-5 კგ – 3 დღიანი დეტოქს პროგრამა

-5 კგ – 3 დღიანი დეტოქს პროგრამა

ზედმეტი კილოგრამები, ჭარბი წონა, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება - ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ვინ იცის რამდენი დრო დაგვიკარგავს ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში. ჯერ ათასგვარი დიეტებით ვიტანჯებით, უარს ვამბობთ საყვარელ საკვებზე, შემდეგ ვცდილობთ ვარჯიშით მივაღწიოთ სასურველ შედეგს და თუ მაინც არაფერი გამოგვდის, ან ნებისყოფა აღარ გვყოფნის, ათასგვარ გასახდომ საშუალებებს მივმართავთ. ცოტა თუ დაფიქრებულა ალბათ, რამდენად უსაფრთხოა ყველა ეს პრეპარატი, აღარაფერს ვამბობ მათ ეფექტურობაზე და ზედმეტი კილოგრამების განლევასთან ერთად, ჩვენს ჯანმრთელობას ახალ-ახალი პრობლემებით ხომ არ „ვამდიდრებთ“. მოკლედ, სასურველი წონის მიღწევა პირველ რიგში სრულიად უსაფრთხო და ამავე დროს გამაჯანსაღებელი პროცესი უნდა იყოს, და არა დამღლელი და მტანჯველი პროცედურების ერთობლიობა. „ტენტორიუმი“ გთავაზობთ წონის დასაკლებ დეტოქს-პროგრამას, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს.

„ტენტორიუმის“ პროდუქტებით ორგანიზმის დეტოქსი ეს არის მეთოდი, რომელიც თავიდან აგაცილებთ ბევრ დაავადებას, მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობას, მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმებსა და სითხეს. ამ პროგრამის ჩატარება ძალზე მარტივია და შესაძლებელია ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ის რეკომენდებულია მათთვის, ვისაც  სწრაფად სურს დაკლება.

„ტენტორიუმის“ დეტოქს-პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

I ეტაპი - „წონის სწრაფი კლება“ (3-დღიანი დეტოქს-პროგრამა)

დილას ვიწყებთ დრაჟე „აპი-ელიტეთი“ -1 ჩაის კოვზ დრაჟე „აპი-ელიტეს“ დავაყოლოთ 1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი). ეს შექმნის ნაყროვანების ეფექტს და არ მოგშივდებათ. 30 წუთის შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ აპიცამპა“: 3 სუფრის კოვზ „აპიცამპას“ დავასხათ ცხელი, ადუღებული წყალი, დავამზადოთ სასურველი კონსისტენციის ფაფა და მივირთვათ. ფაფას დავაყოლოთ 1 ჩაის კოვზი „აპიფორმულა 3“ და 10 წვეთი „აპი-ხიტი“.

სადილის დროს  - ვიმეორებთ იგივე პროცედურას: 1 ჩის კოვზ დრაჟე „აპი-ელიტეს“ დავაყოლოთ1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი). ნახევარ საათში შეგვიძლია მივიღოთ აპიცამპა“ და 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (სასურველია უკოფეინო). ბოლოს მივიღოთ 1 ჩაის კოვზი დრაჟე „აპიფორმულა 3“ და 10 წვეთი „აპი-ხიტი“

ძილის წინ ( 2 საათით ადრე) - 10 წვეთი „აპი-ხიტი“ დავაწვეთოთ კოვზზე და მივიღოთ, ასევე 1 ჩაის კოვზი დრაჟე „აპი-ელიტე“ და „აპიფორმულა 3“  
თუ ძალიან მოგშივდებათ, რიგგარეშედ შეგიძლიათ მიიღოთ მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა, ასევე აპიცამპა“.
მთელი პროგრამის განმავლობაში რეკომენდებულია, დღის მანძილზე 1-1,5  ლიტრი წყლის დალევა.

II ეტაპი - დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლა და წონის კლების შენარჩუნება

არანაკლებ მნიშვნელოვანია პროგრამის II ეტაპი - დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლა და წონის კლების შენარჩუნება, რაშიც პროგრამა დაგვეხმარება.

3-დღიანი კურსის შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია რბილად, თანმიმდევრულად გამოვიდეთ დეტოქს-პროგრამიდან: პირველი 3 დღე - რეკომენდებულია უმი ბოსტნეულის სალათები, მცენარეულ ზეთთან ერთად, ხილი (ყურძნის და ბანანის გარდა). შემდეგ უკვე შეგვიძლია მივიღოთ ცხოველური პროდუქტი (მოხარშული ხორცი, ქათამი, ხაჭო, ნაკლებცხიმიანი ყველი და სხვა).

დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლის პარალელურად ვაგრძელებთ „ტენტორიუმის“ ფუტკრის პროდუქტების მიღებას შემდეგი სქემით:

დილა უზმოზე, მკაცრად ჭამამდე 30 წუთით ადრე მივიღოთ დრაჟე „აპი-ელიტე“, მივაყოლოთ ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი. 30-40 წუთის შემდეგ ვისაუზმოთ აპიცამპათი“, საუზმეს დავაყოლოთ 1 ჩაის კოვზი „აპიფორმულა 3“ და 10 წვეთი „აპი-ხიტი“.

სადილის დროს ჭამამდე 30 წუთით ადრე ვიღებთ დრაჟე „აპი-ელიტეს“ ხოლო ჭამის მერე დრაჟე „აპიფორმულა 3“-ს და „აპი-ხიტს“

საღამოს ვახშამზე ვიმეორებთ იგივე თანმიმდევრობით.

როცა ჩვეულებრივ კვების რეჟიმზე გადავალთ ძალზე მნიშვნელოვანია, დრაჟე „აპი-ელიტეს“ მიღების შემდეგ 30-40 წუთი არაფერი არ ვჭამოთ. დღეში საჭმელი მივირთვათ მხოლოდ 3-ჯერ. საკვებებების მიღების შორის არავითარ შემთხვევაში არ ვისუსნაოთ, ხოლო მათ შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 4 საათს (ამ დროის განმავლობაში მოხდება მიღებული საკვების სრული გადამუშავება და კუჭი თავისუფალი იქნება საკვების ნარჩენებისგან).

საკვების ბოლო მიღება რეკომენდებულია 17.00-19.00 დროის ინტერვალში. მისი შემადგენლობა უნდა იყოს ყველაზე მსუბუქი, უცხიმო და ადვილად შესათვისებელი. რეკომენდებულია მცენარეული საკვები, რომელიც მინიმალური რაოდენობით შეიცავს ცხიმს. 19.00 საათის მერე სასურველია თავი შევიკავოთ ყოველგვარი საკვებისგან (მათ შორის მაწონისგან, ვაშლისგან, მწვანე ჩაისგან და სხვა). ხშირად მიიღეთ წყალი. ეს დაეხმარება თქვენს ორგანიზმს განთავისუფლდეს მავნე ნივთიერებებისგან და ტოქსინებისგან.

დეტოქს-პროგრამისთვის რეკომენდებული პროდუქტები:

დრაჟე „აპი-ელიტე“ ფუტკრის პროდუქტებისა და სპეციალურად შერჩეული ფიტოკომპონენტების ერთობლიობაა: არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის  მარილებს, ტოქსინებსა და ზედმეტ სითხეს, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებააუმჯობესებს საკვების მონელებას, აქვეითებს მადას.

დრაჟე „აპიფორმულა 3“- დრაჟეში შემავალი კომპონენეტები აჩქარებენ მეტაბოლიზმს, აუმჯობესებენ საკვების მონელებას, ხელს უწყობენ პანკრეოსეკრეტორული ფერმენტების გამომუშავებას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დრაჟე ჰორმონალური დარღვევების დროსაც კი უზრუნველყოფს წონაში კლებას, განსაკუთრებით ეფექტურია ცელულიტის დროს. 

ბალზამი „აპი-ხიტი“ დაბალმოლეკულური ქიტოზანი, რომელიც მიღებულია ფუტკრის ქიტინოვანი საფარველისგან, ბოჭავს და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ხელს უწყობს ცხიმის წვას. წმენდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.

„აპიცამპები“ - „ცამპა“ - ეს არის ტიბეტელი ბერების კერძი, რომელიც მოხალული,უხეშად დაფქული მარცვლეულისგან მზადდება. მარცვლეული კულტურები ჩვენს ორგანიზმს ამარაგებენ ნახშირწყლებითა და ცილებით, ასევე В ჯგუფის ვიტამინებით  და მინერალური მარილებით. სხვა ბურღულეულისგან განსხვავებით „აპიცამპა“ გამდიდრებულია დეტოქს-ინგრედიენტებით - ქიტოზანით, რადიონუკლიდების და მძიმე მეტალების შემბოჭავი და გამომდევნი პექტინით და ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გამწმენდი ინულინით. აპიცამპა, ყველა სხვა დადებით თვისებასთან ერთად, უზრუნველყოფს მთელი ნაწლავების ლორწოვანის გაწმენდას, აღდგენას და კვებას.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები