დღის დამატენიანებელი კრემი SPF6

დღის დამატენიანებელი კრემი SPF6
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა, , შის ხის კარაქი და მაკადამიის ზეთი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, პანთენოლი, წყალში ხსნადი ქიტოზანი.

პროპოლისის და თაფლის ექსტრაქტები უზრუნველყოფენ კანის იდეალურ დატენიანებას, ხსნიან გაღიზიანებას, ააქტიურებენ კანის დამცავ მექანიზმებს. ჰიალურონის მჟავა შიგნიდან აკავებს ტენს და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, შედეგად ამაღლებს კანის სიმკვრივეს. ქიტოზანი კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, სახეს იცავს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან, აფერხებს კანის გამოშრობას. მაკადამიის ზეთი და შის ხის კარაქი აღადგენენ და ამშვიდებენ სახის კანს. მწვანე ჩაის ექსტრაქტი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. პანთენოლი არბილებს, აღადგენს და აახალგაზრდავებს კანს. 
ყოველდღიური გამოყენების ნატურალური კომპონენტებით მდიდარი კოსმეტიკური პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს და სხვა აგრესიულ კონსერვანტებს. კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა და შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მაკიაჟის ბაზა. „თხევადი კრისტალების“ სტრუქტურა დამატებით უზრუნველყოფს კანის დატენიანების პროლონგირებას (გახანგრძლივებას). კრემში შემავალი მზის სხივებისგან დამცავი ფილტრები კანზე წარმოქმნიან დამცავ აპკს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების მთელ სპექტრს ნაწილობრივ აირეკლავს და  გაფანტავს. უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.

გამოყენების წესი: დილას ან დღისით თხელ ფენად წავისვათ გასუფთავებულ სახეზე და კისერზე (თვალის კონტურის გარდა).

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები