პროდუქტი მამაკაცებისთვის - მამალი ფუტკრების ჰომოგენატი

პროდუქტი მამაკაცებისთვის - მამალი ფუტკრების ჰომოგენატი

მამალი ფუტკრების ჰომოგენატს სხვაგვარად  მამალი ფუტკრის რძეს უწოდებენ. მამალ ფუტკარს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია - შთამომავლობის გაგრძელება, ამიტომ მასში მამაკაცური ენერგია მთელი მისი ძლიერებით არის წარმოდგენილი. მამალ ფუტკრებს ოჯახში კვების განსაკუთრებული რაციონი აქვთ, რომელიც თავისი კვებითი ღირებულებით სადედე ფუტკრის რძესაც კი აჭარბებს.

ჰომოგენატის შემადგენლობა და ბიოლოგიური აქტიურობა:

ჰომოგენატი ძალზე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელიც ისევე როგორც ფუტკრის რძე, გამოირჩევა სამკურნალო-საპროფილაქტიკო მოქმედებებით. მამალი ფუტკრების ჰომოგენატს აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი და  გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. ის გაჯერებულია ფიტოჰორმონებით და ვიტამინებით, თუმცა არ არის ჰორმონის შემცვლელი. ეს ნატურალური პროდუქტი იდეალურად შეესაბამება ადამიანის ორგანიზმს, ბუნებრივად შეიცავს ტესტოსტეროიდების, პროგესტერონისა და ესტრადიოლის მსგავს ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები, რომლებსაც ჰომოგენატი შეიცავს, არა მარტო ზემოქმედებენ ენდოკრინულ სისტემაზე, არამედ ხელს უწყობენ მათ აღდგენას. ის ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილების კვებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას, ახდენს მარეგულირებელ მოქმედებას სისხლძარღვოვანი სისტემის ტონუსზე და სისხლის მიმოქცევაზე. მამალი ფუტკრის რძეს ფიტოსტერინების ნამდვილ საგანძურად მიიჩნევა. ეს ნივთიერებები ქოლესტერინის ანტაგონისტები არიან და აქვთ ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი აქტიურობა. მამალი ფუტკრების ჰომოგენატის მიღება საგრძნობლად ამცირებს გულის იშემიური დაავადების, ასევე მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, კუჭის, ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. მამალი ფუტკრის რძე მდიდარია ნატრიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით.

ზოგადად მამალი ფუტკრების ჰომოგენატი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც უძვირფასესი პროდუქტი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სასარგებლო თვისებები, რაც გვაძლევს მისი გამოყენების საშუალებას ნებისმიერი პრობლემის დროს: დიეტოლოგიაში, თერაპიაში, კოსმეტოლოგიაში და ფარმაკოლოგიაში.

ვისთვის არის რეკომენდებული მამალი ფუტკრის ჰომოგენატი?

მამალი ფუტკრის ჰომოგენატი რეკომენდებულია აბსოლუტურად ყველასთვის: მოზრდილებისთვის, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის. თუმცა მამალი ფუტკრის ჰომოგენატი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი ჯანმრთელობის, კარგი ფიზიკურ ფორმის და მაღალი გონებრივი აქტიურობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის. ჰომოგენატის პროტეინები საუკეთესოა მამაკაცებისთვის. პროდუქტი მძლავრი პროფილაქტიკური საშუალებაა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა პროსტატიტი, პროსტატის ადენომა. შეუცვლელია მამაკაცებში უშვილობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ყველაფერთან ერთად პროდუქტი აძლიერებს ლიბიდოს და ის შეუცვლელია იმ მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობები.

ტენტორიუმი პირველი აპიფიტოკომპანიაა,რომელმაც აითვისა მამალი ფუტკრის რძის საწარმო გადამუშავების ტექნოლოგია,შექმნა უნიკალური პროდუქტი ,,მოლოჩკო ტრუტნევოედა შესაბამისად ეს შესანიშნავი პროდუქტი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები