კუჭ-ნაწლავის პრობლემები

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

წამყვანი ექიმების და მეცნიერების აზრით, ქრონიკული დაავადებების გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი საკვებია. საჭმელი არა მხოლოდ შიმშილის გრძნობის და გურმანული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი, არამედ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ეფექტური საშუალებაა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიკვებებით სასარგებლო პროდუქტებით, უპირატესობას ვანიჭებთ ენერგეტიკულად ღარიბ, რაფინირებულ საკვებს და უპირველეს ყოვლისა, ვაზიანებთ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ეს კი იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს.
საყოველთად ცნობილია, ფუტკრის პროდუქტები საუკეთესოდ დაბალანსებული, ვიტამინებით და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნატურალური საკვებია. კომპანია „ტენტორიუმმა“ შექმნა უნიკალური ფორმულები, სადაც ერთმანეთს არის შეხამებული ფუტკრის პროდუქტების და სამკურნალო მცენარეების თვისებები. კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესოა პროგრამა „ჟკტ-ულტრა“, რომელიც დაგვეხმარება საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და დაავადებების სეზონური გამწვავების პროფილაქტიკაში.
პროგრამაში შედის სამი პროდუქტი:
აპიფორმულა 1 - აქვს ანთების და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. აქრობს კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს, აგრეთვე გულძმარვას, შებერილობას და სხვა დისპეპსიურ მოვლენებს. უზრუნველყოფს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვას და აღდგენას, აფერხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარებას და გამწვავებას.
აპიფორმულა 2 - დრაჟეს ახასიათებს რბილი ნაღველმდენი და პანკრეოსეკრეტორული მოქმედება. უზრუნველყოფს ჰეპატიტისა და ქრონიკული ქოლეცისტიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას. არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს და იცავს მათ პარაზიტებისგან.
აპიფორმულა 3 - დრაჟეს სპეციალური ფორმულა აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრესის) და ნაწლავების სეკრეტორულ ფუნქციებს. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დადებითად მოქმედებს და ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას.
პროგრამა „ჟკტ-ულტრას“ გამოყენება ხელს უწყობს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჯანსაღებასა და მოწესრიგებას. იგი რეკომენდებულია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის აღსადგენად, წყლულოვანი პროცესების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა პროპოლისი. მას გააჩნია ანთების და წყლულის  საწინააღმდეგო, ლორწოვანის აღმდგენი მოქმედება. ბალზამი „ეი-პი-ვი“ - პროპოლისის წყალხსნარი - შეუცვლელია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და ანთებითი პროცესების დროს. პროპოლისში შემავალი აქტიური ნივთიერებები ასტიმულირებენ ეპითელიზაციას, აჩქარებენ წყლულების შეხორცებას. „ეი-პი-ვი“ კუჭის და ნაწლავების ლორწოვანი ზედაპირის ნერვულ დაბოლოებებს იცავს გაღიზიანებისგან. ხელს უწყობს სისხლდენების, ექსუდაციის, ტკივილის შემცირებას.
კუჭ-ნაწლავისთვის პრობლემების დროს ასევე შეუცვლელია „პროდუქტ N1“, რომელიც პროპოლისის კონცენტრირებულ ექსტრაქტთან ერთად პეგუს-ფრაქციასაც შეიცავს. „პროდუქტ N1“ მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ლორწოვანი გარსის და ქსოვილების აღდგენას, აუმჯობესებს საკვების მომნელებელი წვენების სეკრეციას.აქვს ტკივილგამაყუჩებელი და შემახორცებელი მოქმედება.

„აპი-ხიტი“ - დაბალმოლეკულური ქიტოზანისა და სოჭის ექსტრაქტის შემცვლელი ბიობალზამი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების სამკურნალო შეუცვლელ პროდუქტია. არის ეფექტური ენტეროსორბენტი, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ დაცლას. მოქმედებს არჩევითად – ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს, ტოქსინებს. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.

ფუტკრის პროდუქტებს ახასიათებს ნაღველმდენი ეფექტი. თანამედროვე ცხოვრება სავსეა სტრესებით. რადგან ადამიანი საერთო ეკოსისტემაა, სტრესი აისახება არამარტო ჩვენს ემოციებზე, არამედ ყველა ორგანოზე. ნებისმიერი სტრესი ორგანიზმისთვის სპაზმია, ხოლო ფუტკრის პროდუქტებს აქვთ დამამშვიდებელი, ანტისტრესული და სპაზმოლიტიკური მოქმედება. ამიტომ ფუტკრის პროდუქტები საუკეთესოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდაც და მისი პროფილაქტიკისთვის.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები