ძლიერი იმუნიტეტი

ძლიერი იმუნიტეტი

ძალიან ხშირად საუბრისას, საზოგადოებაში, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში შეხვდებით ასეთ ფორმულირებებს: „დაქვეითებული იმუნიტეტი“, „აუცილებელია იმუნიტეტის ამაღლება“ და სხვა. ასეთი ფორმულირება და შესაბამისად ამ პრობლემის გადაჭრის გზები არასწორია. აუცილებელია, რომ იმუნურმა სისტემამ იფუნქციონიროს ფიზიოლოგიურად, ნორმის ფარგლებში. მხოლოდ ასეთ პირობებში შეუძლია შეასრულოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - დაიცვას ორგანიზმი ყველანაირი უცხო წარმონაქმისგან, აღმოაჩინოს და გააუვნებელყოს ისინი, მათ შორის სიმსივნური. სიმსივნის შემთხვევაში, ეს არის საკუთარი უჯრედი, რომელმაც განიცადა მუტაცია და ამის გამო გახდა უცხო საკუთარი ორგანიზმისთვის. თუ იმუნური სისტემა ნორმაშია, იგი მას დასაწყისშივე აღმოაჩენს და გაანადგურებს. ორგანიზმში მოხვედრილ ნებისმიერ მიკრობს იმუნური სისტემა სკანირებას უკეთებს პრინციპით „საკუთარი - უცხო“. თუ  „უცხოა“, სასწრაფოდ იგზავნება სიგნალი ამ „უცხოს“ გასანადგურებლად. 
დღესდღეობით, მოსახლეობის 80%-ის ორგანიზმი სრულიად გამოფიტულია. ეს ეხება მოსახლეობის ნებისმიერ ფენას, მათ შორის შეძლებულსაც, რადგან  „გასტრონომიული ინდუსტრია“ ვერ აწვდის მოსახლეობას ისეთ ხარისხიან და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც შეეძლებათ ორგანიზმის უზრუნველყოფა მისთვის საჭირო აუცილებელი ნივთიერებებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი, ასე ვთქვათ, „სასარგებლო პროდუქტები“, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, არ შეიცავენ იმ რაოდენობით ნივთიერებებს, რა რაოდენობითაც  სხვადასხვა ცნობარებშია მითითებული. ასეთი რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები ამ პროდუქტების შემადგენლობაში 50-70 წლის წინ მოიპოვებოდა. დღეს კი მათი რიცხვი 10-ჯერ არის შემცირებული. ორგანიზმში რაიმე დეფიციტის შესავსებად წინათ თუ საკმარისი იყო რამდენიმეს მიღება, ახლა საჭიროა რამდენიმე კილოგრამის! შედეგად ადამიანის ორგანიზმი იმყოფება უკიდურესი შიმშილის მდგომარეობაში, როგორც თავის დროზე თქვა ცნობილმა კარდიოლოგმა, პროფესორმა ვ. კიმმა, „თანამედროვე ადამიანი ნელ-ნელა კვდება შიმშილით, თუმცა მაცივარი პროდუქტებით აქვს სავსე“. ყველაფერი ამის შედეგად ადამიანების იმუნური სისტემა განიცდის ნგრევას, ის მოშლილია და არ შეუძლია სრულყოფილად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკვები არა მარტო საკმარისი რაოდენობის, მიმზიდველი და გემრიელი, არამედ სრულყოფილიც იყოს. ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმუნიტეტის სტიმულირება არ არის სასურველი. მთავარია იმუნიტეტის აღდგენა და გაძლიერება ფიზიოლოგიურ ნორმამდე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა ნატურალური, ეკოლოგიურად ჯანსაღი ტენტორიუმის აპიფიტოტოპროდუქცია. 
ტენტორიუმის აპიფიტოპროდუქცია უმაღლესი ხარისხის ხანგრძლივად მოქმედი იმუნომოდულატორებია და არა ხანმოკლე ზემოქმედების იმუნომასტიმულირებელი ნაერთები. ესენი სულ სხვადასხვა მცნებებია და ორგანიზმზეც სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებენ. იმუნომოდულატორები აღადგენენ იმუნიტეტს, იმუნოსტიმულატორებს კი აქვთ დოპინგის მსგავსი მოქმედება, მოკლევადიანი ეფექტით და შემდეგ უარესი ვარდნით. ამ ყველაფრის ცოდნა აუცილებელი და გასათვალისწინებელია ორგანიზმის გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. 
ამ მოთხოვნილებებს სრულად შეესაბამება ტენტორიუმის პროდუქტები. ტენტორიუმის პროდუქტები სრულად აკმაყოფილებენ ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების დღიურ მოთხოვნილებას. იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით ფასდაუდებელია თაფლის კომპოზიცია „თაფლი ჭეოთი“, რომელიც შეიცავს ჭეოს (ფუტკრის პურს), მასში ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავების სრული სპექტრი შედის. მისი მიღება შეიძლება ნებისმიერ ასაკში: ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში(ახალ ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება ხარისხიანი საშენი მასალა). საუკეთესო იმუნომოდულატორული თვისებები ახასიათებს დრაჟეებს  ტენტორიუმ პლიუსსა და აპი-სპირას . ეს ორი დრაჟე კომპლექსში აძლიერებს იმუნიტეტს, შეიცავს ისეთ დეფიციტურ და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს, როგორიცაა იოდი, კალციუმი, რკინა, კალიუმი და სხვები. აგრეთვე შეიცავს ფერმენტებს, ნუკლეინის მჟავებს და ამინომჟავებს. ყველა ეს კომპონენტი უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სისტემის დაცვას და გაძლიერებას, კვებავს ტვინის უჯრედებს, აუმჯობესებს მახსოვრობას და კონცენტრაციის უნარს. მუნური სისტემისთვის განსაკუთრებით ეფექტურია ფუტკრის რძის შემცველი კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი. ის არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი, შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებლად საჭირო ნივთიერებების უმდიდრეს ნაკრებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. იმუნური სისტემის გაძლიერებასთან ერთად, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მახსოვრობას, კონცენტრაციის უნარს.  

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები