს უჯრედებს
  • აქვს ანტირადიაციული მოქმედება (შეუძლია გააუვნებელყოს რადიონუკლიდები)
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს, აფერხებს ზედმეტი ცხიმების დაგროვებას
  • ხელს უწყობს სისხლძარღვების, წყლულოვანი დაავადებების, ჰიპერტონიის, ოსტეოქონდროზის, სისუსტის, უძილობის მკურნალობას
  • ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ მძიმე მეტალებს, ტოქსინებს, რადიონუკლიდებს. აფერხებს ჭარბი ლეიკოციტების წარმოქმნას რენტგენოთერაპიის დროს. არის ორგანიზმის „გამწმენდი“ განსაკუთრებით ეკოლოგიურად დაბინძურებული რეგიონებისთვის
  • გინეკოლოგიაში ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს
  • სპირულინა შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ამიტომაც  შეუძლია დაარეგულიროს  ორგანიზმის ცხიმოვანი მეტაბოლიზმი, განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ცვლაზე. აქედან გამომდინარე, სპირულინა  ათეროსკლეროზისა და იშემიური დაავადებების საუკეთესო პრევენციაა 
  • რადგანაც სპირულინა დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, დერმატოლოგიაში მისი გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა. განსაკუთრებით იმ დაავადებების დროს, როდესაც კანი უხეში და მშრალი ხდება

მსოფლიოს ჯანდაცვის მონაცემების თანახმად , სპირულინას შეუძლია დაგვიცვას არანაკლებ 70%-ი დაავადებებისგან. თანამედროვე ცხოვრების პირობებში ძალზე აქტუალურია სპირულინას უნარი ორგანიზმიდან გამოდევნოს ტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები. დიდი ქალაქების და ეკოლოგიურად მძიმე რაიონების მაცხოვრებელთათვის, ქიმიური საწარმოს მუშაკებისთვის, რადიოლოგებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სპირულინას ყოველდღიურ რაციონში შეტანა.

წყალმცენარე სპირულინას თავისი არსებობის 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში არ განუცდია სახეცვლილება. კიდევ ერთი არსება, რომელიც ასევე მუტაციის გარეშე არსებობს რამოდენიმე მილიონი წლის განმავლობაში - არის ფუტკარი. ფუტკრის მუტაციის არარსებობის საიდუმლო ცნობილია - ფუტკრის ფეხგუნდა. კომპანია „ტენტორიუმის“ მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ სპირულინა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შემადგენლობით მსგავსია და იდეალურად შეესაბამება ფუტკრის ფეხგუნდას. მათ შექმნეს ზლიერესი იმუნომოდულატორული და ადაპტოგენური თვისებების მქონე დრაჟე „აპი-სპირა“. დრაჟეს შემადგენლობა სრულიად უნიკალურია - ყვავილის მტვრისა და სპირულინას კომბინაცია საშუალებას იძლევა ამ ორი პროდუქტის უნიკალური თვისებების გაძლიერებას. პირველ რიგში აღადგენენ ორგანიზმის დამცავ ძალებს, აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას (მათ შორის ქოლესტერინსა და გლუკოზას). პროდუქტის ენერგეტიკულ პოტენციალს შეუძლია გამოიყვანოს ორგანიზმი ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობიდან, გაზარდოს ორგანიზმის მედეგობა ფიზიკური და ნერვული სტრესებისადმი, დაარეგულიროს ძილი.საუკეთესოა მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენის დროს. „აპი-სპირა“ ნებისმიერ სეზონზე უზრუნველყოფს უამრავი დაავადების პრევენციას. ხოლო დაავადებების შემთხვევაში დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

 

                                                                                                                                                                                                                                                     

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები