ყვავილის მტვერი - ვიტამინების და მინერალების კომპლექსი

ყვავილის მტვერი - ვიტამინების და მინერალების კომპლექსი

ყვავილის მტვერი, ანუ ფუტკრის ფეხგუნდა, ფუტკრის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. წარმოადგენს უნიკალურ, დაბალანსებულ პოლივიტამინურ სუპერკომპლექსს. დღესდღეობით მსოფლიოს არც ერთ ულტრათანამედროვე  ლაბორატორიას არ ძალუძს ამდენი სასარგებლო ნივთიერებების ერთ პროდუქტში გაერთიანება. ყვავილის მტვერი შეიცავს 250-ზე მეტ ნივთიერებას: ამინომჟავებს და პროტეინებს, ლიპიდებს, ფერმენტებს, უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტებს და ვიტამინებს. ფუტკრის ფეხგუნდას შემადგენლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლიპიდური კომპონენტები. მაგალითად, ფიტოსტერინები, რომლის წყალობითაც ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა) აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ყვავილის მტვერი უზრუნველყოფს ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს ამტანობას, იცავს ღვიძლს და უზრუნველყოფს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, აღადგენს უჯრედების მემბრანებს, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ ფუტკრის მიერ შეგროვებული ყვავილის მტვერი ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად არ იწვევს ალერგიას, რადგან ფუტკრის ფერმენტები შლიან ყვავილის მტვრის ალერგენებს.

სამწუხაროდ, ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა) მალფუჭებადი პროდუქტია. მოპოვებიდან 5-6 საათის შემდეგ კარგავს თავისი თვისებების 75%. ამის გარდა, ყვავილის მტვერი საკმაოდ ჰიგროსკოპიულია, ანუ ადვილად ნესტიანდება. მაღალი კვებითი ღირებულება, ჰიგროსკოპიულობა შესაძლებელია ყვავილის მტვრის დაინფიცირების მიზეზი გახდეს. ყვავილის მტვრის ბუნებრივი კონსერვატებია თაფლი და ცვილი. ამიტომაც, შინაგანად მისაღებად რეკომენდებულია არა კუსტარული გზით შგროვებული, გაურკვეველი წარმოშობის და შემადგენლობის ყვავილის მტვრის მიღება, არამედ ქარხნული წესით დამზადებულის, სადაც ეტიკეტზე მითითებული იქნება შემადგენლობა, გამოშვების თარიღი, შენახვის დრო და პირობები.

კომპანია „ტენტორიუმში“ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების და კრიოგენული მეთოდების გამოყენებით შექმნილია სხვადასხვა სახის პროდუქტები, რომლებიდანაც  ყვავილის მტვრის (ფუტკრის ფეხგუნდა) ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თაფლის კომპოზიცია „პოლიანკაში“ და დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსშია“.

„პოლიანკაში ყვავილის მტვერი თაფლშია მოთავსებული. თაფლი სრულად უნარჩუნებს ფუტკრის ფეხგუნდას სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თვისებებს. იგი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს შეიცავს.
ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსის წყალობით, „პოლიანკა“ ენერგიის წყაროა და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ტონუსის ამაღლება სურს. უნიკალურ თაფლის კომპოზიციას აქვს საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მახსოვრობას, ზრდის სისხლძარღვების ელასტიკურობას, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლის შემადგენლობას. იცავს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. საუცხოო გემოს და სასარგებლო თვისებების წყალობით თაფლის კომპოზიციის მიღება პატარა ბავშვებისთვისაც ძალზე კარგია. „პოლიანკა“, წელიწადის ყველა სეზონზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლო და საჭიროა.

დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსი“ მდიდარია ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, ლიპიდებით, მიკროელემენტებით, C, B1, B2, B6, B12 და E ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ფერმენტებით, ფლავონოიდებით. დრაჟე აღადგენს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, სისხლის მიმოქცევას და მახსოვრობას. იცავს ღვიძლს, აუმჯობესებს, კვებავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. უზრუნველყოფს სტრესებისგან დაცვას, ამაღლებს ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვებისადმი ტოლერანტობას. განსაკუთრებით რეკომენდებულია ხშირად მოავადე სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვებისთვის, შეუცვლელია გონებრივად დატვირთული ადამიანებისთვის. მისი მიღება რეკომენდებულია 1 წლის ასაკიდან.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები