დაიცავი თავი ვირუსებისგან

დაიცავი თავი ვირუსებისგან

ტემპერატურის კლებასთან ერთად ვირუსული ეპიდემიების მატება შეინიშნება. ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები გვხვდება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და შესაბამისად, მოსახლეობის დიდ ნაწილს აავადებს. ასე, რომ გრიპით დაავადებული ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს.
თუ, მოულოდნელად სურდო, ყელის ტკივილი, ცემინება დაგეწყოთ, თან გამცივნებთ, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეული რამდენიმე ადგილას გტკივათ, შრომისუნარიანობაც დაგიქვეითდათ - ესე იგი, ავად ხართ. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ან, თუ უკვე დაავადება დაგეწყოთ და გსურთ, რომ მალე გამოჯანმრთელდეთ, აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტი. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემის ძირითადი ფუნქცია მავნე ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა.
პირველი საგანგაშო ნიშნები, რომლებიც მოწმობს დაბალ იმუნეტეტზე, ეს არის

• ხშირი და ხანგრძლივი გაციება
• სურდო, სინუსიტები, ტონზილიტი(ანგინები) და ოტიტი(ყურის ანთებები)
• სხვადასხვა ალერგიული რეაქციები
• ნაწლავების დისბაქტერიოზი
• ქრონიკული დაღლილობა.
„ტენტორიუმი“ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად გთავაზობთ აპითერაპევტების მიერ სპეციალურად შექმნილ და წლების მანძილზე გამოცდილ ანტივირუსულ პროგრამას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს და ამით ეხმარება ეფექტურად გაუმკლავდეს სეზონურ ვირუსებს.
ანტივირუსულ პროგრამაში შედის აბსოლუტურად ნატურალური ფუტკრის ნაწარმისა და სამკურნალო მცენარეების შემცველი პროდუქტები:
1. დრაჟე „ო-დე-ვიტი“ - აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება, დრაჟე ამსუბუქებს ხველას, ათხელებს ნახველს, და რაც მნიშვნელოვანია, საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად. „ო-დე-ვიტი“ფართოდ გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, მათ შორის მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის, გრიპის, ანგინას, ფარინგიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტის და ბრონქიტის სამკურნალოდ.
2. დრაჟე „ექსტრა-ლორი“ ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან თავის დასაცავი შესანიშნავი საშუალებაა, ის უზრუნველყოფს პირის ღრუში, ცვირ-ხახაში და ზედა სასუნთქ გზებში სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ხელს უშლის ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებების განვითარებას და საუკეთესო იმუნომოდულატორია.
3.ბალზამი „ეი-პი-ვი“ - პროპოლისის წყალხსნარი ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიჰისტამინური მოქმედება. პროპოლისის წყალხსნარი დაგიცავთ და გიმკურნალებთ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გრიპი, ვირუსული და ბაქტერიული რესპირატორული ინფექციები.
4. კრემი „რინო-ფაქტორის“ - მძლავრი ბუნებრივი ანტისეპტიკია. კრემის მოქმედება განპირობებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის რეფლექსურ სტიმულირებით, რის შედეგადაც მკვეთრად იკლებს ლორწოს ზედმეტი სეკრეცია, ქრება ლორწოვანის შეშუპება. ახასიათებს გამოხატული ბაქტერიოციდული და ანტივირუსული მოქმედება, შეუცვლელია მწვავე ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში გამოცდილი „ტენტორიუმის“ აპიფიტოპროდუქტები საუკეთესო იმუნომოდულატორებია. რომლებიც ააქტიურებენ და იცავენ იმუნურ სისტემას და ამით ორგანიზმს ეხმარებიან ეფექტურად გაუმკლავდეს ან თავიდან აიცილოს ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ასევე აგვარიდოს ისეთი საშიში გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება, მენინგიტი და სხვ.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები