როგორ გავუმკლავდეთ თმის ცვენას (ალოპეციას)

როგორ გავუმკლავდეთ თმის ცვენას (ალოპეციას)

თმის ცვენა, იგივე ალოპეცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თვალსაჩინო პრობლემაა. თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები შესაძლებელია იყოს: ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, სტრესი, ენდოკრინული დაავადებები, ქრონიკული ინფექციის კერები, დაბალი იმუნიტეტი.
ჩვენს პროგრამაში შედის პროდუქტები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს, მიკროელემენტს, რომელიც მნიშვნელოვანია თმის აქტიური ზრდისთვისთვის, მისი სიჯანსაღისთვის. ეს პროდუქტები თავის კანში და თმის ბოლქვებში აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად უზრუნველყოფს მის სრულფასოვან კვებას. ასევე აწესრიგებს ჰორმონალურ დისბალანსს, ამაღლებს იმუნიტეტს. თმის ცვენის დროს რეკომენდებული პროდუქტებია:

  • დრაჟე „აპი-სპირა“-(შემადგენლობა: ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), სპირულინა (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე), პროპოლისი, ნატურალური თაფლი.)
    ეფექტურად აღმოფხვრის B ჯგუფის და A ვიტამინების, რკინის, იოდის, სელენის და სხვა მიკროელემენტის დეფიციტს, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს თმის ცვენას. დრაჟე უზრუნველყოფს თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრას: ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას, ჰორმონალური დარღვევების პრევენციას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გაუმჯობესებას.
    მიღების წესი: 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე, ბავშვებში 1/3 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.„აპი-სპირა“ თავსებადია ყველა საკვებ პროდუქტთან და სამკურნალო საშუალებასთან.
  • ბალზამი „ეი-პი-ვი“-(შემადგენლობა: პროპოლისი, შუნგირებული წყალი.)
    აუმჯობესებს თმის ბოლქვების სისხლძარღვების მიკროცირკულაციას, შესაბამისად თმის ძირების კვებას. ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას. ეფექტურია, როგორც ბუდობრივი, ასევე დიფუზური თმის ცვენის დროს.
    მიღების წესი: 1/2-1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. კურსი არანაკლებ 2-3 თვე; ბავშვებში 1/3-1/2 ჩაის კოვზი (10-15 წვეთი) 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  • თაფლის კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი“-(შემადგენლობა: ნატურალური თაფლი, სადედე ფუტკრის რძე, ფუტკრის ფეხგუნდა (ყვავილის მტვერი).)
    აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აქვს ანტისტრესული მოქმედება, აუმჯობესებს თმის ფოლიკულის მიკროცირკულაციას. აჩერებს თმის ცვენას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული.
    მიღების წესი: 1 ჩაის კოვზი 1-ჯერ დღეში უზმოზე ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დღის პირველ ნახევარში. ბავშვებში - 1/3-1/2 ჩაის კოვზი 1-ჯერ დღეში უზმოზე ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დღის პირველ ნახევარში.  
  • თმის ძირების გამამაგრებელი შამპუნი - აღადგენს და აუმჯობესებს თმის ფოლიკულებში ჟანგბადის მიწოდებას, კვებას და რეგენერაციას. ეფექტურად აჩერებს თმის ცვენას.
  • თმის ბალზამი - შეიცავს ფუტკრის შხამს, რომელიც თმის ზრდის ერთ–ერთი უძლიერესი ბუნებრივი სტიმულატორია. თმის ბოლქვებში აღადგენს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს თმის ძირების კვებას. აჩერებს თმის ცვენას და ასტიმულირებს თმის ზრდას.
 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები