-5 კგ – 3 დღიანი დეტოქს პროგრამა

-5 კგ – 3 დღიანი დეტოქს პროგრამა

ვინ იცის რამდენჯერ ვყოფილვართ გახდომის მიზნით დიეტაზე. განსაკუთრებით ზაფხულის დასაწყისში, როცა საცურაო კოსტუმის და ღია სამოსის პერიოდი იწყება. ამ პერიოდში ნებისმიერ ქალს სურს გამოიყურებოდეს იდეალურად,  ქონდეს იდეალური სხეული, ყოველგვარი ცელულიტისა და სტრიების გარეშე.

ზედმეტი კილოგრამები, ჭარბი წონა, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება - ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ვინ იცის რამდენი დრო დაგვიკარგავს ამ პრობლემის გადაჭრის გზის ძიებაში.
იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაუზიანებლად დავემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს, აუცილებელია სწორი კვება.  ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. 

„ტენტორიუმის“ დეტოქს-პროგრამა -   რომელშიც ფუტკრის პროდუქტებთან ერთად შედის სამკურნალო მცენარეებიც, სწორედ რომ სწორი კვებაა,  რადგან საკვებს ვიღებთ ფუტკრის პროდუქტების სახით და  შედეგს ორგანიზმის გამართული მუშაობით ვაღწევთ:

„ტენტორიუმის“ დეტოქს-პროგრამა  აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას,  ამაღლებს იმუნიტეტს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს,  ხელს უშლის ზედმეტი ცხიმების შეწოვას.   თავიდან აგაცილებთ ბევრ დაავადებას, მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობას, მოგაშორებთ ცხიმებს და ზედმეტ სითხეს. ამ პროგრამის ჩატარება ძალზე მარტივი და შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ის რეკომენდებულია მათთვის, ვისაც  სწრაფად სურს დაკლება.

„ტენტორიუმის“ დეტოქს-პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

I ეტაპი - „წონის სწრაფი კლება“ (3-დღიანი დეტოქს-პროგრამა)

 

დილას ვიწყებთ დრაჟე „აპი-ელიტეთი“ -1 ჩაის კოვზ დრაჟე „აპი-ელიტეს“ დავაყოლოთ 1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი). ეს შექმნის ნაყროვანების ეფექტს და არ მოგშივდებათ. 30 წუთის შემდეგ მივიღოთ „აპიცამპა“: 3 სუფრის კოვზ „აპიცამპას“ დავასხათ ცხელი, ადუღებული წყალი, დავამზადოთ სასურველი კონსისტენციის ფაფა და მივირთვათ. ფაფას შეგვიძლია დავაყოლოთ  1 ფინჯანი ცხელი მწვანე ჩაი, რომელშიც დავამატებთ 1 ჩაის კოვზ „იმბირს“. სულ ბოლოს დავაყოლებთ10 წვეთ აპიხიტს.

სადილის დროს  - ვიმეორებთ იგივე პროცედურას: 1 ჩაის კოვზ დრაჟე „აპი-ელიტეს“ დავაყოლოთ1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი). ნახევარ საათში მივიღოთ „აპიცამპა“: 3 სუფრის კოვზ „აპიცამპას“ დავასხათ ცხელი, ადუღებული წყალი, დავამზადოთ სასურველი კონსისტენციის ფაფა და მივირთვათ. ფაფას შეგვიძლია დავაყოლოთ 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (სასურველია უკოფეინო). ბოლოს მივიღოთ 10 წვეთი „აპი-ხიტი“.

ძილის წინ ( 2 საათით ადრე) - 10 წვეთი „აპი-ხიტი“ დავაწვეთოთ კოვზზე და მივიღოთ, ასევე 1 ჩაის კოვზი დრაჟე „აპი-ელიტე“
თუ მოგშივდებათ, რიგგარეშედ შეგიძლიათ მიიღოთ მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა.
მთელი პროგრამის განმავლობაში რეკომენდებულია, დღის მანძილზე 1-1,5  ლიტრი წყლის დალევა.

II ეტაპი - დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლა და წონის კლების შენარჩუნება

3-დღიანი კურსის შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია რბილად, თანმიმდევრულად გამოვიდეთ დეტოქს-პროგრამიდან: პირველი 3 დღე - რეკომენდებულია უმი ბოსტნეულის სალათები, მცენარეულ ზეთთან ერთად, ხილი (ყურძნის და ბანანის გარდა). შემდეგ უკვე შეგვიძლია მივიღოთ ცხოველური პროდუქტი (მოხარშული ხორცი, ქათამი, ხაჭო, ნაკლებცხიმიანი ყველი და სხვა).
დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლის პარალელურად ვაგრძელებთ „ტენტორიუმის“ ფუტკრის პროდუქტების მიღებას შემდეგი სქემით:
დილას უზმოზე, მკაცრად ჭამამდე 30 წუთით ადრე მივიღოთ დრაჟე „აპი-ელიტე“, მივაყოლოთ ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი. 30-40 წუთის შემდეგ ვისაუზმოთ „აპიცამპათი“, საუზმეს დავაყოლოთ 10 წვეთი „აპი-ხიტი“. დილას ასევე მივირთვათ 2 ჩაის კოვზი „იმბირი“, რომელსაც გავხსნით ცხელ მწვანე ჩაიში.
სადილის დროს ჭამამდე 30 წუთით ადრე ვიღებთ დრაჟე „აპი-ელიტეს“ ხოლო ჭამის მერე  „აპი-ხიტს“
საღამოს ვახშამზე ვიმეორებთ იგივე თანმიმდევრობით.

როცა ჩვეულებრივ კვების რეჟიმზე გადავალთ ძალზე მნიშვნელოვანია, დრაჟე „აპი-ელიტეს“ მიღების შემდეგ 30-40 წუთი არაფერი არ ვჭამოთ. დღეში საჭმელი მივირთვათ მხოლოდ 3-ჯერ. საკვებებების მიღების შორის არავითარ შემთხვევაში არ ვისუსნაოთ, ხოლო მათ შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 4 საათს (ამ დროის განმავლობაში მოხდება მიღებული საკვების სრული გადამუშავება და კუჭი თავისუფალი იქნება საკვების ნარჩენებისგან). საკვების ბოლო მიღება არ უნდა გადაცილდეს 19.00 საათს. 19.00 საათის მერე თავი შევიკავოთ ყოველგვარი საკვებისგან (მათ შორის მაწონისგან, ვაშლისგან, მწვანე ჩაისგან და სხვა).

დეტოქს-პროგრამისთვის რეკომენდებული პროდუქტები:

რეკომენდებული პროდუქტები:

დრაჟე „აპი-ელიტე“ - ფუტკრის პროდუქტებისა და სპეციალურად შერჩეული ფიტოკომპონენტების ერთობლიობაა:არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასორგანიზმიდან გამოდევნის  მარილებსა და ტოქსინებს,ზედმეტ სითხეს, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს საკვების მონელებას.აქვეითებს მადას.

ბალზამი „აპი-ხიტი“ - დაბალმოლეკულური ქიტოზანი, რომელიც მიღებულია ფუტკრის ქიტინოვანი საფარველისგან ბოჭავს და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ხელს უწყობს ცხიმის წვას. წმენდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.

ჯანჯაფილის ექსტრაქტი „იმბირი“ – ორგანიზმში უნივერსალურად მუშაობს, რადგანაც ყველა იმ კომპონენტს შეიცავს, რომელიც საჭიროა  ნივთიერებათა სწორი ცვლისთვის, აჩქარებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს საკვების მონელებას, ატონიზირებს და ენერგიით ავსებს ორგანიზმს.

„აპიცამპები“ - ცამპა“ - ეს არის ტიბეტელი ბერების კერძი, რომელიც მოხალული,უხეშად დაფქული მარცვლეულისგან მზადდება. მარცვლეული კულტურები ჩვენს ორგანიზმს ამარაგებენ ნახშირწყლებითა და ცილებით, ასევე В ჯგუფის ვიტამინებით  და მინერალური მარილებით. სხვა ბურღულეულისგან განსხვავებით,  „აპიცამპა“ გამდიდრებულია დეტოქს-ინგრედიენტებით - ქიტოზანით, რადიონუკლიდების და მძიმე მეტალების შემბოჭავი და გამომდევნი პექტინით და ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გამწმენდი ინულინით. ყველა სხვა დადებით თვისებასთან ერთად უზრუნველყოფს მთელი ნაწლავების ლორწოვანის გაწმენდას, აღდგენას და კვებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პროგრამის II ეტაპი - დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლა და წონის კლების შენარჩუნება, რაშიც პროგრამა დაგვეხმარება.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები