სახის კრემ-სკრაბი პროპოლისით

სახის კრემ-სკრაბი პროპოლისით
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

აქტიური კომპონენტები: დიატომიტი, პროპოლისის ექსტრაქტი, ნატურალური პროპოლისის მიკრონაწილაკები, შის ხის კარაქი.

კრემ-სკრაბის საფუძველს წარმოადგენს პროპოლისის ნაწილაკები და დიატომიტი (მიკროსკოპული წყალმცენარეების პროდუქტი), რომლებიც ღრუბელივით შეისრუტავენ მთელ ჭუჭყს და რბილად აშორებენ კანის მკვდარ უჯრედებს. ამავე დროს ღრმად წმენდენ კანს და დაბინძურებულ ფორებს, აშორებენ ზედაპირულ პიგმენტაციას. უზრუნველყოფენ კანის რელიეფის სისწორეს, აუმჯობესებენ სახის ფერს.
პროპილისის ექსტრაქტი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აძლიერებს სახის კანის დამცავ სისტემებს. ააქტიურებს კანის უჯრედების განახლებისა და აღდგენის პროცესებს. შის ხის კარაქი ატენიანებს, არბილებს და კვებავს სახის კანს. კანს იცავს გამოშრობისგან

გამოყენების წესი: სკრაბის მცირე რაოდენობა თხელ ფენად წავისვათ სველ  სახეზე (თვალის კონტურის გარდა) და კისერზე. მსუბუქი წრიული მოძრაობებით გავიწმინდოთ სახისა და კისრის კანი. შემდეგ სკრაბი მოვიშოროთ ტონიკში დასველებული ბამბის ტამპონით ან ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. სახის გაწმენდის შემდეგ რეკომენდებულია წავისვათ ღამის მკვებავი კრემი. პროცედურა ჩავიტაროთ საღამოს საათებში დაძინებამდე 30 – 40  წუთით ადრე, კვირაში 2–ჯერ.

 

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები