ტენტორიუმ პლიუსი

ტენტორიუმ პლიუსი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა), პროპოლისი, ფუტკრის ცვილი.

„ტენტორიუმ პლიუსი“ სრულფასოვანი მულტივიტამინური კომპლექსია. ის შეიცავს B ჯგუფის, A, E, K და C ვიტამინებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს და ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს.

თვისებები:

  • სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის ვიტამინების, ამინომჟავების, ფერმენტების, მიკროელემენტების უკმარისობას.
  • ნორმაში მოყავს ერითროციტების, ლეიკოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინის მაჩვენებელი. ამაგრებს კაპილარების კედლებს.
  • აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, მახსოვრობას, კონცენტრაციის უნარს. კვებავს ტვინის უჯრედებს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
  • აუმჯობესებს სიმაღლეში ზრდას (ე.წ. ანაბოლური ეფექტი).
  • არის საუკეთესო ჰეპატოპროტექტორი, იცავს და ხელს უწყობს ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენას. აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ამცირებს შარდმჟავას დონეს.
  • კვებავს იმუნურ სისტემას და იმუნური უჯრედების წარმომქმნელ ორგანოებს. 
  • სწრაფად აღადგენს ენერგეტიკულ დანახარჯს დაძაბული გონებრივი მუშაობის და სპორტული ვარჯიშების დროს. ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვების დროს ზრდის ორგანიზმის ტოლერანტობას.

ჩვენებები:

  • ძლიერი გონებრივი დატვირთვები. მას „ფრიადოსნის“ პროდუქტს უწოდებენ, განსაკუთრებით რეკომენდებულია აბიტურიენტების, სტუდენტების და გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისთვის.
  • ღვიძლის დაავადებების, მათ შორის ინფექციური ჰეპატიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა. 
  • მახსოვრობის და კონცენტრაციის დაქვეითება. ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა. მახსოვრობის და კონცენტრაციის დაქვეითება. სტრესი, დეპრესია, ნევრასთენია, შაკიკი.
  • ზრდაში ჩამორჩენა (დრაჟე „ხლებინასთან“ და „აპი-სპირასთან“ერთად).
  • ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემია, განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემია.
  • დაბალი იმუნიტეტი. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, პოდაგრა. 

მიღების წესი: მოზრდილებს 1-1/2 ჩაის კოვზი 2–3-ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წუთით ადრე, ბავშვებში 1/3–1/2 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.      

300გ - 69 ლარი

ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები