დისბაქტერიოზი - ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა

დისბაქტერიოზი  -   ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა

რა არის დისბაქტერიოზი?

ადამიანის ნაწლავები დასახლებულია დიდი რაოდენობის მიკრობებით, მათ შორისაა „კარგები“, „ცუდები“ და „ნეიტრალურები“. „კარგი“ ანუ სასარგებლო მიკრობები- ბიფიდობაქტერიები, შეიძლება ითქვას ნამდვილი მეგობრებია. ისინი ხელს უწყობენ საკვების მონელებას, გვიცავენ ალერგიისგან, იცავენ იმუნიტეტს და წარმოიდგინეთ, ამცირებენ ონკოლოგიური პროცესების განვითარების რისკს. ამავე დროს თრგუნავენ „მტრებს“ - სტაფილოკოკებს, პროტეას, სტრეპტოკოკებს, კანდიდას სახეობის სოკოს. ამრიგად, საკვების სრულფასოვანი გადამუშავება და ორგანიზმის დაცვა შეუძლებელია ნაწლავური მიკრობების გარეშე.

ზოგჯერ ხდება, რომ გარე ფაქტორის მავნე ზემოქმედების შედეგად ბალანსი ირღვევა - „სასარგებლო“ ბაქტერიების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, ხოლო მავნე ბაქტერიები იწყებენ ნაწლავის დაპატრონებას - ამ დროს ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა ანუ დისბაქტერიოზი ეწოდება.

დისბაქტერიოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ რომელიმე სხვა დაავადებების გამოვლინებაა. ეს მდგომარეობა შეიძლება ისეთი დაავადებების თანმდევი იყოს, როგორიცაა გასტრიტი, პანკრეატიტი და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების დაავადებები. შესაძლებელია ეს იყოს გადატანილი ნაწლავური ინფექციის შედეგი ან შესაძლებელია განვითარდეს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დისბაქტერიოზის განვითარების პროვოცირება შესაძლებელია გამოიწვიოს კვების რაციონის შეცვლამაც, მას ხშირად „მოგზაურთა დიარეას“ უწოდებენ.

დისბაქტერიოზზე ეჭვის მიტანა შეგვიძლია, როცა აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა, დიარეა, ღებინება, ალერგიული რეაქცია თითქოს უვნებელ პროდუქტებზე.

რა ხდება?

ნაწლავის დისბაქტერიოზის დროს სწრაფად მრავლდებიან პათოგენური ბაქტერიები და სოკოები, ხოლო სასარგებლო მიკროორგანიზმების რიცხვი მკვეთრად მცირდება, რაც ბუნებრივია საკვების მონელების დარღვევას იწვევს. თუ არ ვუმკურნალებთ ამ პროცესს, ნაწლავებში შესაძლებელია განვითარდეს ანთებითი დაავადებები (ენტერიტი, კოლიტი), ამით დაავადება უფრო მწვავდება. ხანგრძლივად მიმდინარე დისბაქტერიოზი იწვევს ვიტამინების, ლიპიდების, სხვა საჭირო ნივთიერებების შეწოვის დარღვევებს, რაც ანემიების, დისტროფიის მიზეზი ხდება. ბავშვებში დისბაქტერიოზი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შეიძლება ზრდაში ჩამორჩენის მიზეზიც კი გახდეს.

მკურნალობა

დისბაქტერიოზის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა. საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს პრობიოტიკებით მდიდარი რძის პროდუქტები. ამავე დროს ძალზე ეფექტური და უსაფრთხოა ფუტკრის პროდუქტების ჩართვა მკურნალობაში.

„ტენტორიუმი“ გთავაზობთ დისბაქტერიოზისაგან თავის დაღწევას  ფუტკრის პროდუქტების პროგრამული მიღების საშუალებით.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეუცვლელია პროპოლისის წყალხსნარიეი-პი-ვი“. კარგად შესწავლილი და კვლევებით დადასტურებულია, რომ პროპოლისის ანტიბიოტიკური თვისება განაპირობებს მის ზემოქმედებას ნაწლავის პათოგენურ ანუ „მავნე“ მიკრობებზე, შესაბამისად ეს იძლევა საშუალებას მოხდეს ნაწლავის ბუნებრივი კოლონიზაცია (დასახლება) კეთილი ანუ სასარგებლო მიკროფლორით.
დისბაქტერიოზის დროს რეკომენდებულია დრაჟე ექსტრა-ბეფუნგინის“ მიღება, რადგან დრაჟეში შემავალი კომპონენტები აღადგენენ და არეგულირებენ ნაწლავში მიკროფლორის სწორ ბალანსს, დადებითად მოქმედებენ მთლიანად საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ამაღლებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად.
რადგან დისბაქტერიოზი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებებით, აუცილებელია მათი მკურნალობა. ამიტომ ეფექტურია პროგრამა „ჟკტ-ულტრას“ მიღება. პროგრამაში შემავალი დრაჟეები („აპიფორმულა-1“, „აპიფორმულა-2“, „აპიფორმულა-3“) აუმჯობესებს კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, შესაბამისად საკვების მონელებას, რაც დამატებით აჩქარებს დისბაქტერიოზისაგან განკურნების პროცესს.
მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ჭეოს შემცვლელი პროდუქტის გამოყენება, რადგან ჭეო მიიღება რძე-მჟავა დუღილის შედეგად და საუცხოო პრებიოტიკია. ანუ ხელს უწყობს ნაწლავების კეთილგანწყობილი ბაქტერიებით კოლონიზაციას. ასეთი პროდუქტებია „ბიფიდოხლებინა“ ან „თაფლი ჭეოთი“, ხოლო თუ პროცესი ფაღარათით მიმდინარეობს-„ჩერნიკა“. და ბოლოს, „აპი-ხიტი“, რომელიც საუკეთესო ენტეროსორბენტია, გარდა ამისა ასტიმულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთო იმუნიტეტის ამაღლებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და მიკროცირკულაციას.

როგორ დავიცვათ თავი

პრობლემის სირთულიდან გამომდინარე მკურნალობა საჭიროებს ხანგრძლივ კურსს. მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ ხდება ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა. მიკროფლორის სრულყოფილი აღდგენისთვის და თანმდევი სიმპტომების სრული დარეგულირებისთვის საშუალოდ 3-6 თვეა საჭირო.

სამწუხაროდ პრობლემის ერთჯერადად მოგვარება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს დაავადება სამუდამოდ განიკურნა. ნაწლავური მიკროფლორა ძალზე მგრძნობიარეა გარემო მავნე ფაქტორებზე და ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ შევამციროთ დაავადების თავიდან განვითარების რისკი აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები: მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ანტიბიოტიკების მიღებისგან, დროულად ვუმკურნალოთ გაციებას და სეზონურ ვირუსულ ინფექციებს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებებს.

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები