ჯანსაღი თვალები

ჯანსაღი თვალები

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ხელოვნური განათების შუქზე კითხვა, გენეტიკური მემკვიდრეობა - ეს ყველაფერი, და არა მარტო, ძალიან უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.
სტატისტიკაც საკმაოდ საგანგაშოა - ყოველ მესამე ადამიანს მხედველობის პრობლემა აწუხებს. მათგან უმეტესობას ეს პრობლემები ბავშვობის ასაკში აღენიშნება.
ოფთალმოლოგიაში აპიფიტოპროდუქციას უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, დღესაც აპიფიტოპროდუქტები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ აქტუალურია. გთავაზობთ უნიკალურ კომპლექსებს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად:

  • დრაჟე „ჩერნიკა“ – (შემადგენლობა: მოცვის კენკრა, თაფლი ჭეო)
    შეიცავს აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებს. მხედველობისთვის აუცილებელი პიგმენტების: მოცვის ანტოციანებისა და ჭეოს ბეტა-კაროტინის უნიკალური კომპლექსია. 
    დრაჟეში მაღალი კონცენტრაციით შემავალი გლიკოზიდური ნაერთი მირტილინი ააქტიურებს თვალის იმ პიგმენტებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სინათლის აღქმაზე ღამის პერიოდში. შესაბამისად აუმჯობესებს ღამის ხედვას. აგრეთვე დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავონოიდებს (ანტოციანებს) – აქტიურ ნაერთებს, რომლებიც ამაგრებენ თვალის ბადურას კაპილარებს, აძლიერებენ მხედველობითი რეცეპტორების მგრძნობიარობას და აღადგენენ მხედველობის სიმახვილეს. შესაბამისად, დრაჟე აუმჯობესებს მხედველობას, აღადგენს მზერის სიმახვილეს, აფართოებს მხედველობის არეალს. ამაგრებს თვალის ბადურას (სისხლძარღვოვანი გარსი) კაპილარებს. შეუცვლელია მათთვის, ვისაც ხანგრძლივად უწევთ კომპიუტერთან მუშაობა.
    მიღების წესი: მოზრდილთათვის 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ–ით ადრე. 1–დან 8 წლამდე ბავშვებში 3-3 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. 9–დან 14 წლამდე ბავშვებისთვის 1/2 ჩაის კოვზი (4-5 დრაჟე) 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ–ით ადრე.
  • „ეი-პი-ვი“ – (შემადგენლობა: პროპოლისი, შუნგირებული წყალი)
    საწვეთურიანი, კომპაქტური საშუალება, რომელიც საუკეთესოა თვალის და კონიუქტივის დაავადებების დროს. ასუფთავებს თვალს, აქრობს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს მხედველობას, კვებავს თვალის კუნთებს და სისხლძარღვებს. არეგულირებს თვალის წნევას.
    მიღების წესი: 1-1 ან 2-2 წვეთი თითოეულ თვალში დღეში3-4-ჯერ.
  • „აპი-ხიტი“ – (შემადგენლობა: დაბალმოლეკულური ქიტოზანი, ციმბირული სოჭის უჯრედული წვენი)
    მდიდარია ფლავონოიდებით, კერძოდ ანტოციანებით, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია მხედველობისთვის. აუმჯობესებს თვალის ფსკერის კვებას, ამაგრებს სისხლძარღვებს.
    მიღების წესი:  5-5 წვეთი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ–ით ადრე. 
 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები