ფრთხილად, გარშემო ვირუსებია !!

ფრთხილად, გარშემო ვირუსებია !!

ფრთხილად გარშემო ვირუსებია!

ანტივირუსული პროგრამა მთელი ოჯახისთვის

ადრეულ გაზაფხულზე  ვირუსული ეპიდემიების მატება შეინიშნება. ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები გვხვდება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და შესაბამისად, მოსახლეობის დიდ ნაწილს აავადებს. ასე, რომ გრიპით დაავადებული ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს. განსაკუთრებით ბავშვებს, ორსულებს და მოხუცებს, რადგან მათ ფიზიოლოგიურად სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

თუ მოულოდნელად ყელის ტკივილი, ცემინება დაგეწყოთ, თან გამცივნებთ, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეული რამდენიმე ადგილას გტკივათ, შრომისუნარიანობაც დაგიქვეითდათ - ესე იგი  ავად ხართ. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ან, თუ უკვე დაავადება დაგეწყოთ და გსურთ, რომ მალე გამოჯანმრთელდეთ-აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტი. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემის ძირითადი ფუნქცია მავნე ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა. რადგან, სწორედ იმუნური სისტემის მდგომარეობა განაპირობებს დაავადდება თუ არა ადამიანი ვირუსთან  კონტაქტის შემდეგ, ან როგორ წარიმართება ესა თუ ის დაავადება.

პირველი საგანგაშო ნიშნები, რომლებიც მოწმობს დაბალ იმუნეტეტზე, ეს არის

  • ხშირი და ხანგრძლივი გაციება
  • სურდო, სინუსიტები, ტონზილიტი(ანგინები) და ოტიტი(ყურის ანთებები)
  • სხვადასხვა ალერგიული რეაქციები
  • ნაწლავების დისბაქტერიოზი
  • ქრონიკული დაღლილობა.

„ტენტორიუმი“ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად გთავაზობთ აპითერაპევტების მიერ სპეციალურად შექმნილ და წლების მანძილზე გამოცდილ პროგრამას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის სისტემებს, კერძოდ იმუნიტეტს და ამით ორგანიზმს ეხმარებიან ეფექტურად გაუმკლავდეს ან თავიდან აიცილოს  გრიპის და სხვა მისი მსგავსი ვირუსები. ამ პროდუქციის გამოყენებისას მიღებული შედეგებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ პროდუქციის ეფექტურობაზე.
პროგრამაში შედის აბსოლუტურად ნატურალური წარმოების შემდეგი აპიფიტოპროდუქტები: „ო-დე-ვიტი“, ექსტრა-ლორი“ და ეი-პი-ვი“.
„ო-დე-ვიტს“აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამსუბუქებს ხველას, ათხელებს ნახველს და რაც მნიშვნელოვანია, საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად. „ო-დე-ვიტი“ ფართოდ გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, მათ შორის მწვავე რესპირატორული ინფექციის, გრიპის, ანგინას, ფარინგიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტის და ბრონქიტის სამკურნალოდ.

 ვირუსებისგან თავის დასაცავად შესანიშნავი საშუალებაა კომპანია „ტენტორიუმის“ კიდევ ერთი პროდუქტი, დრაჟე „ექსტრა-ლორი“.  ის უზრუნველყოფს პირის ღრუში, ცვირ-ხახაში და ზედა სასუნთქ გზებში სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ხელს უშლის ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებების განვითარებას და საუკეთესო იმუნომოდულატორია.
პროპოლისი წყალხსნარი ეი-პი-ვიფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელსაც გააჩნია იმუნოლოგიური, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და   ანტიჰისტამინური მოქმედება. პროპოლისის წყალხსნარი დაგიცავთ და გიმკურნალებთ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გრიპი და სხვა ვირუსული რესპირატორული ინფექციები.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში გამოცდილი „ტენტორიუმის“ აპიფიტოპროდუქტები საუკეთესო იმუნომოდულატორებია. რომლებიც ააქტიურებენ და იცავენ იმუნურ სისტემას და ამით ორგანიზმს ეხმარებიან ეფექტურად გაუმკლავდეს ან თავიდან აიცილოს ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ასევე აგვარიდოს ისეთი  საშიში გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება, მენინგიტი და სხვ. 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები