როგორ გავიხანგრძლივოთ მამაკაცური ახალგაზრდობა

როგორ გავიხანგრძლივოთ მამაკაცური ახალგაზრდობა

ცნობილია თქვენთვის რას ნიშნავს ტერმინი ერექციული დისფუნქცია? თუ არა, მაშინ მხოლოდ ის დაგვრჩენია გისურვოთ, რომ თქვენს მეუღლესა თუ სექსუალურ პარტნიორს არც მომავალში შეექმნას მსგავსი პრობლემები. მამაკაცური უძლურება მხოლოდ მამაკაცის პრობლემა როდია. ხშირად ამის გამო წყვილი იტანჯება, ამიტომ აუცილებელია ამ პრობლემას დროულად მივაქციოთ ყურადღება. არსებობს სპეციალური, აბსოლუტურად ნატურალური კვების პროდუქტები მამაკაცებისთვის, რომლებიც მას ძალითა და ენერგიით აღავსებენ. თაფლი და ფუტკრის პროდუქტები ტრადიციული აფროდიზიაკებია (აფროდიზიაკი ისეთი პროდუქტია, რომელიც დადებითად მოქმედებს სქესობრივ ლტოლვაზე). ამის გარდა აპიპროდუქტები მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების საუკეთესო საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებებია. მამაკაცური აქტიურობის შენარჩუნებაში და უროლოგიური პრობლემების გადაჭრაში შემდეგი პროდუქტები დაგეხმარებათ:

  • დრაჟე „მამალი ფუტკრების ჰომოგენატი“ – (შემადგენლობა: მამალი ფუტკრების ჰომოგენატი).
     უძლიერესი ბიოლოგიურად აქტიური მატონიზირებელი და ენერგომასტიმულირებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცილებს, ამინომჟავებს, ფიტოსტერინებს, A, B, C, E ვიტამინებს. მდიდარია თუთიით, რკინით, კალციუმით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
    უნიკალური ფორმულის წყალობით უზრუნველყოფს სათესლე და წინამდებარე ჯირკვლების ბიოქიმიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ასტიმულირებს ანდროგენების გამომუშავებას, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, ამაღლებს პოტენციას. რეკომენდებულია მამაკაცებისთვის, რომლებიც ზრუნავენ კარგი ფიზიკური ფორმის და მაღალი გონებრივი აქტიურობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის.
    მიღების წესი: 1 ჩაის კოვზი დილას უზმოზე. ბავშვებში - 1/4 -1/2  ჩაის კოვზი 1–ჯერ დღეში.
  • თაფლის კომპოზიცია „პოლიანკა“ – (შემადგენლობა: თაფლი, ყვავილის მტვერი)
    შეიცავს ყვავილის მტვერს და თაფლს, თაფლი კი უძველესი აფროდიზიაკია, ხელს უწყობს პოტენციის ნორმალიზებას და სექსუალური ლტოლვის მომატებას. პროსტატიტის და პროსტატის ადენომის საუკეთესო პროფილაქტიკა და მკურნალობაა.
    მიღების წესი: 1 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30-წუთით ადრე.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები