პროპოლისი-ფუტკრის უნიკალური პროდუქტი

პროპოლისი-ფუტკრის უნიკალური პროდუქტი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფუტკრები ძალზე შრომისმოყვარე არსებები არიან. ისინი მცენარეების კვირტებიდან აგროვებენ წებოვანი ნივთიერებების მცირე ნაწილაკებს, ამუშავებენ მათ ფერმენტებით. შედეგად ღებულობენ პროპოლისს, რომელიც თავის შემადგენლობაში შეიცავს უამრავ სასარგებლო ნაერთებს. ის შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს, ვიტამინებს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით შეუცვლელ მჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროპოლისის მძლავრ ანტიმიკრობულ თვისებებს.

პროპოლისი ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, როგორც მძლავრი ანტიბაქტერიული საშუალება. მისი მოქმედების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ვირუსებიდან დაწყებული სოკოებით დამთავრებული. თანაც ერთერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ხშირად იმაზე უფრო ეფექტური მოქმედება აქვს, ვიდრე იმ საშუალებებს, რომლებიც ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება. ეს იმით აიხსნება, რომ ზოგიერთ მიკრობს აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიბიოტიკის ზემოქმედებას. პროპოლისს კი წინააღმდეგობას ვერ უწევენ, რადგან მას ფუტკრები სხვადასხვა მცენარისგან აგროვებენ, ხოლო თითოეულ მცენარეს გააჩნია თავისი ბიოლოგიური თავისებურებანი.

მისი მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ზემოქმედებს მხოლოდ პათოგენურ მიკრობებზე, ხოლო სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებს, პირიქით წარმატებით გამოიყენება ნაწლავური მიკროფლორის დარღვევების ანუ დისბაქტერიოზის დროს. პროპოლისი განსაკუთრებით ეფექტურად უმკლავდება ცხვირხახასა და ზედა სასუნთქ გზებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. შესანიშნავად მკურნალობს რინიტს, სტომატიტს, ფარინგიტს, ტონზილიტს და ლარინგიტს.

კომპანია ტენტორიუმი თავის უნიკალურ პროდუქტებში ფართოდ გამოიყენებს პროპოლისის სხვადასხვა ფრაქციებს. რაც მთავარია, ტენტორიუმი გამოიყენებს მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებულ უმაღლესი ხარისხის პროპოლისის ნედლეულს და მაღალი ტექნოლოგიებით ამუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუწმენდავმა და ლაბორატორიულად შეუმოწმებელმა პროპოლისმა, სარგებლის მაგივრად შესაძლებელია ზიანიც კი მიაყენოს ორგანიზმს, რადგან სასარგებლოსთან ერთად შესაძლებელია ორგანიზმისთვის არც თუ ისე სასურველ ნივთიერებებსაც შეიცავდეს.

კომპანია ტენტორიუმი პროპოლისიანი პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. მისგან არის დამზადებული შემავსებელი ბალზამები: „ეი-პი-ვი“„პროდუქტ N1“ და „პროდუქტ N3“, „აპიბალზამ-1,2“, მალამოები, თაფლის კომპოზიციები „ტოპოლიოკი“ და „აპიტოკი“, დრაჟეები „ექსტრა-ბეფუნგინი“„პროპოლიტი“ და, რა თქმა უნდა, „პროპოლის C“. ამ პროდუქტების გამოყენება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებიც უპირატესობას მხოლოდ ტრადიციულ მედიცინას ანიჭებენ. ბუნებამ გვაჩუქა ჭეშმარიტად შეუცვლელი და უნიკალური საშუალება, რომელიც გვეხმარება წარმატებით გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაავადებას. ამიტომაც გირჩევთ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად მიმართოთ „ტენტორიუმის“ პროპოლისიან პროდუქტებს.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები