პროპოლის C

პროპოლის C
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: გლუკოზა, პროპოლისის ექსტრაქტი, სახამებელი, პექტინი, C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა).

„პროპოლის C“ პროპოლისისგან მიღებული ნატურალური ფლავონოიდების კონცენტრირებული კომპლექსია. ერთი ჩაის კოვზი უზრუნველყოფს ფლავონოიდების ყოველდღიური ნორმის 40%-ს.
ფლავონოიდები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელთაც გააჩნიათ მოქმედების ფართო სპექტრი. არა აქვთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. ფლავონოიდები ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია და გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სპაზმოლიტიკური, ანტიალერგიული და ონკოპროტექტორული თვისებები. ასევე აუმჯობესებენ სისხლძარღვების ელასტიკურობას, უზრუნველყოფენ სკლეროზული ცვლილებების პროფილაქტიკას. ფლავონოიდები იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, ულტრაიისფერი დასხივებისგან, რადიაციისგან და სხვა მავნე ფაქტორებისგან.  
კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენი ორგანიზმი ფლავონოიდებს C ვიტამინთან ერთად გაცილებით უკეთ შეითვისებს. C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) შედის „პროპოლის C“-ს  შემადგენლობაში. კონცენტრატის 1 ჩაის კოვზი უზრუნველყოფს C ვიტამინის საჭირო დღიური ნორმის 16%-ს.

თვისებები:

  • უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური უნარის ამაღლებას.
  • უზრუნველყოფს პირის ღრუს და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ჯანმრთელობას.
  • აქვს გამწმენდი (ოირგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს და ტოქსინებს) და ჰეპატოპროტექტორული თვისებები.
  • აძლიერებს გარემოს არასასურველი ზემოქმედებისადმი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მედეგობას.
  • აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ჩვენებები:

  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტი;
  • ადამიანები, რომელთაც სურთ ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა სეზონური ვიტამინების დეფიციტის დროს;
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • დაბალი იმუნიტეტი, ქრონიკული ინტოქსიკაციები;
  • მზის აქტიური დასხივების ზონაში მცხოვრები ადამიანები; მავნე წარმოებაში მომუშავე და მავნე ჩვევების მქონე ადამიანები;
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ვირუსული ინფექციები; გადატანილი დაავადებების შემდგომ აღდგენით პერიოდში.

მიღების წესი:  არასავსე 1 ჩაის კოვზს დაასხით 100მლ ცხელი (70-80 გრადუსი) წყალი. მიღებული კოქტეილი მიიღეთ ერთხელ დღეში, დღის პირველ ნახევარში ჭამის დროს.
უკუჩვენებები: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება (ლაქტაცია).

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები