სიმაღლეში ზრდა

სიმაღლეში ზრდა

ზრდაში ჩამორჩენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც, დაახლოებით, ბავშვების 6-7% აღენიშნება.

ბავშვებში ზრდაში ჩამორჩენა შესაძლებელია ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგ., როგორიცაა, ენდოკრინული და გენეტიკური დაავადებები. ყველაზე ხშირად ზრდაში ჩამორჩენა განპირობებულია სიმაღლის კონსტიტუციონალური (აღნაგობითი) და ბავშვის ფიზიკური განვითარებით. როგორც ცნობილია, სიმაღლეში ზრდას 100 გენზე მეტი უზრუნველყოფს, ამიტომ მემკვიდრეობითი და აღნაგობითი ფაქტორები ძალზე მნიშვნელოვანია. ზრდაში ჩამორჩენა შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით.

ზრდაში ჩამორჩენის დროს მნიშვნელოვანია არამარტო ბავშვის ასაკი, არამედ, ე.წ., ძვლის ასაკი. ძვლის ასაკი ყოველთვის არ ემთხვევა ქრონოლოგიურ (საპასპორტო) ასაკს, ის განისაზღვრება ხელის მტევნის რენტგენოლოგიური სურათით.  სანამდე ზრდის ზონები არ დაიხურება - შესაძლებელია სიმაღლეში ზრდა. ხოლო, როცა ეს ზონები იხურება სიმაღლეში ზრდა წყდება.

ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს სწორი კვება, არასრულყოფილმა რაციონმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზრდის შენელება. სწორ კვებაში ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, დაბალანსებული საკვები იგულისხმება. აუცილებელია, რომ მოზარდის რაციონში იყოს ამინომჟავებით, კაროტინოიდებით და კალციუმით მდიდარი საკვები. ადამიანის ორგანიზმში ზრდის მთავარ ფაქტორად A ვიტამინი ითვლება, ძვლის ზრდას ასევე ასტიმულირებს D ვიტამინი და კალციუმი. 

,,ტენტორიუმი’’ გთავაზობთ ძალზე ეფექტურ ზრდის პროგრამას, რომელიც შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: „ხლებინა“, „ტენტორიუმ პლიუსი“ და „აპი-სპირა“ფუტკრის პროდუქტები, კერძოდ, ყვავილის მტვერი და ჭეო, შეიცავენ ცილებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ცხიმებსა და ვიტამინებს ისეთი პროპორციებით, რომ სრულად აღმოფხვრიან იმ პრობლემებს, რომლებიც ზრდაში ჩამორჩენას იწვევენ. აგრეთვე, უზრუნველყოფენ ორგანიზმის ენდოკრინული სისტემის გამართულ მუშაობას, დადებითად მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, ამაღლებენ იმუნიტეტს.

ტენტორიუმის სიმაღლეში ზრდისთვის რეკომენდებული პროდუქტებია:

  1. დრაჟე „ხლებინა“
    დრაჟე შეიცავს ჭეოს (ფუტკრის პური). ჭეო - ნატურალური პროდუქტია, რომელიც ყვავილის მტვრისაგან ფიჭაში რძემჟავა დუღილის შედეგად მიიღება. ჭეო მდიდარია ამინომჟავებით, A, D და B ჯგუფის ვიტამინებით, ფერმენტებით, კალციუმით, რკინით, სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით. მოზარდის ორგანიზმი ჭეოს შესანიშნავად ითვისებს, მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად. არის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი ანაბოლიკი (ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას). ძალზე ეფექტურია ზრდაში ჩამორჩენის დროს.
  2. დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსი“
    დრაჟეს მთავარი აქტიური კომპონენტია ყვავილის მტვერი, რომელიც უნიკალურ პოლივიტამინო-მინერალურ კომპლექსს წარმოადგენს. დრაჟე ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს სისხლის ფორმულას, სწრაფად აღმოფხვრის ნებისმიერი ვიტამინის დეფიციტს. აქვს გამოხატული ანაბოლური ეფექტი, მოზარდებში ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას.
  3. დრაჟე „აპი-სპირა“
    დრაჟეში შემავალი ყვავილის მტვერი გამდიდრებულია ზღვის წყალმცენარე სპირულინათი. დრაჟე სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას А, В1, B2, B6, B12, С, D და Е ვიტამინებზე და ისეთ მნიშვნელოვან მიკროელემენტებზე, როგორიცაა იოდი, კალციუმი, მაგნიუმი და რკინა. დრაჟეში შემავალი სპირულინა შეიცავს ე.წ. ზრდის ფაქტორს, საუკეთესო სიმაღლეში ჩამორჩენის დროს. დრაჟე, აგრეთვე, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობას.  
 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები