ღრძილების გელი "აპიდენტ-აქტივი"

ღრძილების გელი "აპიდენტ-აქტივი"
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

აქტიური კომპონენტები: ფუტკრის შხამი, პროპოლისი, გვირილას, სალბის, გულყვითელას, ფარსმანდუკის ექსტრაქტები, წიწვოვანი ქლოროფილ-კაროტინის პასტა.

გელში შემავალი აქტიური კომპონენტები ღრმად აღწევენ ანთების კერაში. გელს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება, გამაგრილებელი ეფექტი.
ფუტკრის შხამი - ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს ღრძილებში სისხლის მიკროცირკულაციას და ტროფიკას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პროპოლისს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აღადგენს პირის ღრუს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ხელს უწყობსმიკროჭრილობების და  ნახეთქების შეხორცებას.

წიწვოვანი ქლოროფილ-კაროტინის პასტა  პირის ღრუში აჩერებს ბაქტერიების ზრდას, ამცირებს ანთებას, შეშუპებას, ტკივილს და ღრძილებიდან სისხლდენას, ხელს უწყობს შეხორცებით პროცესებს.

გვირილას, გულყვითელას, სალბისა და ფარსმანდუკის ექსტრაქტებს აქვთ ანტისეპტიკური, შეშუპების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება,  აუმჯობესებენ ქსოვილების საერთო მდგომარეობას და აჩქარებენ შეხორცებას.

გელი არ შეიცავს აბრაზიულ (უხეშ) ნაწილაკებს და პარაბენებს. 

გელი წარმატებით გამოიყენება ღრძილების ანთებითი დაავადებების, ასევე პარადონტიტის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. გელი უზრუნველყოფს პირის ღრუს და ღრძილების კომპლექსურ მოვლას.

თურქეთში (სტამბული), „აპიმონდია-2017“-ში დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 

თვისებები:

  • ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ღრძილებში სისხლის მიმოქცევას.
  • აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • უზრუნველყოფს ღრძილების ლორწოვანი გარსის აღდგენას, აქვს ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება.
  • ახასიათებს ანტიმიკრობული, მთრთიმლავი მოქმედება.

ჩვენებები:

  • ღრძილების ანთებითი პრობლემები: გინგივიტის, პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების შეშუპება, ღრძილების ტკივილი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მიკროჭრილობები.
  • ღრძილების ყოველდღიური ჰიგიენა;

რეკომენდებულია:

  • პირის ღრუს საფუძვლიანი მოვლისა და ჰიგიენისთვის, ღრძილებიდან სისხლდენის დროს.
  • ღრძილების ქრონიკული დაავადებების დროს.
  • ღრძილების ანთების, შეშუპებისა და ტკივილის დროს

მოხმარების წესი: დილით და საღამოს კბილების გამოხეხვის შემდეგ შევიზილოთ გელი ღრძილებში, გავიჩეროთ 2–3 წუთი და შემდეგ გამოვივლოთ თბილი წყლით.
გელი აუცილებლად შეიზილეთ მხოლოდ კბილების გამოხეხვის შემდეგ!

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები