წონის კორექცია

წონის კორექცია

ზედმეტი კილოგრამები, ჭარბი წონა, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება - ალბათ, რამდენი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა. ვინ იცის რამდენი დრო დაგვიკარგავს ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში. ჯერ ათასგვარი დიეტებით ვიტანჯებით, უარს ვამბობთ საყვარელ საკვებზე, შემდეგ ვცდილობთ ვარჯიშით მივაღწიოთ სასურველ შედეგს და თუ მაინც არაფერი გამოგვდის, ან ნებისყოფა აღარ გვყოფნის, ათასგვარ გასახდომ საშუალებებს მივმართავთ. თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სასურველი წონის მიღწევა პირველ რიგში გამაჯანსაღებელი პროცესი უნდა იყოს, და არა დამღლელი და მტანჯველი პროცედურების ერთობლიობა. არა და, ნებისმიერი ოცნებობს სხეულის იდეალურ ფორმებზე, მაგრამ ზოგს ამისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლება სჭირდება, ზოგს კი რამდენიმე ათეულის.

ბევრს აინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ზოგი ყველაფერს მიირთმევს, რასაც მოისურვებს და არ სუქდება, ზოგი კი დიეტებით იტანჯება და მაინც წონაში იმატებს. ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს დარღვეული ნივთიერებათა ცვლის შედეგია. თუ იმაზე მეტ საჭმელს მივიღებთ, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, ის მას დაუფიქრებლად ცხიმიან დანალექად გადააქცევს. თუ კვებას შევზღუდავთ, ორგანიზმი იფიქრებს, რომ რთული დრო დაუდგა და თვითონ დაიწყებს მისთვის საჭირო მარაგზე ზრუნვას. შესაბამისად, ამჯერადაც იგივე პროცესი დაიწყება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ორგანიზმში საჭმლის ცხიმის დალექვა მოხდება. ასეთ დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება.
ამიტომაც, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვისაც და ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აღდგენა და მოწესრიგება. კომპანია „ტენტორიუმი“ ნივთიერებათა ცვლის აღმდგენი და შესაბამისად წონის კორექციის რამდენიმე, შეიძლება ითქვას, სასიამოვნო შესაძლებლობას გთავაზობთ. ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე წონის კორექციის, ანუ ზედმეტი წონისგან გათავისუფლების პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა ჯანსაღი კვება უჯრედულ დონეზე, ფუტკრის პროდუქტებთან ერთად. სასურველი შედეგის მიღწევა, მხოლოდ სწორი კვებითა და სრულფასოვანი საკვების მიღებით არის შესაძლებელი. სხვა დანარჩენზე კი „ტენტორიუმის“ პროდუქცია იზრუნებს. წონის დასაკლები 1 კურსის ჩასატარებლად რეკომენდებულია დრაჟეები „აპი-ელიტე“ და „აპიფორმულა 3“. აუცილებელია გავითვალისწინოთ, იმისათვის, რომ  ჯანმრთელები ვიყოთ და არ გვაწუხებდეს ჭარბი წონა,  უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომელიც მოიცავს დაბალანსებულ კვებას, ფიზიკურ აქტიურობას და წყლის რეჟიმის დაცვას.

რეკომენდებული პროდუქტებიდან  ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს დრაჟე „აპი-ელიტე“, რომელიც უზრუნველყოფს საერთო ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც საჭიროა ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, ენერგიით ავსებს მას. ამავე დროს, ორგანიზმიდან გამოდევნის მარილებსა და ტოქსინებს, ზედმეტ სითხეს. აუმჯობესებს (აჩქარებს) საკვების მონელებას. ამინომჟავებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით, სასარგებლო და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით მდიდარი შემადგენლობა უზრუნველყოფს მადის დაქვეითებას.

თუმცა, სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია მკაცრად დავიცვათ მიღების წესი:

ჭამამდე 30 წუთით ადრე ვიღებთ დრაჟე „აპი-ელიტეს“, დრაჟეს დავაყოლოთ 1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი). ეს შექმნის ნაყროვანების ეფექტს და ჩვენ იმაზე გაცილებით პატარა ულუფას შევჭამთ, ვიდრე გვჩვევია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ „აპი-ელიტეს“  მიღების შემდეგ 30-40 წუთი არაფერი არ ვჭამოთ.

დღეში საჭმელი მივირთვათ მხოლოდ 3-ჯერ. საკვებებების მიღების შორის არავითარ შემთხვევაში არ ვისუსნაოთ, ხოლო მათ შორის შუალედი უნდა

აღემატებოდეს 4 საათს (ამ დროის განმავლობაში მოხდება მიღებული საკვების სრული გადამუშავება და კუჭი თავისუფალი იქნება საკვების ნარჩენებისგან).

საკვების ბოლო მიღება არ უნდა გადაცილდეს 19.00 საათს. 19.00 საათის მერე თავი შევიკავოთ ყოველგვარი საკვებისგან (მათ შორის მაწონისგან, ვაშლისგან, მწვანე ჩაისგან და სხვა).

რაც შეეხება დრაჟე „აპიფორმულა 3“-ს, მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. დრაჟე აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს საკვების მონელებას, აჩქარებს  მეტაბოლიზმს. დრაჟე ძალზე ეფექტურია, ჰორმონალური დარღვევების დროსაც კი უზრუნველყოფს წონაში კლებას, განსაკუთრებით კარგია ცელულიტის დროს. დრაჟეს აქვს მსუბუქი ნაღველმდენი მოქმედება, უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.

წონაში დაკლების პროგრამის დროს თავი უნდა შევიკავოთ ცხიმიანი, ზედმეტად გადამუშავებული საკვებისგან და კატეგორიული უარი უნდა თქვათ სწრაფ კვებაზე. რაციონიდან დროებით უნდა იყოს ამოღებული პურ-ფუნთუშეული, ორგანიზმისთვის საჭირო ნახშირწყლებსა და უჯრედისს მეფუტკრეობის პროდუქტებიდან მიიღებთ. დროებით უარი თქვით ტკბილეულზე, საჭირო ენერგიასა და სიმხნევეს „ტენტორიუმის“ პროდუქტები შეგმატებთ.

შეეცადეთ ერთ და იგივე დროს იკვებოთ. დილას სასაუზმოდ საუკეთესო დროა 08.00 - 10.00-მდე. დილის საკვები მდიდარი უნდა იყოს ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით. საკვების შემდეგი მიღება რეკომენდებულია 13.00-15.00-სთვის. ამ დროს სასურველია ცხიმებით და ცილებით დაბალანსებული საკვების მიღება. კარგი იქნება კვების რაციონში პირველ საკვებად ჩართოთ უცხიმო წვნიანები. მიირთვით მცენარეული ცხიმით მომზადებული ბოსტნეულის სალათები. თუ ცხოველური საკვებისა და თევზეულის მოყვარული ხართ, მაშინ გარნირის, ანუ კარტოფილისა და მაკარონის, გარეშე მიირთვით.
საკვების ბოლო მიღება რეკომენდებულია 17.00-19.00 დროის ინტერვალში. მისი შემადგენლობა უნდა იყოს ყველაზე მსუბუქი, უცხიმო და ადვილად შესათვისებელი. რეკომენდებულია მცენარეული საკვები, რომელიც მინიმალური რაოდენობით შეიცავს ცხიმს. 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები